You can be on Entrepreneur’s cover!

5 რჩევა ვიდეორგოლების შესაქმნელად, რომლებსაც ყველა შენიშნავს თუ ზოგიერთ ძირითად წესს დაიცავთ, დროთა განმავლობაში ექსპერტი გახდებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

9to5Mac

თქვენს სოციალურ მედიამარკეტინგში ვიდეორგოლების გამოყენება შესაძლოა რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ რამდენიმე ძირითად წესს დაიცავთ, სწრაფად გახდებით ექსპერტი. თუ ვიდეორგოლის შექმნა გსურთ, რომელსაც აქტიურად ნახავს ყველა, და გაყიდვებშიც დაგეხმარებათ, შემდეგი საუკეთესო რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

1. შესაბამისი აპარატურა პირველივე დღიდან იქონიეთ

ადამიანები ხშირად იმართლებენ თავს იმის გამო, რომ ვიდეოინფორმაციას არ იყენებენ. ამის ერთ-ერთი პირველი მიზეზი ის არის, რომ კარგი აპარატურის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. მოდით, ჩვენ დაგეხმარებით ამ საკითხის მოგვარებაში.

დღეს, პრაქტიკულად ყველას, ვინც ბიზნესშია, სმარტფონი აქვს და მისი გამოყენება შეგიძლიათ პირდაპირი ტრანსლაციისთვის, ან ნებისმიერი ადგილიდან ვიდეორგოლის ჩასაწერად. თუ გარკვეულ პირობებს დაიცავთ, ეს ვიდეოკადრები შეიძლება ისეთივე კარგი იყოს, როგორც ყველაფერი სხვა, რასაც სპეციალური ვიდეოკამერის დახმარებით გააკეთებთ. ზუსტად ასე, ლეპტოპების უმეტესობას ჩაშენებული ვებკამერა და აუდიოპორტი აქვს ყურსასმენისა და მიკროფონის მისაერთებლად.

2. გაზარდეთ განათება

ლეპტოპის ან სმარტფონის ყველაზე დიდი ნაკლი ვიდეოს ჩაწერისას ის არის, რომ ცუდი განათების შემთხვევაში ხარისხიანი რგოლის გადაღება შეუძლებელია. თუ აპარატურაში აპირებთ ინვესტირებას ვიდეორგოლის გადასაღებად, თქვენი სიის სათავეში უკეთესი განათება უნდა იყოს. განსაკუთრებით, თუ ოფისში გსურთ ჩაწერა, სადაც მქრქალი განათებაა.

როდესაც ცუდი განათებისას იღებთ ვიდეორგოლს, მიღებული გამოსახულება მუქი და მარცვლოვანი იქნება. და პირიქით − როდესაც კარგი განათებაა, ვიდეორგოლის გამოსახულება მკაფიო იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი აუდიტორია კარგად დაგინახავთ.

ამიტომ გირჩევთ, სინათლის ორი წყარო დაამონტაჟოთ თქვენ წინ, კამერის ორივე მხარეს და კიდევ ერთი, რომელიც თქვენ უკან იქნება ჩრდილების გასაქრობად. თქვენ ნახავთ, რომ განათების რეგულირება შეიძლება ვიდეორგოლის გადაღებისას და მისი მიმართულების შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე საყოფაცხოვრებო სანათურებისა, თუმცა ჩვეულებრივ შეგიძლიათ იმითაც იმუშაოთ, რაც გაქვთ.

განათების შესამოწმებლად, უბრალოდ გახსენით თქვენს კომპიუტერში ვიდეოჩანაწერის პროგრამა, მაგალითად QuickTime, macOS-ისთვის და ნახეთ, როგორი ხარისხისაა თქვენი გადაღებული ვიდეორგოლი. გამოსახულება მარცვლოვანი ხომ არ არის, ჩრდილები ხომ არ აქვს? მეტისმეტად მკვეთრი ხომ არ არის? თუ ასეა, თქვენი განათება შესაბამისად შეცვალეთ და კიდევ ერთხელ ნახეთ, თუ როგორ აისახა ეს ვიდეოს ხარისხზე. თუ საჭიროა, მოკლე ვერსია ჩაწერეთ და მეგობარს გაუგზავნეთ მისი აზრის გასაგებად.

3. თვალებში შეხედე

თვალით კონტაქტი ყველაზე ეფექტიანია თქვენს აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად, ურთიერთობების დამყარება ამით იწყება. ადამიანები, რომლებიც არასდროს უყურებენ კამერას, დიდ რისკზე მიდიან. შესაძლოა აუდიტორიამ იფიქროს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამერას თვალი არ უნდა მოაცილოთ. რაც მეტს უყურებთ კამერას, თითოეულ მაყურებელს უფრო აგრძნობინებთ, რომ მას უყურებთ და მით მეტად ეფექტიანი იქნება თქვენი ვიდეორგოლები.

ასე რომ, ივარჯიშეთ! ჩვევად გადააქციეთ, რომ კამერას უყუროთ, როდესაც საუბრობთ. ისე მოიქეცით, თითქოს ის ადამიანია, რომელთანაც საუბრობთ. თუ დაგეხმარებათ, წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი ძვირფასო მეგობარია, რომელსაც სიამოვნებით ესაუბრებით.

კიდევ ერთი გზა არსებობს: მინიმუმამდე უნდა შეამციროთ ვიდეოეკრანი, რომელსაც უყურებთ. ის რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს და თქვენი მონიტორის ზედა ნაწილში, ცენტრში ჩანდეს, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს თქვენს კამერასთან. ასე თქვენი თვალები არასოდეს იქნება შორს კამერისგან, თუნდაც საკუთარ თავს უყურებდეთ, სხვა სტუმრებს ან კომენტარების მთელ ნაკადს ეკრანზე.

4. შეისვენეთ

ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა, როდესაც საქმე ვიდეოინფორმაციის შექმნას ეხება. არავინ იცის, დაბადებისთანავე, როგორ უნდა გადაიღოს დიდებული ვიდეორგოლები. საათობით პრაქტიკა და გამოცდილებაა საჭირო ამ საქმის დასაუფლებლად და ისე, როგორც ნებისმიერი სხვა უნარის ათვისება, მთელ სიცოცხლეს მოითხოვს.

არ დაივიწყოთ, რომ თქვენი აუდიტორია და მაყურებლები თქვენი გულშემატკივრები არიან! მათ სურთ თქვენგან ისწავლონ, თქვენთან ჰქონდეთ ურთიერთობა და მაშინაც კი აგიტანენ, როდესაც რამდენიმე ფრონტზე იბრძვით.

თუ პირდაპირ ეთერში გამოდიხართ და რაიმე არასწორად თქვით, უბრალოდ გაიცინეთ და გააგრძელეთ. ჩემი და ჩემი თანაავტორების, 360 Marketing Squad-ის ზოგიერთ ვიდეორგოლში, რომელიც ყველაზე ვირუსული გახდა, არის ეპიზოდები, რომლებსაც მე ჩვეულებრივ, ვჭრი. მაგრამ ამ ტიპის ეპიზოდები სინამდვილეში შესანიშნავ მიზანს ემსახურება − აჩვენებს როგორი გულწრფელი ხართ, როგორი ადამიანური, და იმედია იმასაც ასახავს, თუ როგორი იუმორის გრძნობა გაქვთ.

5. დაგეგმეთ საცდელი პერიოდი

დაბოლოს, როდესაც თქვენი ვიდეოს სტრატეგიაზე იღებთ გადაწყვეტილებას, სად გამოაქვეყნებთ საკუთარ ვიდეორგოლებს და რაზე აპირებთ საუბარს, დროც მიუთითეთ, თუ რამდენ ხანს აპირებთ ამის კეთებას, ვიდრე რაიმე რეალური მოსაზრებების განხილვაზე გადახვალთ.

შეიძლება გული გაგიტყდეთ, როდესაც საათებს დახარჯავთ ვიდეორგოლის გადაღებაზე და რედაქტირებაზე, რათა გამოაქვეყნოთ, და ამ დროს, მას არავინ ნახავს. მაგრამ ეს ნუ შეგიშლით ხელს! შემდეგი რგოლი გამოაქვეყნეთ, შემდეგ კიდევ ერთი და ამის შემდეგ, კიდევ ერთი. გააგრძელეთ ამ ინფორმაციის გამოტანა და თქვენი აუდიტორიის მოძიება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კარგია თუ არა ვიდეორგოლები, სანდო მეგობრები და კოლეგები მოძებნეთ, რომლებიც გულწრფელად და პროფესიულად გეტყვიან თავიანთ აზრს, შემდეგ კი ვიდეორგოლების გამოქვეყნება გააგრძელეთ.

აუდიტორიის შესაქმნელად დიდი დროა საჭირო და კიდევ უფრო დიდი − მასზე გამოხმაურებებისა და წინადადებების მისაღებად, მათ გასათვალისწინებლად და ვიდეორგოლების შექმნაში დასაოსტატებლად. მიეცით საკუთარ თავს საკმარისი დრო ამის მისაღწევად და თქვენი წარმატების შესაფასებლად გონივრული მიზნები დაისახეთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა