📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ნიბა" რძის წარმოებას აფართოვებს აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008" მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. „ნიბა 2008"-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა" თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017" ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის" გამარჯვებული გახდა.

ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს უკვე „ნიბას" სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი. ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში კვლავაც დიდია," - ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს, რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული