📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

არავინ იცის, მაგრამ ეს სამი ინდუსტრია უკვე ხელოვნურ ინტელექტზეა დამოკიდებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EnterpriseTalk

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის მოყვარული კომპანიების უმრავლესობა სულაც არ არის ლოჯისტიკის, მარკეტინგის ან ჯანმრთელობის დაცვის სფეროდან. ხელოვნური ინტელექტი დიდად არ არჩევს, რომელი ინდუსტრიები უნდა შეცვალოს ფუნდამენტურად, და ამიტომ უამრავი მათგანი უკვე ავტომატიზაციის რეჟიმში მუშაობს.

თუ ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ფასეულობას გავითვალისწინებთ, არავის გაუკვირდება, რომ ეს ტექნოლოგია ყველგან იკიდებს ფეხს. Statista-ს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის შემოსავალი 2025 წლისთვის $90 მილიარდს მიაღწევს. როდესაც ასეთ თანხებზეა ლაპარაკი, ეს დამანგრეველი ტექნოლოგია სავარაუდოდ, ნებისმიერ ინდუსტრიაზე მოახდენს გავლენას.

ადრე იქნება თუ გვიან ხელოვნური ინტელექტი მთავარი ტექნოლოგია გახდება ყველა ინდუსტრიაში. ამჟამად, ამ სფეროში რამდენიმე ისეთი სექტორია გაჭრილი წინ, რომლებსაც შესაძლოა ვერც კი წარმოიდგენდით:

1. სილამაზის ინდუსტრია და კანის მოვლა

მომხმარებლები ამ სფეროში ვერც ეკოლოგიური საკითხების შესახებ იღებენ ინფორმაციას და ისიც აწუხებთ, რომ ინდივიდუალური მიდგომა არ არსებობს მომხმარებლის მიმართ. ხელოვნური ინტელექტი კი კომპანიებს ორივეს მიღწევაში ეხმარება. მყიდველის მოთხოვნის გათვალისწინებით, ფერები იქნება ეს სტილი თუ კანის სპეციფიკური მახასიათებლები, ხელოვნური ინტელექტი სილამაზის პროდუქტის ზუსტად გამოცნობას შეძლებს.

რაც შეეხება, გარემოს დაცვას, აქ სილამაზის ინდუსტრიის ბრენდები ხელოვნურ ინტელექტს ანდობენ მიწოდების ქსელების მართვას. ხელოვნური ინტელექტი Nu Skin-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მთავარი ელემენტია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ სტარტაპებთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლებიც ტექნოლოგიებს იყენებენ თავიანთი გარემოს ავტომატიზაციისთვის. „ეს პროცესი შესაძლებლობას ქმნის, მომხმარებელისთვის უსაფრთხო, ეფექტური და მიკვლევადი ინგრედიენტებით იქნეს დამზადებული პროდუქტი, და ამავე დროს, წყლისა და მიწის რესურსების მკვეთრი შემცირების ხარჯზე", - განაცხადა Nu Skin-ის პრეზიდენტმა რაიან ნაპიერსკიმ.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

მართალია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ინდუსტრიას ძველი სკოლის რეპუტაცია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანად იყენებს თანამედროვე ინსტრუმენტებს. ეს ინდუსტრია რენტაბელობის შესანარჩუნებლად წერაქვებსა და ბნელ გამოქვაბულებზე მეტად, ენერგიის, მუშების, კაპიტალის და მინერალური რესურსების ფასების კომბინაციაზეა დამოკიდებული. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მაღაროს ოპერატორებს მემაღაროელების რისკის შემცირება, ფასების ცვლილებების პროგნოზი და მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება შეუძლიათ.

ხელოვნური ინტელექტი კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს აწვდის ძიებისთვის. GoldSpot Discoveries, ამ სფეროს კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს აწვდის, იგი აპრილში შეუთანხმდა Gran Colombia-ს, რომ სეგოვიაში საძიებო სამუშაოების დაჩქარებასა და ამავე დროს, პროექტის რისკების შემცირებაში დაეხმარებოდა. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაც გაცილებით მომგებიანი გახადოს და ამავე დროს, სკეპტიკოსებსაც უჩვენოს, რომ ინდუსტრია იმასაც აქცევს ყურადღებას თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე მისი საქმიანობა.

3. მომხმარებელთა მომსახურება

ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი უყვართ სხვა ადამიანებთან დალაპარაკება, მაგრამ ამავე დროს, დიდხანს გაგრძელებას ვერ იტანენ. ეს უბიძგებს კლიენტების მომსახურების დიდ კომპანიებს საკონტაქტო თანამშრომლები ცხელი ხაზის ავტომატიზებული სისტემებით შეცვალონ.

„თუ საკონტაქტო ცენტრის სამუშაოს შეხედავთ, რომელიც აუთსორსინგითაა გადაცემული, მიხვდებით, რომ ეს არც ისე დიდი სამუშაოა, - განაცხადა Helpshift-ის დამფუძნებელმა აბინაშ ტრიპათმა, - მისი ავტომატიზაცია საკმაოდ მარტივია, რის წყალობითაც კომპანიები აუთსორსინის აგენტებზე უარის თქმას შეძლებენ".

ისეთი კომპანიები, როგორიცაა Helpshift, უკვე იყენებენ გადახდების და ჩვეულებრივი საინფორმაციო მოთხოვნების დასამუშავებლად ავტომატიზებულ სისტემებს. როდესაც მომხმარებლები თვითმომსახურებას ავტომატიზებული ასისტენტების დახმარებით შეძლებენ, კომპანიები საკუთარ თავს ადამიანური კაპიტალის გაცილებით რთული ამოცანების შესრულებაზე გადართვის უფლებას მისცემენ, როგორიცაა სახლში გამოძახებები და კლიენტების შენაჩუნება.

ადრე თუ გვიან ხელოვნური ინტელექტი სტანდარტული ინსტრუმენტი გახდება

ხელოვნურ ინტელექტს ბევრის გაკეთება შეუძლია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად - ნებისმიერ კომპანიას დაეხმარება ბიზნესის წარმოების არაეფექტურ მეთოდების შეცვლაში, უჩინარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ახალი ბაზრების მოძიებაში. ყველაზე უკეთესი კი ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს უკუკავშირის დადებითი ციკლების შექმნაც შეუძლიათ. ეს ინსტრუმენტები რაც მეტად გავრცელდება, მით სწრაფად მოხდება მათი გაუმჯობესება. რაც მეტი და მეტი კომპანია ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, მით მეტი მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს ხანში დიდი ინფორმაციის მიღებას.

ადრე იქნება თუ გვიან ხელოვნური ინტელექტი დამანგრეველი კი არა, სტანდარტული ტექნოლოგია გახდება. კომპანიები, რომლებიც ვერ შეძლებენ ავტომატიზებული ინსტრუმენტების გამოყენებას, არსებობას შეწყვეტენ. მზად იყავით: ეს შესაძლებლობა სულ მალე კლიენტის უმთავრესი მოთხოვნა გახდება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი