📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

აქ.ახლა ლიზა ბათიაშვილის მუსიკის კონცეპტი მოუსმინე პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინესთან - ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ თიბისი კონცეპტის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcconcept/) საშუალებით იხილოს.

ინტერვიუს მოდერატორი პიანისტი და მუსიკათმცოდნე - ნინო ჟვანია იქნება.

წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით - City Lights (განათებული ქალაქები) გაიხსნა. ამ სახით Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის - „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights" - საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.

სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორის მფლობელი, ბეთ­ჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლაურეატი - ბეთ­ჰო­ვე­ნის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგ­რა­მის - „New Generation Artists" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა: ახალ რეალობაში მუსიკოსის წინაშე არსებული გამოწვევები; მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილება და წარამტება; შემოქმედება და ალბომები; კლასიკურ მუსიკაში ახალგაზრდების ჩართვის გზები და შესაძლებლობები; მშობლების როლი ახალი თაობისა და მუსიკის ურთიერთობაში; თანამედროვე მუსიკა და პროგრესული იდეები მუსიკაში.

ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მნიშვნელობაზე, ასევე ინგოლშტადში, Audi-ს საზაფხულო კონცერტებზეც ისაუბრებს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადაა.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მეორე კონცერტი ახალგაზრდა, ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჩაატარა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კლასიკური მუსიკის სამყაროში ნიჭიერი, ქართველი ახალგაზრდები და მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი