You can be on Entrepreneur’s cover!

Raccoon World - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

275 მილიონ ადამიანს მსოფლიოში ფიზიოთერაპია სჭირდება, 700 პაციენტისთვის კი სტატისტიკურად მხოლოდ 1 თერაპევტი მუშაობს. ამავდროულად, მაქსიმალური სერვისული რაოდენობა მხოლოდ სამი ასეულია. სწორედ ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, უკვე ერთი წელია, რაც სტარტაპერები საკუთარი პროდუქტის ფართოდ გასავრცელებლად მუშაობენ.

Raccoon Recovery – ეს არის მათ მიერ შექმნილი აპარატი, რომლის მეშვეობითაც პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზა გაიკვალა და მედიკოსების მხრიდან ბევრად მეტი პაციენტისთვის დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდა. გაჯეტი ფიზიკური ტრავმით თუ ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული პრობლემების მქონე პაციენტებში ზედა კიდურების სამკურნალოდ შეიქმნა. ხელის ე.წ. მაკონტროლებელ აპარატს ორი სენსორული დეტალიც მოჰყვება, რომელიც მკლავზე მაგრდება და პაციენტის აქტივობის მონაცემებს აგროვებს, მის ისტორიას ინახავს, რომელიც ონლაინპლატფორმაზე იტვირთება და ექიმისა თუ თავად მომხმარებლისთვის აღნიშნული დისტანციური მონიტორინგი თვალსაჩინოებაა.

კომპანია Raccoon World-ის მისია დროული ფიზიკური რეაბილიტაციის ყველასთვის ხელმისაწვდომ სერვისად გადაქცევაა და სამოქმედო პრინციპები ინოვაციური მიდგომების დანერგვას, მოძველებული სისტემის განახლებას ემყარება. ამის ნათელი მაგალითი ისიცაა, რომ პაციენტებისთვის ვიდეოთამაშები შეიქმნა; სარეაბილიტაციო მოძრაობები, მამოტივირებელი და სახალისო გამოწვევა, მათ მიერ პროცესის სრულად მართვას გულისხმობს და მაქსიმალური ჩართულობა რეაბილიტაციის პროცესს დროში უგებს.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების შემდეგ, კლინიკებში ვიზიტი გართულდა და Raccoon Recovery კიდევ უფრო ხელსაყრელ შეთავაზებად იქცა, რომელმაც უამრავი პაციენტისა და ექიმისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციისა და აუცილებელი, ეფექტური კურსის გაგრძელების საშუალება გააჩინა.

კომპანია ვარაუდობს, რომ 2024 წლისთვის მილიონზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციის ამ უნიკალური მიგნებით ისარგებლებს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი