You can be on Entrepreneur’s cover!

Skyline events - საქორწილო სერვისი ღია სივრცეში დაგეგმე მნიშვნელოვანი თარიღები Skyline-თან ერთად!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Skyline

Skyline events ივენთკომპანიაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზებას გვთავაზობს. მისი მომსახურება 5 ძირითად სერვისს მოიცავს:

  • ღია სივრცის შერჩევა
  • ინვენტარის დაქირავება
  • მენიუს შეთავაზება
  • მომსახურება
  • დეკორაცია და დიზაინი

„ქორწილების ორგანიზება ღია ცის ქვეშ სულ უფრო ტრენდული ხდება. საქორწილო საქმიანობა 10-ზე მეტი წლის წინ ქორწილის დიზაინის შექმნით დავიწყე. შემდეგ დავამატე ფურშეტების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის გაქირავება. ნელ-ნელა კი გადავწყვიტე, რომ მეპოვა საჭირო ლოკაციები, გამეერთიანებინა ეს სამი სერვისი და შემექმნა ახალი ხაზი, რომელიც სწორედ ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზებას გულისხმობს. აღმოჩნდა, რომ ჩემი სერვისების შეთავაზების გარდა, ავტომატურად სრული მომსახურების ორგანიზატორობაც მიწევდა. მომხმარებლებს რეკომენდაციებს ვაძლევდი ტორტის, მუსიკის, აპარატურის, წამყვანის, ფოტოგრაფის, ვიდეოგრაფის, გიფერისა თუ სხვა საჭიროებების შესახებ. დაგროვდა საკმარისი გამოცდილება. გამოცდილება კი არის თავდაჯერება იმისა, რომ ყოველი მორიგი პასუხისმგებლობის აღება წარმატებით ჩაივლის", − დარეჯან ბურჯალიანი, კომპანიის დამფუძნებელი.

ამგვარ სერვისებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, აუცილებელია შესაბამისი პროფესიონალი კადრების არსებობაც. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა დეფიციტის შევსებაზეც იზრუნოს. ახლო მომავალში Skyline event-ი სმარტ-ივენთ კურსებს შემოგვთავაზებს, რაც ერთთვიან ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

„თუ ადამიანს აქვს მდიდარი წარმოსახვა, გამოსდის „ჰენდმეიდი" და სურს თავისი ნიჭი გარდაქმნას საინტერესო და რაც მთავარია, მაღალანაზღაურებად პროფესიად, ჩვენი კურსები თავისი გულის საქმის პოვნის შესაძლებლობას მისცემს. მათი საბაზისო ნიჭიერება კი შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შემდეგი პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას შევუწყოთ: ფურშეტის დიზაინერ-მზარეული, ტორტის დიზაინერი, ფლორისტ-დეკორატორი, საპატარძლო კაბის დიზაინერი, სადღესასწაულო ვიზაჟისტ-სტილისტი, საღამოს წამყვანი მსახიობი, ივენთ-მენეჯერი და ფოტო-ვიდეოგრაფი", − დარეჯან ბურჯალიანი.

ქორწინების საიუბილეო თარიღებს სიმყარის თვალსაზრისით სხვადასხვა სახელწოდება აქვს: ჩითის, ქაღალდის, ტყავის, ჭილოფის, ხის, თუჯის, სპილენძის, თუნუქის, ფაიფურის და ა.შ. მეათე წლისთავს კი თურმე კალის ქორწილი ჰქვია. კალა ადასტურებს, რომ ოჯახი შედგა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, კომპანიის გასავლელი გზაც სწორედ ასეთია. ის 5 მიზეზი კი, რის გამოც თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღის ორგანიზება Skyline Events-ს უნდა მიანდოთ, ასე ჟღერს:

  • 5 წელია მზესთან ვმეგობრობთ
  • გვაქვს 5 უმთავრესი სერვისი, რომელიც ღია ცის ქვეშ ქორწილს სჭირდება (ლოკაციის შერჩევა, ინვენტარის დაქირავება, მენიუს შეკვეთა, მომსახურება, დეკორირება)
  • ჩვენი მთავარი რეკლამა, კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციაა
  • თქვენ არ ყიდულობთ მხოლოდ სერვისს, თქვენ ჯავშნით სიმშვიდეს.
  • დაბოლოს − ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის ხელმისაწვდომი და სრულიად რეალური იყოს", − დარეჯან ბურჯალიანი.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი