You can be on Entrepreneur’s cover!

რა არის ანტრეპრენერის მთავარი თვისება, და 4 პრაქტიკული რჩევა მის გამოსამუშავებლად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შესაძლოა ერთხელ განიცადო კრახი, ორჯერ, სამჯერაც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ. რომელია თვისება, ანტრეპრენერს რომ გამოარჩევს, რომლის საშუალებითაც ის წარსულ შეცდომებზე მიღებულ გამოცდილებას ახალი გამოწვევების გადასაჭრელად იყენებს და დაბრკოლებებს პიროვნული განვითარების კატალიზატორად აქცევს. ტკივილი, შიში, განსაცდელი – ყველა ადამიანის ხვედრია, თუმცა მხოლოდ ზოგს შეუძლია ტკივილით საღ აზრამდე მივიდეს, შიშით გამბედაობა გამოიმუშაოს, ხოლო ტანჯვით გაძლიერდეს. ასეთი ადამიანები არიან, ვისაც მედეგობა (resilience) ახასიათებთ.

ფსიქოლოგები მედეგობის ტერმინს განსაზღვრავენ, როგორც გამოწვევების მიღებისა და კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების უნარს. მედეგობა, ეს არის რესურსი – მოქნილობა, ფიზიკური და სულიერი ძალების სწრაფად აღდგენის უნარი. ატრეპრენერული მედეგობა მოიაზრებს ხასიათის შტრიხების ნაკრებს, რომელშიც შედის მოქნილობა, მოტივაცია, მოთმინება, ოპტიმიზმი, თვითეფექტურობა, რომელსაც ერთობლივად შეგვიძლია ვუწოდოთ ანტრეპრენერის ემოციური ინტელექტი. სწორედ მედეგობაა ის თვისება, რომელსაც ყველა ინვესტორი ეძებს ანტრეპრენერში.

დღევანდელი "ჟამიანობისას", მედეგობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ბევრი საქმიანობა განსაცდელის წინაშეა, დაბრკოლებები გარდაუვალია. სასიხარულოა, რომ მედეგობის განვითარება შესაძლებელია, თუმცა ამას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

მედეგობის უნარის განვითარებას ხელს შეუწყობს შემდეგი 4 აქტივობა:

1. დაბრკოლებების დაფიქსირება. შეადგინეთ დოკუმენტი, სადაც ჩამოწერთ წინაღობებს, გამოწვევებს და შეცდომებს. მაგალითისთვის, გაგიზიარებთ ჩემს ჩანაწერს, რომელიც ვეგანური კაფე "ნამუს" საქმიანობას ეხება:

დაბრკოლება

სფერო

შედეგი

გაკვეთილი

წვენსაწურის მწყობრიდან გამოსვლა

დანადგარები

პროდუქტის დეფიციტი

სათადარიგო დანადგარის ფლობა

თანამშრომლების დანაკლისი ზაფხულის პერიოდში

თანამშრომლები

გადაღლილი თანამშრომლები

თანამშრომელთა რეზერვის შექმნა

ღონისძიების შესახებ ინფორმაციის არამიზნობრივი გავრცელება

მარკეტინგი

ღონისძიებაზე დასწრების დაბალი მაჩვენებელი

სამიზნე ჯგუფების ზუსტი ჩამოყალიბება, რეკლამისთვის ბიუჯეტის გამოყოფა

2. მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტილებაზე ფოკუსირება. გადაწყვეტილებების მიღება რესურსს მოითხოვს, რომელიც ლიმიტირებულია. ერთხელ პრეზიდენტ ობამას ჰკითხეს, რატომ ეცვა მუდამ თეთრი პერანგი, რაზეც მან უპასუხა, რომ ყოველდღე იმდენი რამ ჰქონდა გადასაწყვეტი, დილით ენერგიას იმაზე ფიქრისთვის, თუ რა ფერის პერანგი ჩაეცვა, ვერ დახარჯავდა, ამიტომ არჩია ჰქონოდა ბევრი ერთნაირი, თეთრი პერანგი. მედეგობის გასაუმჯობესებლად, საჭიროა მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობის შემცირება, ყველაზე მნიშვნელოვანზე ფოკუსირება. თუ რამდენიმე პრობლემის წინაშე დგახართ, აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუთმეთ სრული ყურადღება. ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ დილის რიტუალის ჩამოყალიბება, რომლის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს დღის დაგეგმვა და პრიორიტეტების დალაგება.

3. მიზანზე ფიქრი. რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მიზნის გახსენება და მასზე კონცენტრირება დაბრკოლებებთან გამკლავებას ამარტივებს. ხშირად გაიხსენეთ ის გრძელვადიანი მიზანი, რისთვისაც ყოველდღე იხარჯებით.

4. რესურსის რეზერვის გამოყენება. მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ წინ გზა აღარ არის, შეჩერდით და ფოკუსირდით უკვე გაკეთებულზე. მოიკრიბეთ ძალღონე და მიიღეთ გადაწყვეტილებები პრობლემების მოსაგვარებლად. მე ამაში მედიტაცია მეხმარება.

დაბრკოლებების დაფიქსირებით, ყოველდღიურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირებით, მიზნის მუდმივად შეხსენებით, იპოვით ძალისხმევას, მედეგობას, რომელიც არც კი იცოდით, რომ გქონდათ.

დაფიქრდით, რა გაგიკეთებიათ ბოლო პერიოდში მედეგობის განვითარებისთვის?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი