You can be on Entrepreneur’s cover!

მაგთიკომმა 5G სატესტო რეჟიმში გაუშვა ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. მაგთიკომი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტექნოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას და სპეციალისტების მომზადებას.


მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა. ამავდროულად, სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში 15-20 გიგაბაიტს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება.


მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"