თიბისი კონცეპტი - ცხოვრების გასამარტივებლად

განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება!
თიბისი კონცეპტი - ცხოვრების გასამარტივებლად
ფოტო: TBC

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მუდმივი განვითარებისა და განახლების პროცესში მყოფი თიბისი ამჯერად თიბისი კონცეპტს − განახლებულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას გვთავაზობს. თიბისი კონცეპტი ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს აქ, ახლა შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები აირჩიოს.

თიბისი ყოველთვის საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს ერგება და განვითარების გეზსაც სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავს. კომპანიის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას აერთიანებს. ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, საკუთარი თავისა და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად კი მეტი დრო დაუტოვოს.

თუ რა იყო თიბისი კონცეპტის შექმნის იდეა და როგორ მოხდა კომპანიის პერსონალური საბანკო მომსახურების ტრანსფორმაცია, ამის შესახებ Entrepreneur-ს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის საცალო ბიზნესის დირექტორი ესაუბრა:

„ყველაფერი იმ კულტურიდან იწყება, რომელიც ორგანიზაციაში ღრმადაა გამჯდარი. ყოველდღიური სამუშაოს თანმდევი ცვლილებები და სიახლეებიც ამ კულტურის ბუნებრივი მახასიათებელია. ჩვენი, თიბისის კულტურაში ეს იმდენად გამჯდარია, რომ კომპანიაში ყველა გუნდი და თანამშრომელი ცვლილებებზე, განვითარებაზეა ორიენტირებული, მათ შორის საკუთარ თავშიც. კონცეპტის იდეის დაბადება და მასზე მუშაობაც ძალიან ბუნებრივად მოხდა. ყველაფერს მომხმარებლების საჭიროებებთან მივყავართ. ვფიქრობთ, რომ თიბისი კონცეპტის მთავარი ფორმულა დროის, სიმარტივის, ხარისხისა და თვითგანვითარების ერთობლიობაა. ყველა კარგად ვხედავთ საით მივყავართ გაციფრულების დინამიკას, რა გამოწვევებია დღევანდელ მსოფლიოში და რა გახდა უფრო პრიორიტეტული ადამიანებისთვის?! ცალსახაა, რომ ეს არის დრო. თანამედროვე მსოფლიოს უამრავი გამოწვევა აქვს, თუმცა მომსახურების სფეროს რაც შეეხება, ვფიქრობ, საბანკო სერვისები უკვე ყოფითი რამ გახდა. თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად უამრავ საბანკო ოპერაციას ასრულებს. შესაბამისად, საბანკო სერვისები და პროდუქტები ძალიან მოქნილი და ამავდროულად ხარისხიანი უნდა იყოს. მთავარი ფაქტორი კი ყველა პროცესში დროის დაზოგვა და სიმარტივეა“.

თიბისი კონცეპტზე მუშაობისას მთავარი ინსპირაცია ადამიანი იყო. ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ ისაა, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლის აუცილებელ ატრიბუტს მაღალი შემოსავალი სულაც აღარ წარმოადგენს. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო, გუნდმა მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შეიმუშავა და მათ ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მოდელი − ე.წ. subscription, ანუ გამოწერის მოდელი შესთავაზა. ამ კონცეფციით, მომხმარებლებს არჩევანის საშუალება აქვთ. შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ რა სჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღონ პროდუქტებისა და სერვისების სასურველი ნაკრები.

„კარგად მახსოვს, როგორ იმიჯნებოდა სხვადასხვა სეგმენტი საბანკო ინდუსტრიაში ადრე. დღეს იმდენად ცვალებადია გარემო, რომ ამ მახასიათებელმა უკანა პლანზე გადაიწია. თიბისი კონცეპტის მთავარი ორიენტირი კონკრეტული ადამიანი, მისი მიზნები და სურვილებია. ის მათთვისაა, ვისთვისაც საბანკო სერვისებთან ერთად, თვითგანვითარებაც მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება მხოლოდ ფინანსური პლატფორმა არ არის“, − ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი.

დღევანდელი დინამიკური და დატვირთული პროცესების პარალელურად, თიბისი კონცეპტი საკუთარ მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნების საშუალებას მისცემს. საგანმანათლებლო პლატფორმის − კონცეპტ შეხვედრების ფარგლებშიც, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები კონცეპტის მომხმარებლებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბრალოდ იდეებს იმ თემებზე გაუზიარებენ, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება პროდუქტებს, კონცეპტი საწყის ეტაპზე ორ − ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს აერთიანებს. მომხმარებელი კი სასურველ ნაკრებს საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით აირჩევს.

აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ასევე, ვინც აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარეშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი კი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია. მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით კი მისი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

„ცალსახაა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაციფრულება და პერსონიფიცირება გველის წინ, რაც მომხმარებელს მეტი გამჭვირვალობის, მეტი კონტროლის შეგრძნებას მისცემს. ასევე, იმის განცდას, რომ თავიდან ბოლომდე თავად შეუძლია მართოს საკუთარი დრო და შესაძლებლობები. მომხმარებელი თანამედროვე პროცესებსა და საჭიროებებში უფრო გათვითცნობიერებული ხდება და ეს ყველაფერი საბანკო მომსახურების სფეროს სცდება. ყველა ვხედავთ თანამედროვე კომპანიებში რა პროცესები მიმდინარეობს − Apple, Facebook, Amazon აღარ არიან იქ, საიდანაც დაიწყეს. მათ მომიჯნავე ინდუსტრიებში გადაინაცვლეს, რაც სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ და თანამედროვე ადამიანების ახალმა საჭიროებებმა განაპირობა“, − თორნიკე გოგიჩაიშვილი.

თიბისი კონცეპტი საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურებების ნაკრებებით მზადაა მათთვის, ვინც აფასებს დროს, აქვს თვითგანვითარების დიდი სურვილი და სიახლეებისადმი ღიაობა. ეს თანამედროვე, საქმიანი და ზრდაზე ორიენტირებული ადამიანის მახასიათებელია. ამიტომაც, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ახალ ეტაპზე პერსონიფიცირებულ კონცეფციას და ახალ შესაძლებლობებზე წვდომას გვთავაზობს.

Latest on Entrepreneur