You can be on Entrepreneur’s cover!

Nextsale - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Nextsale-ი ზრდის მართვის პლატფორმაა, რომელიც ინოვაციური ინსტრუმენტებითა და მახასიათებლებით ონლაინბიზნესს კონვერტაციის (ვიზიტორების მიერ ბმულზე გადასვლის, რეკლამის ხილვის, პროდუქტის შეძენის) პროცენტულ ზრდაში ეხმარება.

ელექტრონულ კომერციაში 10-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გაიაზრა, რომ მარკეტს რაღაც აკლდა, რაც თითქმის ყველა ონლაინბიზნესისთვის უპირველესი თავისტკივილი იყო, პრობლემისგან გათავისუფლების მიზნით კი Nextsale შეიქმნა...

წარსულის წარმატებულმა ბექგრაუნდმა და პროფესიულმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა, დაენახა, რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ონლაინბიზნესისთვის გვერდზე შეტყობინებების პერსონალიზება და როგორ ზრდის ეს მყიდველთა რიცხვს/პროდუქტის რეალიზაციას.

Nextsale-ისთვის მთავარი დანიშნულება ელექტრონულ კომერციაში ღირებულების მიწოდებაა. კომპანია არა მხოლოდ ქმნის სახეს ონლაინმოვაჭრეებისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც საინტერესო მასალას განათავსებს: მაღაზიის მფლობელები გაყიდვას ზრდიან, მყიდველები კი პრომოციითა და ვაჭრობის გამოცდილებით ბენეფიტს იღებენ.

Nextsale-ი მომხმარებლებს სოციალური ნდობის მოპოვებაში ეხმარება, მინიმუმამდე დაჰყავს საიტის სტუმრების მიერ „კალათის მიტოვების" შემთხვევები და მუშაობს იმისთვის, რომ კონვერტაციის მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწიოს. „სოციალური მტკიცებულების" შეტყობინებები კი ვიზიტორებს სკეპტიციზმის დაძლევაში ეხმარება, რაც პროდუქტის ნახვაში, შეკვეთაში, აქტივობაში აისახება და სოციალური ნდობის შექმნის წინაპირობა ხდება. ასევე, გვერდზე გაჩენილი შეტყობინებების წყალობით, პრომოკოდების შეთავაზებით, გაყიდვების მაჩვენებელი იზრდება. ამგვარი მახასიათებლებით კომპანია ბიზნესებს მოგების მაღალ ნიშნულს ჰპირდება.

ამჟამად, 4000-ზე მეტი ბიზნესი 87 ქვეყანაში Nextsale-ის სერვისს იყენებს.

წარმატების მიზეზი მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მასშტაბური პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შენება და არცერთი წამის შეფერხებით, ახალი ინსტრუმენტების შექმნაა.

Nextsale-ი ელექტრონულ კომერციაში ახალ ფუნქციებსა და ტექნოლოგიებს დინამიკურად ნერგავს, რათა პროდუქტი უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს სწრაფად, ადეკვატურად ეხმიანებოდეს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ზიანს არ აყენებს ვებსაიტის მუშაობას და არ ანელებს მისი მუშაობის სიჩქარეს.

Nextsale-ის საქმიანობის მიზანი დაარსების დღიდანვე მათი დახმარება იყო, ვისაც ზრდის პროცესში ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტი ესაჭიროება. კომპანიას ესმის, რომ ყველა მეწარმე განსხვავებულია და სხვადასხვა საჭიროება აქვს; ამ მიზეზით, Nextsale-ის გუნდი ყოველთვის ხაზზეა და დამკვეთთან კომუნიკაციაში ახალ საჭიროებებს მუდმივად ადგენს.

Nextsale-ის თითოეული ნაბიჯი მოვაჭრეებისთვის ბიზნესის ხელშესაწყობად იდგმება, ამიტომაც ის ათასობით დამკვეთის მიერ რეკომენდებულია და დაინტერესებულ პირთა რიცხვიც სწრაფად იზრდება.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"