You can be on Entrepreneur’s cover!

პროგრამა ''საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის'' ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, "საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა" ისარგებლა.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი" თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი" ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი