You can be on Entrepreneur’s cover!

''აქ.ახლა'' საუკეთესო დრო ყველაფრისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თიბისიმ ახალი სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო და „აქ.ახლა" გზავნილი შემოგვთავაზა, რომელიც კონცეპტუალურად საკმაოდ მნიშვნელოვან და მასშტაბურ საკითხებს აერთიანებს. საკუთარი მისიის გამოძახილს – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას კი კომპანია ლოგიკურად აგრძელებს. თუ რას მოიაზრებს ბრენდის ეს ლაკონური და მარტივი საკომუნიკაციო მესიჯი, ამას Entrepreneur-ს და მის მკითხველს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ნინო ეგაძე განუმარტავს:

„აქ. ახლა" ბრენდის სტრატეგიული პოზიციონირებაა, რომელიც უკვე მეორე თვეა, თიბისიმ საჯაროდ გამოიტანა. ესაა საკმაოდ დიდი შრომის შედეგი, რაც გულისხმობს ბრენდის სტრატეგიის ცვლილებას, არაერთ სააგენტოსთან თანამშრომლობასა და რთულ განვლილ პროცესს. ჩვენი მისია 2019 წელს შეიცვალა და ის ადამიანების ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. სიმარტივე თავისთავად ერთ-ერთი საკმაოდ რთული შინარსიის მქონე კონცეფციაა. ბრენდი უნდა ყვებოდეს სწორედ იმ ამბავსა და ისტორიას, რომელიც კომპანიის მისიაა. ამიტომ ეს თხრობის უწყვეტი პროცესია".

თიბისიმ ახალ კამპანიაზე მუშაობა სტრატეგიული სააგენტოს შერჩევით დაიწყო. ბაზრის მოკვლევა, საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ სერვისის მიმღებია, მრავალი კვლევა და გუნდი, რომელიც ყველაფერში ჩართულია. ვრცელი სამუშაო ის საწყისი ეტაპი იყო, რომლის შედეგადაც წამოიწია პრობლემები, რომლებიც ადამიანებისთვის რელევანტურია. გადაწყდა, რომ მისიის სრულფასოვნად მოქმედებისთვის, იმ ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ იდენტიფიცირება იყო საჭირო, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. სწორედ ამ ფიქრზე გადაერთო მთელი კომპანია. სათქმელის ჩამოყალიბება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ადამიანებს ცხოვრების გამარტივება ერთი მხრივ სხვადასხვანაირად ესმით, ხოლო მეორე მხრივ, გამარტივება რთული პროცესია.

„ერთობლივი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ ადამიანებისთვის „აქ.ახლა" იქნებოდა სწორედ ის დაპირება, რომელიც ავტომატურად ნიშნავს რაღაცის მომენტალურად და იმ ფორმით მიღებას, რაც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. „აქ.ახლა" კრეატიული სააგენტო windfor's-ის შექმნილია. მათი შემოთავაზება პირველად კარანტინის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოვისმინეთ. მივხვდით, რომ დროსთან ერთად, ამ სიტყვებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

უკვე 5-6 წელია, თიბისი გაფიცრულებისკენ აქტიურად მიისწრაფვის, თუმცა იმ პერიოდში, როცა უშუალოდ „აქ.ახლა" კამპანიაზე ვმუშაობდით, კარგი დრო აღმოჩნდა ამ კონცეფციის გასატესტად. მივხვდით, რომ „აქ.ახლა" ყოველთვის არის დრო, როცა შენ შეგიძლია რაღაც უფრო მარტივად გააკეთო", – ამბობს ნინო ეგაძე.

„აქ. ახლა" ერთდროულად პერსონალური და საყოველთაოა. ეს თიბისის გუნდს მის მთავარ სიძლიერედ მიაჩნია, რომელიც თანაბრად მოიცავს როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე ბიზნესებისა და მთლიანად ქვეყნის საჭიროებას, რომელსაც აქ და ახლა მაქსიმალურად სჭირდება რესურსის გამოყენება, იმისათვის, რომ გაუძლოს ამ რთულ პერიოდს.

„კამპანია 22 მაისს გაეშვა. პანდემიის გამო, საკმაოდ შეზღუდულ და რთულ პირობებში განხორციელდა ყველაფერი. ვფიქრობ, ესეც ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ აქ და ახლა არსებული რესურსებით მაქსიმუმი გავაკეთეთ. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. ჩვენი მომხმარებლების 50%-მა უკვე იცის ამ კამპანიის შესახებ და ამ ყველაფერზე საკუთარი აზრიც აქვს. ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით კი აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები „აქ. ახლა"-ს გაცილებით მეტს უკავშირებენ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა", – გვეუბნება ნინო ეგაძე.

თიბისის კარგად ესმის ბრენდსა და საზოგადოებას შორის მუდმივი დიალოგის მნიშვნელობა. კომპანია 30 წელია უწყვეტად საუბრობს თავის მომხმარებლებთან და სხვადასხვა გზავნილით ახერხებს ამ დიალოგის შენარჩუნებას: „თიბისი შენ გვერდით", „შენი ბანკი შენ გვერდით", „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს", „მადლობა ურთიერთობისთვის", „გამარჯობა", „შენთვის" – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფრაზებისა, რომელსაც წლების განმავლობაში თიბისი მომხმარებელს ეუბნებოდა. ადამიანების საჭიროებისა და შეგრძნებების ცვლასთან ერთად, საჭიროება ბრენდებსაც ეცვლებათ, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დიალოგის ტონალობასა და თავის საკომუნიკაციო აქტივობას დროის გამოძახილს არგებენ. როგორც ნინო ეგაძე გვეუბნება, აუცილებელია კომპანიებსა და ბრენდებს ზუსტად ესმოდეთ ზღვარი, თუ სად სჭირდებათ ადამიანებს მათი დახმარება და სად არა.

„ამჟამად თიბისი ბიზნესისთვის „აქ. ახლა" კამპანია მიმდინარეობს. ყველას გვესმის, რა გამოწვევის წინაშეა ბიზნესსექტორი. ეს ორმხრივი პროცესია, რადგან „აქ.ახლა" მე შემიძლია შენთვის რაღაც გავაკეთო და შენც შეგიძლია საკუთარი თავისთვის, შენი ბიზნესის, საქმიანობისა და ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო. ეს ორივე მხარისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. „აქ.ახლა" არის ყველაზე ხელსაყრელი და სწორი დრო მოქმედებისთვის და ვფიქრობთ, საკმარისი რესურსი გვაქვს, გვერდით დავუდგეთ ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს.

თანამედროვე ბიზნეს და სამომხმარებლო სამყაროში მნიშვნელოვანია, კომპანიების მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული კონცეფციები ბრენდის გამოცდილებას ემთხვეოდეს და ის კომპანიებმა ცვალებად ახალ რეალობას მოარგონ.

„აქ. ახლა" შეიძლება იყოს როგორც გეოგრაფიული, ასევე დროის მანიშნებელი. გარდა ამისა, გაძლევს ინსპირაციას, იფიქრო ახალ პროდუქტებზე. მაგალითად, ბოლო 3 თვეში ჩვენ ბევრი ისეთი რამ შევქმენით, რასაც სხვა პერიოდში ვერ გავაკეთებდით და გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდებოდა. ყველაზე საინტერეოა, როდესაც კონცეფცია თავისთავად იწყებს ცხოვრებას და ადამიანები თავად იყენებენ მას. სწორედ მაშინ იძენს ბრენდის დაპირება მნიშვნელობას.

დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება კომპანიების საკომუნიკაცო კამპანიებისა და მიდგომების სპეციფიკაც. თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესია, ბიზნესისა და საკომუნიკაციო მესიჯის დაპირება ემთხვეოდეს, პროდუქტი და კომპანიის მისია კი სრულად პასუხობდეს ერთმანეთს. თიბისის სწორედ ამ ხედვით აქვს მიდგომა ყოველი ახალი ნაბიჯისადმი და საკომუნიკაციო კამპანიებს მოთხოვნადი პროდუქტების შექმნის პარალელურად აწარმოებს.

ჩვენ ყოველთვის ვეცდებით შევქმნათ პროდუქტები, სერვისები, და ვიზრუნოთ მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ამის მაგალითია თუნდაც გუნდისთვის მიცემული თავისუფალი არჩევანი, იმუშაონ საიდანაც სურთ. ეჯაილ მოწყობაც, თავისთავად თავისუფლების პროცესია, სადაც ყველა გადაწყვეტილება თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღება. უპირველესად, გუნდისთვის ცხოვრების გამარტივება მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ამარტივებს ცხოვრებას.

„გუნდის ერთსულოვნების გარეშე, არანაირ კომუნიკაციას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავად აღიარებდნენ და ეთანხმებოდნენ იმ საქმის მართებულობას, რომელსაც ემსახურებიან. ვიდრე ნებისმიერ გარე კამპანიას დავიწყებთ, უმნიშვნელოვანესია, გუნდში გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ", – ნინო ეგაძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"