შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება
შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ
ფოტო: Inc.

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცხოვრება ბევრ განსაცდელს გვიგზავნის, და გზის გასაგრძელებლად, მათ მაგალითზე, სწავლა და ზრდა აუცილებელია. როდესაც Facebook-ის მთავარ საოპერაციო დირექტორს, შერილ სენდბერგს 2015 წელს მეუღლე, დევიდ გოლდბერგი გარდაეცვალა, სრულიად განადგურებულმა შეძლო და თავის დანაკარგზე თვითონ აუწყა სამყაროს. სირთულეებისა და მწუხარების დაძლევით, საკუთარ თავში ძალები გამონახა, და თავის გამოცდილებას ყველას გვიზიარებს.

როგორც ტექნოლოგიური სამყაროს ქალი-ლიდერი, სენდბერგი  ამ ინდუსტრიაშიც ქალების წარმომადგენელია და მის გარეთაც. თავისი წიგნით, „მიიღეთ გამოწვევები: ქალი, სამუშაო და ლიდერობის სურვილი“, და თავისი ორგანიზაციით,  Leanin.org,  სენდბერგს ქალების უფლებების გაფართოვება სურს მთელ მსოფლიოში და მათი დახმარება, რომ უკეთესები პიროვნებები გახდნენ.  ამ ბესტსელერის ავტორის, აქტივისტისა და მოაზროვნე ლიდერისგან ბევრის სწავლა შეიძლება.

გადახედეთ Facebook-ის აღმასრულებლის შთამაგონებელ ციტატებს

პიროვნულ ზრდაზე

 „სწორედ მძიმე დღეები - ის დრო განაპირობებს საბოლოოდ, ვინ ხართ, რომლებიც ისეთი გამოცდის წინაშე გაყენებთ, რომ სულის სიღრმემდე  შეგძრავთ“, -- შერილ სენდბერგი

პრობლემებზე

 „უკვე ვისწავლე, რომ როდესაც სიცარიელესა და პრობლემებს აწყდები, მხოლოდ სიხარული და აზრი უნდა დაინახო“, -- შერილ სენდბერგი

წარმატებაზე

“თქვენზე აზრს მხოლოდ იმის მიხედვით კი არ გამოიტანენ, თუ რის მოღწევა შეძელით,  არამედ იმითაც, როგორ გააგრძელეთ არსებობა“, -- შერილ სენდბერგი

ბედნიერებაზე

“ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება ყოველდღიურად, როდესაც დასაძინებლად მივდივარ, აუცილებლად რაღაც ხალისიანზე ვფიქრობ. თქვენც სცადეთ“, -- შერილ სენდბერგი

მარცხზე

 “როდესაც ცხოვრება ჭაობში გითრევთ, როგორღაც უნდა მოახერხოთ ზედაპირზე ამოსვლა, და ისევ უნდა დაიწყოთ სუნთქვა“, -- შერილ სენდბერგი

ამტანობაზე

 “ადამიანები ამტანობის რაღაც გარკვეული უნარით არ იბადებიან, როგორც კუნთებს იძლიერებთ,  როცა საჭიროა, ზუსტად ისე უნდა სცადოთ უფრო ამტანი გახდეთ“, -- შერილ სენდბერგი

ლიდერობაზე

“სწავლის უნარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც შეიძლება ლიდერს ჰქონდეს “, -- შერილ სენდბერგი

შესაძლებლობებზე

“უპირველესად, შესაძლებლობებს უნდა ჩაეჭიდოთ,  და შემდეგ საკუთარ თავს უნდა მოარგოთ, და არავითარ შემთხვევაში,  პირიქით“, -- შერილ სენდბერგი

აზროვნებაზე

“ყველაფრის ერთად გაკეთების მცდელობა და იმის იმედი, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა, იმედგაცრუების ნამდვილი რეცეპტია. ასეთ შემთხვევაში სრულყოფილება - მტერია“, -- შერილ სენდბერგი

მოტივაციაზე

“ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება გაცილებით ღრმა ურთიერთობებს უყრის საფუძველს. მოტივაცია მაშინ ჩნდება, როდესაც იმაზე ვმუშაობთ, რაც გვაღელვებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია “, -- შერილ სენდბერგი

Latest on Entrepreneur