You can be on Entrepreneur’s cover!

მეიჯერელ საქართველომ და ქართულ-გერმანულმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს აკადემიური წლის დაწყება მიულოცეს და სასკოლო ნივთები გადასცეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მეიჯერელ საქართველომ და ქართულ–გერმანული ცენტრმა, პარტნიორობის ფარგლებში, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ტრადიციად აქციეს.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, მეიჯერელ საქართველოს დაფინანსებითა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 71 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ჩანთები, კალმები, ფანქრები, საანგარიშო, მოძრავი ანბანი, გლობუსი და სხვა სასკოლო ნივთები გადაეცათ. ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების სიას მიეკუთვნებიან და მათზე ქუთაისის სოციალური დახმარების სამსახური ზრუნავს.

„განათლების მხარდაჭერა მეიჯერელ საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. „ორიენტირებული წინსვლაზე" - ჩვენ ყოველდღიურად ვამართლებთ კომპანიის მთავარ მესიჯს და მუდამ ვცდილობთ, დავეხმაროთ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, რათა მათ შეძლონ აუცილებელი განათლების მიღება. ჩვენ შეგვაქვს წვლილი მათი უკეთესი მომავალის შექმნაში", – ამბობს ალექსანდერ მირონენკო, მეიჯრელ საქართველოს დირექტორი.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისა თუ ცალკეული ადამიანების ჩართულობა სოციალურ პროექტებში. მეიჯერელ საქართველომ კი ეს მიმართულება უკვე ტრადიციად აქცია და ყოველთვის ზრუნავს იმ ოჯახებზე, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით ესაჭიროებათ. ქართულ-გერმანული ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ქველმოქმედებაა, რომელსაც უკვე ათეული წლებია აქტიურად აგრძელებს გერმანელ მეგობრებთან ერთად. ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა ისეთ მოწინავე კომპანიასთან, როგორიც მეიჯერელ საქართველოა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი და სხვებისათის მისაბაძია", - აღნიშნავს ნანა მეგრელიშვილი, ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი.

მიმდინარე წელს, ქართულ-გერმანული ცენტრი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცენტრის მიზანი საქართველოში გერმანული კულტურის პოპულარიზაცია, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება და მათ შორის კულტურული თუ ეკონომიკური კავშირების დამყარება და განმტკიცებაა.

საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწეობს და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით, კომპანიას 52 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს 29 ქვეყანაში დასაქმებული. საქართველოში მეიჯერელი 4 წლის წინ დაფუძნდა და სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ 4 ოფისში 1600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს აერთიანებს.

მეიჯერელ საქართველოს დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ ინდუსტრიებს მოიცავს როგორებიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. კომპანიის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მომხმარებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციას სთავაზობენ - ეხმარებიან ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს. ამ ეტაპზე მეიჯერელ საქართველოს აქვს როგორც გერმანული, გერმანულ-ინგლისური, ინგლისურ-თურქული, ესპანური, ფრანგული და ასევე რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"