ახალი დრაივ ინ კონოთეატრი Movieland გაიხსნა კინოთეატრი 100-მდე ავტომობილზეა გათვლილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოქროყანაში ახალი დრაივ ინ კონოთეატრი "მუვილენდი" გაიხსნა. მუვილენდი მაყურებელს სრულიად განსხვავებულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს. დრაივ ინ კინოთეატრში მაყურებელს შესაძლებლობა აქვს პირდაპირ ავტომობილებიდან, დიდ ეკრანზე უყუროს კარგად ნაცნობ საყვარელ ფილმებს სეზონისა და ამინდის მიუხედავად.

პოსტპანდემიურ პერიოდში დრაივ ინ კინოთეატრში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და დისტანციისა და ყველა წესის დაცვით, მაყურებელი შეძლებს განიტვირთოს ღია სივრცეში სუფთა ჰაერზე, დატკბეს ულამაზესი ხედებით და პარალელურად მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ისიამოვნოს საყვარელი ფილმებით დიდ ეკრანზე.

ადგილები გათვლილია 100-მდე ავტომობილზე. მუვილენდმა ელექტრომობილების მფლობელების კომფორტზეც იზრუნა და ი-სპეის-თან პარტნიორობით, დრაივ ინ კინოთეატრის ტერიტორიაზე ელექტრომობილის დასამუხტი სადგური დამონტაჟდა, რომელიც სრულიად უფასოდ მოემსახურება კინოთეატრის მაყურებელს. ელექტრომობილით სტუმრობის შემთხვევაში, ფილმის პარალელურად იქნება შესაძლებელი ავტომობილის დამუხტვა.

დრაივ ინ კინოთეატრი მაყურებელს ადგილზე უგემრიელეს მენიუსაც სთავაზობს. კომფორტის მოყვარულთათვის ასევე, გათვალისწინებულია ავტოლაუნჯის სივრცეც,

უახლოეს მომავალში კინოთეატრი სპეციალურ სივრცეს მათთვისაც დაამატებს, ვინც ავტომობილის გარეშე, ფეხით, ველოსიპედით ან მოტოციკლეტით ისურვებს სტუმრობას.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც უშუალოდ ადგილზე, ისე www.tkt.ge-ს მეშვეობით წინასწარ. ბილეთის ფასი ცვალებადია ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილების მიხედვით, ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა შეუზღუდავია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი