პროდუქტის მარკეტინგის 5 სტრატეგია, რომელიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს მოძებნეთ ბალანსი, თუ როდის უნდა მიენდოთ მონაცემებს და როდის გარისკოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როდესაც პროდუქტის მარკეტინგულ სტრატეგიაზეა საუბარი, ბრენდისადმი ერთგულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდუალური შესყიდვების გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა, საბოლოოდ მაინც პროდუქტები ქმნის საერთო შთაბეჭდილებას. ბრენდის მარკეტინგი მნიშვნელოვანი კომპონენტია თქვენი ბრენდის პრესტიჟის ამაღლებაში და ზოგადად, მის კეთილგანწყობით მიღებაში, მაგრამ მომხმარებელს სურს საერთო სურათის ნაწილი იყოს და იგრძნოს, რომ რეკლამა ისევე მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც ბრენდისთვის. პროდუქტის მარკეტინგი მომხმარებლის ჩართვას განაპირობებს და იმ პროდუქტსა და მომსახურებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მათთვის სასარგებლო იქნება. თქვენი ბრენდი ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც მომხმარებლები, რომლებიც მტკიცედ არიან იმასთან დაკავშირებულნი, რასაც თქვენ სთავაზობთ. ქვემოთ ხუთ სტრატეგიას გაეცნობით, რომელიც თქვენი პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ახალი პროდუქტები არსებულ მონაცემებთან ერთად გამოიკვლიეთ

შესაძლოა, თქვენი ბრენდის გაშვება ისეთივე ღირსშესანიშნავი მოვლენა იყოს, როგორც პირად მიღწევაზე განაცხადის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ვერ აღწევს მოსალოდნელ მიზნებს. თქვენ საკუთარი თავისა და კომპანიის ხსნა შეგიძლიათ, მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე უკვე არსებული მონაცემების გამოყენებით, რომ არავის გაუცრუოთ იმედი. კერძოდ, შესათავაზებელი პროდუქტებისა და ფუნქციების გაუმჯობესება. არსებული მონაცემები ინფორმაციას მოგაწვდით მსყიდველობით ჩვევებსა და იმაზეც, თუ რას ნახულობენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები, რომელ ღილაკზე აწკაპუნებენ და რომელ ელექტრონულ წერილებს ხსნიან. ამ მონაცემებმა უნდა გიკარნახოთ, თუ რა სახის პროდუქტები და ფუნქციები უნდა შექმნათ, რომლებიც გამოხმაურებას გამოიწვევს და ამ შემთხვევაში, პროდუქტის წარმატებული გაშვება გარანტირებული იქნება.

გაზარდეთ მოთხოვნა არსებულ კლიენტებს შორის

განმეორებითი გარიგებების სათანადოდ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანები დიდი ალბათობით გადავლენ მოქმედებაზე და პროდუქტს შეიძენენ, თუ მას ვინმე სხვა, მათი ნაცნობი იყენებს და გარდა ამისა, განმეორებითი მომხმარებლების მოზიდვა გაცილებით მარტივი იქნება თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტისთვის. Harvard Business Review-ს მონაცემებით, მარკეტოლოგები 5-დან 25-მდე ნაკლებს ხარჯავენ შესყიდვების უზრუნველსაყოფად მუდმივ კლიენტებთან, ახლებთან შედარებით. მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზება მათი ხანგრძლივი დროით შენარჩუნების ერთ-ერთი გასაღებია. მეორე სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ერთგულების სანაცვლოდ, მათ სოციალური აქციები და წინადადებები შესთავაზოთ.

უთვალთვალეთ თქვენს კონკურენტებს

უკიდურესად მნიშვნელოვანია უმთავრესად საკუთარ მომხმარებელზე ყურადღების გამახვილება, რომ უპირატესობის შენარჩუნება შეძლოთ და თქვენი მომხმარებლის რადარზე დარჩეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები და როგორ მუშაობენ.

ამის გაკეთება არც ისე რთულია − უბრალოდ, ყურადღების მიქცევაა საჭირო სოციალურ ქსელებში მათ აქტივობებზე, თუ რამდენ მოწონებას იღებენ ისინი და რომელ სტრატეგიებს იყენებენ. Google AdWords-ის მეშვეობით დაადგენთ, თუ რა ხდება დაწკაპუნების შემდეგ. ეს შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმაროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განაახლოთ საკუთარი სტრატეგიები.

უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეაფასოთ, საკმაოდ დიდია, და სრულ სურათს მოგცემთ იმისა, თუ რა სახის მოქმედებები უნდა განახორციელოთ უფსკრულის შესამცირებლად თქვენსა და თქვენს კონკურენტებს შორის.

გააუმჯობესეთ არსებული სიები

თქვენი ჩამონათვალი მხოლოდ ინფორმაციას კი არ იძლევა პროდუქტის შესახებ, არამედ კარგი ჩამონათვალი თქვენს მომხმარებელს იმის დადგენის საშუალებას აძლევს, რატომ სჭირდება მას ესა თუ ის პროდუქტი. გადახედეთ პროდუქტების ჩამონათვალს, და ხაზი გაუსვით, თუ რამდენად მოსახერხებელია, რამდენად ზოგავს დროს, რამდენად საიმედოა და რამდენად მარტივია მისი გამოყენება. გარდა ამისა, სიაში მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვების ჩართვაც შეგიძლიათ, რომლებიც გარანტიას ქმნის, რომ მათ ისინი შეამჩნევენ, ვინც დიდი ალბათობით გააკეთებს შენაძენს − ადამიანები, რომლებიც მას ეძებენ და მზად არიან შესაძენად. საკვანძო სიტყვებს, ამასთან ერთად, ტრაფიკის მოზიდვაც შეუძლიათ მათგან, ვინც უბრალოდ ათვალიერებს ვებგვერდებს პროდუქტზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მოლოდინში. ხოლო მიმზიდველსა და შთამბეჭდავ ჩამონათვალს შეუძლია მოთხოვნა შენაძენად აქციოს.

გაბედეთ დიდ რისკზე წასვლა

ნამდვილად ღირს ბალანსის მოძებნა, თუ როდის უნდა მიენდოთ მონაცემებს და როდის უნდა გარისკოთ. თუ კარგად ხართ გათვითცნობიერებული რისკში, შეგიძლიათ დროდადრო გარისკოთ კიდეც. განსაკუთრებით, თუ თქვენი ინტუიციაზე დამყარებული სვლა შეესაბამება იმას, რაზეც თქვენი კლიენტები რეაგირებენ. წარუმატებლობები წარსულში, როგორიცაა, პროდუქტის უღიმღამო გაშვება, შესაძლოა მნიშვნელოვანი მიმანიშნებელი იყოს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი მომავალი მცდელობები. „ყველაზე დიდი რისკია, საერთოდ არ გარისკოთ. სამყაროში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, ერთადერთი სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად წარუმატებელი იქნება, არ გარისკოთ", – ამბობს თვით მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი.

თუ თქვენი პროდუქტის ჩამონათვალი არ გამოიწვევს მოსალოდნელ გამოხმაურებას, თქვენი სიის დახვეწის საკმაოდ ბევრი საშუალება არსებობს. ბრენდინგში ზოგადი სურათი იგულისხმება. მოვლენებს დააჩქარებს იმ კონკრეტული პროდუქტის შეთავაზება, რომლებსაც ისინი აფასებენ.

მონაცემების მუდმივად განახლება აუცილებელია, მაგრამ იმ მონაცემების გამოყენება, რომლებიც უკვე გაქვთ, მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება თქვენი პროდუქტებისა და ფუნქციების დასამუშავებლად, მათ გასაუმჯობესებლად.

არსებული მომხმარებლების წარმატებით გამოყენება განმეორებითი ბიზნესისთვის ეფექტური საშუალებაა, განსაკუთრებით, თუ თქვენც ხელს უწყობთ მათ, რომ საკუთარი პროდუქტი სხვასაც წარუდგინონ.

კონკურენტებზე ინფორმაციის შეგროვებამ სოციალურ ქსელებში და AdWords-ის გამოყენებამ შესაძლოა მოგანიშნოთ, თუ როგორ უნდა განაახლოთ თქვენი წინადადებები და გაამდიდროთ მარკეტინგული სტრატეგიები. თქვენი განაცხადების ფორმულირება შესაძლოა მშრალი და შეუმჩნეველი იყოს ან მყიდველი შეაგულიანოს, რომ დაუყოვნებლივ შეიძინოს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება.

გარდა ამისა, საკვანძო სიტყვების გამოყენებას ავტომატურად შეუძლია პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა თქვენს ჩამონათვალში.

დაბოლოს − ნუ შეგეშინდებათ, ინტუიციას მიენდეთ და გააზრებულად გარისკეთ, როდესაც გრძნობთ, რომ სრულიად ნათელი წარმოდგენა გაქვთ იმაზე, თუ რა უნდა თქვენს მომხმარებელს.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი