You can be on Entrepreneur’s cover!

FINA 9 წლისაა! წელს კომპანია რამდენიმე ახალ, ინოვაციურ პროექტს აანონსებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FINA

უკვე 9 წელია, რაც კომპანია FINA სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენლებს მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გაფართოვდა FINA-ს გუნდი და საქმიანობის არეალი. აქამდე თუ კომპანია მხოლოდ ბიზნესის ნაწილზე იყო ორიენტირებული, ახლა ცალკეული მომხმარებლის მიმართულებითაც ვითარდება და სხვადასხვა აპლიკაციასა და პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც ბიზნესს მჭიდროდ დააკავშირებს მომხმარებელთან. ეს საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ბიზნესის ნაწილს, ასევე თავად მომხმარებლებს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია Elco (https://www.facebook.com/elcoapp/). სულ მალე, ეს იქნება უნიკალური სივრცე, რომლის მეშვეობით კომპანიის წარმომადგენლებისთვის ონლაინვაჭრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება. ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ყიდის პროდუქტსა თუ სერვისს, FINA სთავაზობს მზა პლატფორმას, სადაც ძალიან მარტივად შეძლებენ გასაყიდი პროდუქციისა თუ სერვისის განთავსებას, მომხმარებლებს კი წვდომა ექნებათ ასობით სხვადასხვა კატეგორიის მომწოდებელთან, ერთ სივრცეში შეძლებენ შეარჩიონ როგორც სამოსი, ასევე საკვები, ამავდროულად, დააგროვონ ქულები, მიიღონ კომპანიების მხრიდან სპეციალურად მათზე მორგებული შეთავაზებები, ერთდროულად დაზოგონ დრო და მიიღონ მეტი სარგებელი.

FINA-ს კიდევ ერთი პროდუქტია Miomedica (https://miomedica.ge/), რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკები და ესთეტიკის ცენტრები უკვე წარმატებით იყენებენ. უფრო კონკრეტულად, ეს არის სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად დაჯავშნონ ვიზიტი, პროცედურა, ბიზნესის მხარეს კი, საშუალება აქვს პროგრამის მეშვეობით აკონტროლონ ჯავშნები, საჭიროების შემთხვევაში მართონ რიგები, რაც მათ ვიზიტორების დისტანცირებაში დაეხმარებათ; პროცედურაზე ჩაწერილ მომხმარებელთან გააგზავნონ შეხსენების SMS, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მომსახურებისას, რომელიც ზუსტ პერიოდში მოითხოვს განმეორებით ვიზიტს. ეს ბიზნესისთვის ყველაზე საინტერესოა, ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნონ გაყიდვების დინამიკას, მომხმარებლების ქცევას და შესაბამისად, დაგეგმონ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები თუ განსაკუთრებული შეთავაზებები.

FINA-ს კიდევ ერთი უნიკალური პროექტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია, უკონტაქტო კომერციის ტექნოლოგიაზე დაყრდნობილი სისტემაა. აღნიშნული პროექტი ვაჭრობისა და კვების ობიექტებს საშუალებას მისცემს პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე განახორციელონ. უკონტაქტო კომერციის ახალი ტექნოლოგია სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფისა და სპეციალურად შექმნილი ავტომატიზებული დანადგარის კომბინაციას წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტის დახმარებით, მომხმარებელს არ მოუწევს რიგში დგომა, არ აქვს შეხება მოლარესთან, ასევე ნაღდ ფულსა და საბანკო ბარათების ტერმინალთან. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მომხმარებელი უკვეთავს პროდუქციას მობილური აპლიკაციის მეშვეობით, შეკვეთა აესახება სავაჭრო ობიექტს, ობიექტი ამზადებს შეკვეთას; როდესაც მომხმარებელი მიდის ობიექტზე, მაღაზიის წარმომადგენელი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მომხმარებელი ადგილზეა. ამის შემდეგ, ოპერატორი შეკვეთას ათავსებს სპეციალურ ყუთში, რომლის გახსნა მხოლოდ მომხმარებელს შეუძლია. აღნიშნული ყუთი მონტაჟდება მაღაზიის გარე ფასადთან.

კომპანია ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით 2020 წელს საკმაოდ ნაყოფიერად აფასებს. გუნდმა მოახერხა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტზე წარმატებით ემუშავა. ამ დრომდე FINA მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა, როგორც ადგილობრივი კომპანია, წელს კი კომპანიის წარმომადგენლობა უკვე აზერბაიჯანში, უკრაინასა და უზბეკეთშია.

დეტალურად, FINA-ს საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.fina.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი