You can be on Entrepreneur’s cover!

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

MailJail Automated Email Interception and Monitoring System - ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.

InsureWise - პლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი.

REVI BOXES - მშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის.

SMART FERT 4.0 - ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელი „ჭკვიანი" სასუქი-დანამატები.

CORVIS - პროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება.

InterREIT.com - Real Estate Shares Trading Platform - კომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის. პროექტი აერთიანებს ორ ციფრულ - უძრავი ქონებისა და SPMS საზიარო ქონების მართვის პლატფორმებს.

DENTOS - Dental Platform - სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.

Logisticwise - ელექტონული კომერციის ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.

Kovzy - კვების ბიზნესის პროცესების ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.

Cyber Security Management Platform – CSMP - პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება.

www.rajdeba.ge - auto leasing comparison website - ავტო სესხის შედარების პლატფორმა - ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად. ახდენს ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები.

Cyber-Lawyer - იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში.

Leadin.ge - Centralized real estate affiliate platform - უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში.

JOBIA Profit - ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის.

Cloud-based platform Ehotelspace - ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი.

OFOODO - პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები,რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს.

Keto Diet App - წონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას.

BWise Solutions - ონლაინ-პლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორულისაქმიანობისთვის. პლატფორმა იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციასა და ფუნქციებზე აუდიტორული პროცესის მაქსიმალური სრულყოფის მიზნით.

CityPay.io - კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის. იგი უზრუნველყოფს გლობალური ტრანზაქციების განხორციელებასა და თანხის ადგილობრივ ვალუტაში მიღებას.

Agronavti - ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგრო სექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი, ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო, სტივ ადელმანი და ტიმ ვაგნერი. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ივნისს მეხუთედ გამოაცხადა. შემოსული 322 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების
გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 78 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

თქვენ საკმარისად კარგი ხართ. რატომ არ გჯერათ ამის?

მოგონებებს, რომლებიც ჩვენს სამიზნედ გვყავს ქცეული, ემოციური რეზონანსი აქვთ

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს