ტიკტოკის ღირებულება ბიზნეს სექტორისთვის და ბილაინის კიდევ ერთი ექსპერიმენტი

ტიკტოკის ღირებულება ბიზნეს სექტორისთვის და ბილაინის კიდევ ერთი ექსპერიმენტი
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედია ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო არხად ჩამოყალიბდა. უკვე კარგად ნაცნობი პლატფორმების ფონზე, შედარებით ახალი, სრულიად განსხვავებული სოციალური ქსელი - ტიკტოკი გამოჩნდა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ბიზნეს სექტორის ნაწილისთვის საკომუნიკაციო არხადაც იქცა. მსოფლიო ტრენდს არც ბილაინი ჩამორჩა და კრეატიულ სააგენტო რედბერისთან თანამშრომლობით ტიკტოკზე ბიზნეს პროფაილით წარდგა.

ბილაინი ტიკტოკ სამყაროში ჯერ ისევ ახალბედაა და დროთა განმავლობაში უკეთ გამოჩნდება რა შედეგს იძლევა მისი კონტენტი. ამ ეტაპზე არსებული გამოხმაურებებით, კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატფორმის მომხმარებელმა დადებითად მიიღო კომპანიის გამოჩენა.

 „ინოვაცია, იქნება ეს პროდუქტების განვითარებაში, თუ კომუნიკაციაში,  ბილაინის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენად, ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვცილობთ მათ ავანგარდში მოვექცეთ. ტიკტოკი, რომლის მომხარებელის რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება  სხვა სოციალური ქსელებისგან პრინციპულად განსხვავებული პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით კარგად პასუხობს ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებს თვითგამოხატვისთვის. ბილაინისთვის კი ახალგაზრდა მომხმარებელი, მთავარი სამიზნე სეგმენტია. ტიკტოკის საკომუნიკაციო არხად გამოყენება ერთის მხრივ დიდი გამოწვევაა, რადგან ბიზნესის პროფაილების პრაქტიკა და გამოცდილება ჯერ მცირეა. გადავწყვიტეთ, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და ტიკტოკის აუდიტორიასთან ამ პლატფორმისთვის შესაბამის ენაზე გვესაუბრა. ბილაინის გუნდში ვფიქრობთ რომ ექპერიმენტები საჭიროა იმისთვის, რომ ყოველთვის ახლოს იყო მომხმარებელთან და მის საჭიროებებთან.“ - აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნინი რეხვიაშვილი

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ტიკტოკი, როგორც ციფრული პლატფორმა, ახალი  შესაძლებლობებია - კომუნიკაციის ტრენდული ფორმით, განსხვავებულ ვირტუალურ სივრცეში აუდიტორიას შესთავაზო პლატფორმაზე მორგებული კონტენტი.

„ტიკტოკი თავისი ხასიათით და საკომუნიკაციო ენით ძალიან განსხვავდება სხვა არხებისგან და მიგანიშნებს, რომ Facebook-ის, Instagram-ის ან სხვა სოციალური ქსელების „Tone of voice” აქ არ გამოგადგება, შესაბამისად ჩვენც სპეციალურად მისთის ვქმნით კონტენტს, რომელიც სახალისო, საინტერესო და აუცილებლად ტიკტოკური უნდა იყოს. ტიკტოკზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა და საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ფიქრს საჭიროებს. ჩვენნაირი ბრენდისგან მომხმარებელს ყოველთვის სჭირდება სიახლე და თუ მათთვისაც საინტერესო იქნება, ე.ი. სწორი გზით მივდივართ. ვფიქრობ, ჩვენთვისაც დამატებითი ღირებულებას შეიძენს ეს პლატფორმა და დაგვეხმარება უფრო კარგად მივხვდეთ რა უნდა და რა მოსწონს მომხმარებელს. ტიკტოკზე მომხმარებლის ხმა სულ სხვანაირად ისმის.“- ამატებს ნინი რეხვიაშვილი.

სხვებისგან სრულიად განსხვავებულ სოცილური ქსელზე მორგებული კონტენტის წარმოება, კრეატიული სააგენტოსთვისაც საინტერესო გამოცდილება და ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა.

„ტიკტოკი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელსაც ასე ვთქვათ, სხვა ყველა სოციალური ქსელისგან განსხვავებული ენა აქვს. ბრენდებისთვის სწორედ ისაა საინტერესო, რომ ტიკტოკზე წარმატების მისაღწევად, მათ უნდა აკეთონ არა რეკლამა, არამედ უბრალოდ სახალისო და საინტერესო კონტენტი, მოკლედ რომ ვთქვათ, მომხმარებელს ტიკტოკისვე ენაზე ესაუბრონ.“ - აღნიშნავს “რედბერის” უფროსი ქონთენთ მენეჯერი - ირინა ბერიაშვილი.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ბილაინის შემთხვევაში ტიკტოკების კეთების მთავარი გამოწვევა ხელშესახები პროდუქტის არარსებობა აღმჩნდა, თუმცა ამ “პრობლემამ” გუნდი საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტამდე მიიყვანა, რომ ბილაინის აქციების, შეთავაზებების და პაკეტების განთავსება ტიკტოკებში ერთის მხრივ ხელოვნური, მეორეს მხრივ კი სწორედ ამიტომ, სახალისო გზით მოეხდინათ. ამის გარდა, წარმატებით განხორციელდა „ასწორებს“ პლატფორმის ინტეგრირება და შეიძლება ითქვას, რომ ბილაინი უკვე ტიკტოკზეც ასწორებს.

Latest on Entrepreneur