You can be on Entrepreneur’s cover!

CENN ხელს უწყობს კავკასიაში მდგრადი ტურიზმის განვითარებას ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე ზრდა - პროექტები, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიების წახალისებით, ტურიზმში მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებენ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Emily Lush

ტურიზმის ინდუსტრიას ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ განაცხადის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა რომ არ შეიძლება, COVID-19-ის გავრცელებამაც დაადასტურა. პანდემიის გამო დაწყებულმა შეზღუდვებმა მრავალ სამუშაო პლატფორმას ფორმატი შეუცვალა, ადამიანებს აიძულა, გამოცდილება დისტანციური რეალობისთვის მოერგოთ. ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ციფრული ტურიზმი და ამ სფეროში ტექნოლოგიური განვითარება სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ტურიზმისადმი ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ეკონომიკურ სექტორში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, საკუთარი თავის პოპულარიზაცია მოახდინონ გლობალურ ბაზარზე, ვიზიტორებისათვის კი ტურისტულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს, მომავალი მოგზაურობის დაგეგმვას კი უფრო მარტივს ხდის.

სტატიაში, რომელიც ეხება საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარებისათვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას, მოგიყვებით CENN - ის ორ პროექტზე: "ციფრული კავკასია" და "სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)", რომლებიც ამ სექტორში ადამიანების დასაქმებასა და არსებული მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებენ.

ციფრული კავკასია

პროექტი ციფრული კავკასია , რომელიც USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს კავკასიის ტურიზმის სექტორის ეკონომიკურ ზრდას, მის ციფრული ტრანსფორმაციას და რეგიონალური პარტნიორობისა და ახალი ალიანსების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის განხორციელება ოფიციალურად პირველ ივლისს დაიწყო, რომლის დასრულებაც 2021 წლის სექტემბრისთვის იგეგმება. იდეა პანდემიის ტალღაზე წარმოიშვა, როდესაც კავკასიის რეგიონი ისე, როგორც მთელი დარჩენილი სამყარო, ტურისტული ინდუსტრიის გადარჩენისათვის იბრძოდა. პროექტის მიერ კავკასიის ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგიონში სოფლად, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის განვითარების საუკეთესო გზა იპოვოს. აღნიშნული პროექტი ციფრულ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს და მისი მიზანი მდგრადი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაა.

პროექტი საქართველოში აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და კახეთის რეგიონებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანზეც არის ორიენტირებული. კავკასიის რეგიონის ერთიანი ბრენდინგის გაუმჯობესებისა და რეგიონის, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირების მიზნით, პროექტის ფარგლებში ციფრული პორტალი შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს კავკასიის ქვეყნების, როგორც ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ციფრულ სამყაროში. ამასთანავე, პროექტი მხარს უჭერს 250-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, გააუმჯობესოს მათი საქმიანობა და გაზარდოს მათი გაყიდვები.

გარდა ამისა, პროექტს წვლილი შეაქვს გენდერულ ინტეგრაციაში და ქალების მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდაში.

ბლოგერის შეხედულებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე

ბლოგერი ემილი ლუში საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალის შესახებ თავის შეხედულებებსა და უნიკაულრ გამოცდილებებს გვიზიარებს. „მე 2017 წლიდან ვმოგზაურობ საქართველოში, და როგორც ბლოგერი, ყოველთვის ვცდილობ ახალი ისტორიების მოძიებას, ტურისტული ბილიკებისგან მოშორებულ ადგილებში დავდივარ, ჩემს ვებ გვერდზე Wander-Lush.org, მთავარი ყურადღება პასუხისმგებლიან ტურიზმსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზეა გამახვილებული. ამიტომ, ჩემს თავგადასავლებს ხშირად მივყავარ შორეულ, სოფლად მდებარე ადგილებში".

„საქართველოს ტურისტული ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ. ყველა მიღწეული წარმატების მიუხედავად, მაინც ვხედავ თუ რამდენად დიდი გამოუყენებელი პოტენციალია აქ" . „ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვიანი კრიზისის შემდეგ, მომავალში, მოგზაურები, გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების ძიებას დაიწყებენ. საქართველოს ეკოტურიზმის პოტენციალში ინვესტირებისთვის უკეთესი დრო არასოდეს ყოფილა", – ამბობს იგი და დასძენს, რომ „არსებობს სამი რეგიონი – კახეთი, სამცხე ჯავახეთი და შიდა ქართლი, სადაც შესაძლოა უახლოეს წლებში ტურიზმის ნამდვილი აყვავება ვიხილოთ".

კახეთი

ემილი აღნიშნავს, რომ ტურისტების უმრავლესობა კახეთს იცნობს, როგორც ქართული ღვინის აკვანს. თუშეთის მთებისა და კახეთის სამხრეთის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის სიურეალისტური პეიზაჟების ერთმანეთთან შედარებისას ნათელი ხდება, რომ კახეთს თავისი ვენახების გარდა, გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია ტურისტებისთვის.

„კახეთში მრავალფეროვანი კლიმატი და ლანდშაფტია. გარდა ამისა, კახეთი უზომოდ მრავალფეროვანია კულტურული თვალსაზრისითაც", – ამბობს იგი. „მე დიდი დრო მაქვს გატარებული პანკისის ხეობაში, ქისტების, ჩეჩნების სამზარეულოს ვსწავლობდი და სუფიურ რიტუალებს. აგროტურიზმი უკვე კარგად არის ფეხმოკიდებული ხეობაში და პანკისი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ტურიზმის გამოყენება სოციალური ცვლილებების განსახორციელებლად".

ემილი ამბობს, რომ უზარმაზარ პოტენციალს ხედავს საოჯახო და საზოგადოებრივი პროექტების განვითარებისთვის კახეთის რეგიონში და სხვაგანაც.

"ვიდრე არსებობენ ოჯახები, რომელთაც სურთ თავიანთი გულები და სახლები გაუღონ მოგზაურებს, თავიანთი ტრადიციები გაუზიარონ და თავიანთი მემკვიდრეობით იამაყონ, კულტურული მრავალფეროვნება ყოველთვის იქნება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარე".

სამცხე-ჯავახეთი

ემილი გვიამბობს, რომ მას პირველად სამხრეთ საქართველოს მონახულება სურდა იმ ისტორიის გამო, რაც სამცხე ჯავახეთის ციხე სიმაგრეებსა და კლდეებში გამოკვეთილ ქალაქებთან არის დაკავშირებული. „წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ როგორი ლამაზი იყოს საქართველოს ეს მხარე, ზაფხულში ერთმანეთს მოლივლივე ტბები ენაცვლებიან. ფარავნის, ტაბაწყურისა და ბუღდაშენის აღკვეთილეის, ამ მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებით საფეხმავლო ბილიკებისა და სოფლის საოჯახო სასტუმროების ქსელის შექმნა შეიძლება", – ვარაუდობს იგი. „ვულკანური პეიზაჟები, ველური ბუნება და ფრინველების სიმრავლე - ეს ყველაფერი ქვეყნისთვის უზარმაზარი სიმდიდრეა".

„მე ყოველთვის სიამოვნებით დავდივარ წმინდა ნინოს მონასტერში, ფოკაში, სადაც მონაზვნები ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებენ საკვები და კოსმეტიკური პროდუქტების დასამზადებლად".

შიდა ქართლი

„ტურისტების უმრავლესობის მსგავსად, გავლით მეც ბევრჯერ მოვხვედრილვარ შიდა ქართლში" , – აღნიშნავს ემილი. „ამ რეგიონში ქალაქებისა და სოფლებისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომ მათ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გასაჩერებელ პუნქტებად დაიმკვიდრონ თავი. უფლისციხე კარგად არის ცნობილი, მაგრამ ხაშურში, სურამსა და რკონშიც არის ისტორიული ღირსშესანიშნაობები".

„ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე საყვარელი სოციალური საწარმო, იკორთის ტიხტული მინანქრის სახელოსნოა, ის შიდა ქართლში მდებარეობს და წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს უჭერს მხარს. აგროტურიზმი შესაძლოა დამატებითი სამუშაო იყოს მათთვის და მასში გაცილებით მეტი ოჯახი ჩაერთოს", – ამბობს იგი.

„მჯერა, რომ თითეულმა მოგზაურმა უნდა გამოძებნოს დრო, ერის ისტორიასა და ახლო წარსულის მოვლენებზე მეტის გასაგებად. შიდა ქართლი ამის უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქიდან. ამასთან ერთად, იმასაც ნათლად უჩვენებს, რომ წარსულმა ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვროს".

SEED პროგრამა საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის

მდგრადი ტურიზმი, მისი სათანადო მართვის შემთხვევაში, ბევრი ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და ინტეგრაციის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე ახალგაზრდების დასაქმების და მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და აუცილებელი უნარების განვითარების მიცემის წინაპირობა გახდება. ამავე დროს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთგაგებას და გენდერული ბარიერების რღვევას, რადგან ტურიზმის სექტორი ქალებს გაცილებით მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს. SEED არის პროგრამა, რომელიც ამ მისიებს ემსახურება.

ევროკავშირის მიერ, პროგრამი EU4Youth ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც საქართველოში CENN ახორციელებს, „სოციალური ამეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს. იგი სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განათლების მიღების შემდეგ მუშაობას შეუდგნენ, საქართველოსა და სომხეთში იმუშაონ, თავიანთ თავში მეწარმეული და ინოვაციური უნარ-ჩვევები განავითარონ.

საქართველოში პროგრამა ორიენტირებულია გორის, ახმეტის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე, მზარეებზე, რომლებსაც ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით სათანადოდ არ აფასებენ. შიდა ქართლს დიდი პოტენციალი აქვს, განავითაროს სოფლის მეურნეობის მრავალი მიმართულება. სამცხე ჯავახეთისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტებები კი, თავიანთი უნიკალური ლანდშაფტური ზონებით, ეკოტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის საოცნებო სამოგზაურო ადგილებია.

SEED პროგრამა აღნიშნული მუნიციპალიტეტების სტიმულირებას და მათი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას შეუწყობს ხელს. ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა თემების დაუცველობა განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: უკიდურესი სიღარიბე, გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, მარგინალიზებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სოციალური კონფლიქტები, მდებარეობა მაღალმთიან და მიუდგომელ ადგილებში, ტრადიციული გენდერული უთანასწორობა და სტერეოტიპები. აღნიშნულ რეგიონებში განსაკუთრებულ გამოწვევას უმუშევრობა წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ ადგილების ტურისტული პოტენციალი რეკრეაციული და აგროსამეწარმეო გამოცდილების მხრივ ძალიან დიდია. დაუსაქმებელ და შესაძლებლობებს მოკლებულ ახალგაზრდობას, რომელიც ამ საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობს, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან იზოლირებისა და კრიმინალისა და ექსტრემიზმის იოლ სამიზნედ ქცევა ემუქრება. ეს სიტუაცია კიდევ უფრო რთულია სოფლად მცხოვრები გოგონებისათვის, რომლებისაც ახალგაზრდა მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად აქვთ წვდომა გადაწყვეტილებების მიღებაზე, დასაქმებაზე, განვითარებასა და მობილობაზე, აგრეთვე არ აქვთ საკუთარი ეკონომიკური უფლებების გამოყენების შესაძლებლობა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ახალგაზრდობა მოქმედებაზე უნდა გადავიდეს, რომ სათანადო სახით შეუწყოს ხელი ამ რეგიონების პოპულარიზაციას და ეკონომიკურ განვითარებას.

SEED პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე რაიონი ახმეტის მუნიციპალიტეტია და კონკრეტულად, პანკისის ხეობა. ტურიზმი პანკისის თვალწარმტაც ხეობაში დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო. ეს ღრმად დამკვიდრებული შეხედულებები და სტერეოტიპები ერთმა საოჯახო სასტუმრომ შეცვალა, რომელიც ახლა ისეა გადავსებული, რომ ოთახის დასაჯავშნად რიგში დგომა მოგიწევთ.

ნაზი დაქიშვილმა თავის ცხოვრებაზე გვიამბო, თუ როგორ გახდა ბიზნეს ლედი პანკისში და გაგვიზიარა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადგილის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმება.

"23 წლისამ გადავწყვიტე უარი მეთქვა იურისტის კარიერაზე თბილისში და მთელი ჩემი ენერგია საოჯახო სასტუმროს გახსნაზე მიმემართა, პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებაზე მეზრუნა და ამ ხეობის რეპუტაცია შემეცვალა.

მასმედიის მიერ გავრცელებულმა სენსაციურმა და არასწორმა ინფორმაციამ პანკისის ხეობაზე, სტუმართმოყვარე ქისტი საზოგადოების იმიჯი შელახა, გარანტია შექმნა, რომ ტურისტები იქ მოგზაურობას არასოდეს მოისურვებდნენ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურებს ამ რეგიონში გამგზავრებისგან საერთოდ თავის შეკავებას ურჩევდნენ."

"აქ გადმოსვლამ მთელი ცხოვრება შემიცვალა. ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ჩემს ოჯახს რაიმე შემოსავალი ჰქონოდა და ჩემი წვლილი შემეტანა ქისტური თემის, პანკისის ხეობის და ქართული საზოგადოების პოზიტიურ განვითარებაში".

„ხეობაში უმუშევრობის დონე 90 %-ს აღწევდა და დასაქმების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა, ცხოვრება ნამდვილი ბრძოლა იყო როგორც ახალგაზრდების, ისე ხანდაზმულებისთვის, როგორც განათლებულების, ისე დაბალ კვალიფიციური ადამიანებისათვი. ასე რომ, უნდა ვთქვა, რომ დაწყება ძნელი იყო", – ამბობს ნაზი.

„როგორც კი ჩვენი ბიზნესი გაიზარდა, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ და შესაძლებლობა მივეცით გიდებად, მძღოლებად, თარჯიმნებად, დამლაგებლებად, მზარეულებად დასაქმებულიყვნენ და ცხენებით მომსახურებოდნენ ტურისტებს. ჩვენ ადგილობრივი დაუსაქმებელი ახალგაზრდებისა და ზრდასრულების დასაქმება დავიწყეთ. ჩემი გამოცდილება სხვა ქალების დასახმარებლადაც გამოვიყენე, გადამზადება და მხარდაჭერა შევთავაზე, რათა მათაც გაეხსნათ სასტუმროები. დღეს ამ ხეობაში ცხრა საოჯახო სასტუმროა", – ამბობს ნაზი.

"მედიაში ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, ჩვენ უნდა დავინახოთ, დავაფასოთ და გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", – აღნიშნავს ნაზი.

„მდგრადი ტურიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში", – დასძენს იგი. „ჩვენი ბიზნესი 2013 წელს დავიწყეთ Facebook -ით და სხვა მედია პლატფორმებით, რომ ადგილობრივი მოვლენები, კულტურული და საცხენოსნო ტურები, და ადგილობრივი ღირსშესანიშნაოებები გაცილებით ფართო აუდიტორიისთვის გამხდარიყო ცნობილი". ნაზი თავისი საოჯახო სასტუმროს პროფილებსაც მართავს შემდეგ პლატფორმებზე, TripAdvisor.co.uk, Booking.com, Airbnb.com.

ჩვენ ვეკითხებით ბიზნეს ლედის, მისი აზრით, როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობის პოპულარიზაცია და ის გვპასუხობს: „პანკისის ხეობას, ისევე როგორც მთელი კახეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, და ტურიზმის გასავითარებლად და მისი პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორები უნდა გაერთიანდნენ. საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. აუცილებელია, რომ ყოველი საწარმო და ორგანიზაცია, რომელიც ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიაშია ჩართული, მარკეტინგულ მიდგომას დაეუფლოს. მხოლოდ პანკისის ხეობაც კი ადასტურებს, რამდენად მრავალფეროვანია ეთნიკური და კულტურული თვალსაზრისით საქართველო და ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"