ჯეფ ბეზოსი უფრო მეტი ღირს პირადად, ვიდრე Nike, McDonald's, Costco და Dow-ის თითქმის 50 პროცენტი Amazon-ის აქციების მატებამ, $186 მილიარდამდე გაზარდა მისი აღმასრულებელი დირექტორის მთლიანი ქონება, რაც Nike-ის ($122 მილიარდი), McDonald's-ისა ($143 მილიარდი) და Costco-ს ($145 მილიარდი) საბაზრო ღირებულებებს აღემატება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Quartz
  • ჯეფ ბეზოსი პირადად ახლა უფრო მეტი ღირს, ვიდრე Nike, McDonald's და Costco.
  • ამასთან ერთად, ბეზოსი უფრო მეტი ღირს, ვიდრე IBM, Starbucks, Target და Nasdaq 100 და S&P 500 კომპანიების დიდი უმრავლესობა.
  • ბეზოსის ქონება „დოუ-ჯონსის" სამრეწველო ინდექსში შემავალი 30 კომპანიიდან 13-ის საბაზრო ღირებულებასაც აღემატება.

ჯეფ ბეზოსი პირადად უფრო მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ის ზოგიერთი უდიდესი კომპანია, მათ შორის, Nike, McDonald's და Costco.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, Amazon-ის აქციების ფასი წელს 65 პროცენტით გაიზარდა, რამაც მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება $186 მილიარდამდე გაზარდა.

ბეზოსი Amazon-ის თითქმის 55.5 მილიონ აქციას ფლობს, რაც მას ამ ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების 11.1-პროცენტიან წილს აძლევს. Amazon-ის აქციები მისი ქონების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.

სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ქაღალდებზე უფრო მეტია, ვიდრე Nike-ის მთელი $122-მილიარდიანი საბაზრო ღირებულება. სპორტული ტანსაცმლის გიგანტის გაყიდვები გასულ წელს $39 მილიარდს შეადგენდა, მას 77 000 თანამშრომელი ჰყავდა და 1100 საცალო მაღაზია ჰქონდა მთელ მსოფლიოში.

ბეზოსის ქონება McDonald's-ის საბაზრო ღირებულებასაც ($143 მილიარდი) აღემატება. სწრაფი კვების გიგანტმა გასულ წელს გაყიდვებით $21 მილიარდი გამოიმუშავა, მას 205 000 თანამშრომელი ჰყავდა და 39 000 რესტორანი ჰქონდა მთელ მსოფლიოში.

Amazon-ის შეფის ქონება Costco-ს საბაზრო ღირებულებასაც ($145 მილიარდი) აღემატება. ამ მეგა საცალო ქსელმა გასულ წელს $153 მილიარდი გამოიმუშავა თავისი 99 მილიონი Costco-ს კლუბის წევრებისგან და მისი თანამშრომლების რაოდენობა 254 000 შეადგენდა.

პირველად, Fortune-მა შეადარა ბეზოსის წმინდა კაპიტალი ზოგიერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიების კაპიტალს.

Amazon-ის აქციების ფასების აწევა და შესაბამისად, ბეზოსის ქონებისაც, კორონავირუსის პანდემიის დროს ამ გიგანტის შემოსავალს ასახავს.

სულ უფრო მეტი ადამიანი აკეთებს შენაძენებს მისი ვებგვერდიდან, უყურებს ფილმებს და ტელეგადაცემებს Prime Video-ზე, და მისი ე.წ. „ღრუბლის" პლატფორმაზე, AWS-ზე ამყარებს იმედს შინ გამოკეტვის პერიოდში, და ინვესტორები ფსონებს ჩამოდიან, რომ Amazon შეძლებს ბევრი ამ ახალი მომხმარებლის შენარჩუნებას.

შედეგად, ბეზოსი ახლა უფრო მეტი ღირს, ვიდრე Oracle (საბაზრო ღირებულება − $176 მილიარდი), Salesforce ($172 მილიარდი) და IBM ($112 მილიარდი). მისი ქონება თითქმის ორჯერ აღემატება Starbucks-ის ($88 მილიარდი) და Goldman Sachs-ის ($73 მილიარდი) საბაზრო ღირებულებებს. ასევე სამჯერ მეტია, ვიდრე General Electric-ისა ($62 მილიარდი) და Target-ის ($60 მილიარდი) საბაზრო ღირებულებები.

Amazon-ის ბოსის ქონება „დოუ-ჯონსის" სამრეწველო ინდექსში შემავალი 30 კომპანიიდან 13-ის საბაზრო ღირებულებას აღემატება და Nasdaq 100 და S&P 500 კომპანიების დიდი უმრავლესობის აქციებზე 85 პროცენტით მეტია. მხოლოდ 30 კომპანიას აქვს ბეზოსის წმინდა კაპიტალზე მეტი ყველა სამი ინდექსის მიხედვით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული