You can be on Entrepreneur’s cover!

YES Hackathon Contain COVID-19-ის კიდევ ერთი გამარჯვებული იდეა თქვენი უსაფრთხოების სამსახურში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული პირი მარტივად ადაპტირდეს.

გლობალური ეპიდემიის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და გადაწყვეტილებების წახალისება. სწორედ ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, მარტის თვეში ფონდმა „კრისტალი" USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19.

ჰაკათონის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოება და/ან მიწოდება სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.

Entrepreneur ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულს ესაუბრა. როგორც თეიმურაზ გოჩიტაშვილი ამბობს, პირველი იდეა ჰაერის ფილტრის შესახებ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ინფიცირებული ზედაპირებით ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე დაიწყო მუშაობა. შედეგად, შეხებისგან დამცავი სამაჯურის იდეაზე შეჩერდა. სამაჯური ადგენს ხელის მდგომარეობას 3D სივრცეში. თუკი ხელი სახესთან ახლოსაა, აქტიურდება დინამიკი. ხმოვანი შეტყობინება მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ხელი სახესთან ახლოს აქვს. ადამიანები, რომელთა სამაჯურიც გააქტიურდება, შეახსენებენ გარშემომყოფებსაც, რომ ვირუსი შეხებით გადადის. დასაწყისში თეიმურაზისთვის სამიზნე აუდიტორია ხანდაზმულები იყვნენ, რადგან ისინი ვირუსისადმი განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ შეხებისგან დამცავი სამაჯური ყველა ადამიანისთვის თანაბრად საჭირო იყო: „ამჟამად, ჩემი სეგმენტია ყველა, ვისაც ვირუსის თავიდან არიდება სურს. ზოგადად ვირუსების უმეტესობა ფომიტული გზით ვრცელდება, ანუ უსულო საგანზე შეხების შემდეგ, სახეზე პათოგენების გადატანით. აგრეთვე, სამაჯური გამოდგება მათთვისაც, ვისაც აკნე ან სხვა პათოგენთან ასოცირებული სახის პრობლემები აწუხებთ. რაც უფრო მეტი პათოგენით(ტიტრით) ინფიცირდება ადამიანი, მით მაღალია იმის შანსი, რომ იმუნურ სისტემას გაუჭირდება ფუნქციის შესრულება - დაინფიცირებულის გამოჯანმრთელება. SARS –coV-2-ის შემთხვევაში, ყველაზე მეტად, ვირუსი, შეხებით ვრცელდება. შესაბამისად, შეხების-შემზღუდველი სამაჯურით, არა მხოლოდ დაინფიცირების თავიდან არიდება, სიმპტომების სიმძიმის შემცირებაცაა შესაძლებელი."

რაც შეეხება პროექტის მსვლელობას, თეიმურაზისთვის ონლაინ ჰაკათონი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართა. სტარტაპის ყველა საჭირო ეტაპის გავლისა და ტრენინგებზე შეუფერხებლად დასწრების შედეგად გაწერილმა ინოვაციურმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. ახლა, როგორც გამარჯვებულს „კრისტალის" დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს, თვლის რომ უფრო მეტად გაბედული გახდა - რაც მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებისას, მითუმეტეს დამწყები სტარტაპერისთვის.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პროექტის შემდეგ, იგი გვპასუხობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განმივითარდა, ბიზნეს მაინდსეთია, ანუ გონების მოწყობა ისე, რომ მოვლენებში შესაძლო პერსპექტივის დანახვას იწყებ. ყოველ მომდევნო ნაბიჯს ორმაგი კრიტიკით აკვირდები და იდეებში საშუალებების შემჩნევას ახერხებ. ახლა, რეალურად, ბოლო ფაზაში ვარ. ფაქტობრივად დავამთავრე MVP-ზე მუშაობა. მომდევნო ეტაპი კი პიარი და ბაზარზე გატანა იქნება."

როგორც თეიმურაზი ამბობს, დაფინანსებისა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის შეგრძნების გარეშე მას გარისკვა ძალიან გაუჭირდებოდა, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, „კრისტალმა" კი ეს შესაძლებლობა ყველას თანაბრად მისცა: „როგორც წესი, სტარტაპს მხოლოდ გაბედულები იწყებენ. ეს ერთგვარი უნარია, რომელიც ასეთი პროექტებით უნდა გამოიმუშავო. ბიზნესში, ყველაზე მაღალი ვალუტა გაბედულობა და ენთუზიაზმია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეტნტორების რეკომენდაცია. ვფიქრობ, ლაივ მენტორინგი ვერ იქნებოდა მეტად უკეთესი. მათი რჩევები ეფექტური და ადეკვატური იყო - ეს კი დამეხმარა მიმეღწია დასახულ მიზანს და გამემარჯვებინა."

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"