You can be on Entrepreneur’s cover!

ანალიტიკოსობიდან პარტნიორობამდე "სინერჯიში" გაიცანით თამარ ჯაბუა და მარიამ ჟორჟოლიანი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სინერჯი კაპიტალი

საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალი", რომელიც „სინერჯი ჯგუფმა" 2018 წელს შექმნა, განვითარებას აგრძელებს. მისი ახალი პარტნიორები თამარ ჯაბუა და მარიამ ჟორჟოლიანი არიან, რომლებიც „სინერჯი ჯგუფს" 2014 წელს შეუერთდნენ და დღემდე მასთან ერთად აგრძელებენ პროფესიულ ზრდას. მარიამმა და თამარმა კომპანიაში აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად საინტერესო გზა განვლეს. როგორია მათი ხედვა, მიზნები და რას აპირებენ პარტნიორების ამპლუაში – ამის შესახებ ისინი Entrepreneur-ს ესაუბრნენ.

პარტნიორობა

მარიამ ჟორჟოლიანი: „სინერჯი ჯგუფის" პარტნიორობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ფასეულობებისკენ ყოველდღიური, დაჟინებული სწრაფვაა, რომელიც კომპანიას დაარსების დღიდან აქვს და უკვე 20 წელია ღირსეულად იცავს მათ. ჩვენთვის ამოსავალია ადამიანი, კეთილსინდისიერება, მუდმივი განვითარება, საქმეში ბოლომდე დახარჯვა, ერთიანობა და გუნდურობა".

თამარ ჯაბუა: „სინერჯის" პარტნიორობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც პარტნიორებთან, აგრეთვე „სინერჯისთან" დაკავშირებულ ყველა ადამიანთან მიმართებით. ამ როლში უკვე დიდ სურვილთან ერთად ვალდებულებაა, შენზე დაკისრებულ ამოცანას გასცდე და ჩაერთო კომპანიის ზრდისა და განვითარების ამოცანებში".

გზა სინერჯიში"

თამარ ჯაბუა: „სინერჯიში" მუშაობა 2014 წლის ბოლოს დავიწყე და ამ დროიდან მისი გუნდის წევრი უწყვეტად ვარ. შესაბამისად, ჩემი დღევანდელი განვითარების ეტაპი, ჩემი უნარები და კომპეტენციები მთლიანად ამ კომპანიასთანაა დაკავშირებული.

შერჩევის პროცესიდან მომხიბვლელი და განსხვავებულია „სინერჯი". აქ ყოველ ეტაპზე გემატება ჟინი და ცნობისმოყვარეობა, რომ შემდეგი გამოწვევაც დაძლიო და ყველაზე საინტერესოს ნაწილი გახდე".

მარიამ ჟორჟოლიანი: „სინერჯიში" მეც 2014 წელს მოვხვდი. შერჩევის საბოლოო ეტაპზე ე.წ. „დიდ გასაუბრებაზე" უკვე ხვდები, რომ რაღაც გამორჩეულთან და არასტანდარტულთან გაქვს შეხება, რადგან აქ ერთ დიდ მაგიდასთან „სინერჯის" ყველა თანამშრომელთან ერთად ხვდები სტუდენტი – ყოველგვარი გამოცდილების გარეშე და ერთადერთი, რასაც შენგან ითხოვენ, გულწრფელობაა.

ანალიტიკოსობით დავიწყე, თუმცა მალევე, დაახლოებით სამ თვეში მივიღე სტიპენდია და სასწავლებლად ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ წავედი. 2015 წლის შემოდგომაზე კი სხვა ალტერნატივის განხილვის გარეშე, უკვე პროექტის მენეჯერის ამპლუაში დავუბრუნდი კომპანიას.

„სინერჯიში" თითოეულ ახალ თანამშრომელს, უკვე როგორც პოტენციურ პარტნიორს, ისე ვარჩევთ. შესაბამისად, ჩვენს ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა, ამ მნიშვნელოვან სტატუსს და პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი სურვილისა და შრომის დამსახურებით მიაღწიოს".

ახალი გეგმები და მიზნები

მარიამ ჟორჟოლიანი: „სინერჯი კაპიტალი" საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო კაპიტალის ფონდია. შესაბამისად, უამრავი გამოწვევა და სირთულე გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ კაპიტალის ბაზრის სწორად განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩემი პასუხისმგებლობა საკუთარ პორტფელში არსებული კომპანიების ღირებულების ზრდაა. უნდა ჩაიბარო პერსპექტიული, ხარისხიანი პროდუქტის/სერვისის მიმწოდებელი შედარებით პატარა კომპანია და აქციო ის დარგის ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშედ. ძალიან რთული, მაგრამ ყველაზე საინტერესო გამოწვევაა".

თამარ ჯაბუა: „ჩემი უდიდესი სურვილია „სინერჯი" ყოველთვის იყოს თავისი ინვესტორების, პარტნიორი კომპანიების, საკუთარი თანამშრომლებისთვის სანდო და უდიდესი ღირებულების მომტანი კომპანია. „სინერჯიში" ხედვა, მიზნები და გეგმები ერთობლივად, ყველა პარტნიორის ჩართულობით მუშავდება. შესაბამისად, საერთო ხედვიდან გამომდინარე, მიზნების მიღწევისთვის დაუღალავი შრომა ჩემს უმთავრეს გეგმას წარმოადგენს".

ორგანიზაციული კულტურა და ზრუნვა განვითარებაზე

თამარ ჯაბუა: სინერჯიში" განვითარება ყოველდღიური რუტინაა. ის ერთგვარი ვალდებულებაცაა, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციას და რეკომენდაციებს ვუწევთ პარტნიორ მხარეებს. შესაბამისად, მოგვეთხოვება ყოველდღიური ზრუნვა თვითგანვითარებაზე. კომპანიაში თანამშრომლების სწავლება-განვითარების ამოცანა სისტემურად გვაქვს გადაწყვეტილი. შექმნილი გვაქვს მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, პერიოდულად გავდივართ ტრენინგებს. შემუშავებულია ძალიან საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი კულტურა ცოდნის გაზიარებასთან დაკავშირებით. „სინერჯი" არის ორგანიზაცია, რომელიც თავად უფრო მონდომებულია, რომ შენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაზე იმუშავო. ის ყოველთვის ხედავს, აფასებს ზრდას და მეტ მოტივაციას გიჩენს, რომ არასდროს გაჩერდე".

სამომავლო ხედვა

მარიამ ჟორჟოლიანი: „ჩვენთან, სტრატეგიული განვითარების მენეჯერებს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ – კომპანია, რომელიც მათ აბარიათ, საქართველოს კომპანიების ტოპ-ასეულში შეიყვანონ. პარტნიორებს კი, თავის მხრივ, რამდენიმე ასეთი კომპანია და სტრატეგიული მენეჯერი ჰყავთ. ვგეგმავთ, რომ 5 წლის ვადაში სულ ცოტა 10-15 კომპანია გვყავდეს საქართველოს კომპანიების ტოპ-ასეულში".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია