You can be on Entrepreneur’s cover!

Scribe.ge - პერსონიფიცირებული სიახლეები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Scribe.ge საქართველოში შექმნილი მედიაპლატფორმაა, რომლის მეშვეობით სასურველ ინფორმაციულ ეპიცენტრში ყოველკვირეულად აღმოჩნდებით. პლატფორმა ინფორმაციის გენერირებას მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ახდენს და თითოეულ გამომწერს მხოლოდ მის ინტერესებზე მორგებულ გაფილტრულ ინფორმაციას სთავაზობს.

Scribe.ge-ის სტუმრობის შემდეგ, ირჩევთ სასურველ კატეგორიას, შეგყავთ თქვენი სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტა. ამის შემდეგ კი ყოველ კვირას პერსონიფიცირებულ scribe-მეილს მიიღებთ და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს მყისიერად გაეცნობით.

სიახლეთა კატეგორიები, რომელსაც scribe.ge გვთავაზობს, საკმაოდ მრავალფეროვანია და ფართო საინფორმაციო სპექტრს მოიცავს. მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ უახლესი ინფორმაცია ფინანსების, ციფრული ტრანსფორმაციის, ტექნოლოგიური ტრენდების, დიზაინის, მარკეტინგის, მეწარმეობის, ახალბედა სტარტაპებისა და მენეჯმენტის შესახებ. სამომავლოდ, კატეგორიები უფრო გამრავალფეროვნდება და გაცილებით ვრცელ ქონთენთზე შემოგვთავაზებს წვდომას. ყოველი სტატიის გაცნობის შემდეგ კი მომხმარებელი შეძლებს პლატფორმას ერთგვარი უკუკავშირი მისცეს, რაც გენერაციული პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, გამომწერებს კი მუდმივად სასარგებლო და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"