You can be on Entrepreneur’s cover!

Intrro - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Intrro სწრაფად მზარდ კომპანიებს კვალიფიციურ კადრებთან აკავშირებს. სტარტაპი მიზნად ახალი თაობის რეკრუიტული პლატფორმის დაფუძნებას ისახავდა, რომელიც დასაქმებულთა რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა. მექანიზმს დასასაქმებელი პირის მონაცემები ვაკანტურ პოზიციებთან ავტომატურად თანხვედრაში მოჰყავს.
Intrro-ს მისია ტალანტების მოძიებაში რევოლუციური მიდგომების დანერგვა და დაინტერესებული მხარეებისთვის საინტერესო თანამშრომლობის წამოწყებაა.
შერჩეული კანდიდატები პერსონალიზებულ შეტყობინებას კომპანიებისგან მალევე იღებენ, ორმხრივი დაინტერესების შემთხვევაში კი დამსაქმებელთან პირდაპირი კონტაქტი მყარდება.
სტარტაპი კადრების მომძიებელს საშუალებას აძლევს, გადახედოს საკუთარ თანამშრომელთა კონტაქტებს, მათ შესაძლებლობებს და გამოითხოვოს მისთვის საინტერესო მეტი დეტალი. ამგვარად რეკრუიტერი ნაკლებ დროს ხარჯავს უსაფუძვლო ძიებისთვის და შეხება აქვს უშუალოდ სამიზნე სეგმენტთან. Intrro-ს მონაცემთა ბაზა საინტერესო კანდიდატებს კომპანიებს თავადაც ავტომატურ რეჟიმში წარუდგენს.
Intrro-ს დამფუძნებლებს სჯერათ, რომ კომპანიებისთვის ექსტრაორდინარული ადამიანების პოვნა უკვე არსებულ თანამშრომელთა სიის, მათი კონტაქტების გადახედვით რეალურია. მათ მიერ გაწეული რეკომენდაციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა კადრების დაქირავების პრაქტიკაში.
Intrro-მ ასევე გადაწყვიტა, სოციალური მედიის მონაცემები გამოეყენებინა კომპანიის გუნდის იდენტიფიცირებისთვის, გამოეყო ადამიანები, რომლებიც კონკრეტული პოზიციისთვის შესაფერისი იქნებოდნენ.
ახლა, როცა მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიის წინაშე დგას და კადრის აყვანის გადაწყვეტილების მიღება ისე ხდება, რომ პერსონალური შეხვედრა ვერ ხერხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგად ნაცნობი, სანდო წყაროს მიერ გაწეული რეკომენდაციები.
Intrro-ს დამფუძნებლებს სწამთ, რომ 5 წელიწადში ისინი ნომერ პირველი რეკრუიტული პლატფორმის ავტორები გახდებიან, სადაც ნებისმიერი კომპანიის სრული პოტენციალი ღირებული კანდიდატების წინაშე წარდგება.