📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

EVA - შეაფასე. გაუმჯობესდი ორგანიზაციების შეფასება მათი შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ადამიანების ცხოვრებაში ნებისმიერი სახის გაუმჯობესება ფასეულობათა გადაფასებით, გადაფასება კი ყველაფრის სწორი შეფასებით იწყება. ეს თანამედროვე სამყაროში არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციის გამოწვევას წარმოადგენს, რაც რეგულარული პროცესია და მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესების მიღწევისკენაა მიმართული. ამისათვის თანამედროვე ორგანიზაციები მთელ რიგ მიდგომებსა და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტებს მიმართავენ, რომელთა გამოყენებისა და დანერგვის შედეგადაც კორპორაციული გარემო გაცილებით ჯანსაღი, ეფექტიანი და პროდუქტიული ხდება. ორგანიზაციის ნებისმიერ წარმატებას კი ის თანამშრომლები ქმნიან, რომლებიც მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება და იზიარებს EVA, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაფუძნდა. მის მიზანს ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. კომპანიის ხედვით, ეს გზა სწორედ ადამიანური რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის სწორ და ეფექტიან მართვაზე გადის. ყველაფერი კი შეფასებით იწყება. ამისათვის EVA რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სთავაზობს ორგანიზაციებს, რომელთა დანერგვის შედეგი, ეფექტური პროცესები, გაჯანსაღებული კლიმატი და მზარდი ადამიანური კაპიტალია.

„ნებისმიერ ორგანიზაციაში ყოველდღიურად უამრავი სტრატეგიული თუ ყოფითი გადაწყვეტილება მიიღება. მათი უმრავლესობა კომპანიის თანამშრომლებს, მათ საქმიანობასა და მიღებულ შედეგებს ეხება. გადაწყვეტილებები ემყარება გარკვეულ მონაცემებს, გამოცდილებას, მოლოდინს. რაც უფრო კონკრეტულია მონაცემი, მით უფრო შესაძლებელია სწორი გათვლების გაკეთება და მცირე შეცდომის რისკი. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანურ რესურსზე, მათი საქმიანობის შეფასების ხარისხის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია HR-მენეჯმენტ სისტემის საშუალებით ხორციელდება. ჩვენ ორგანიზაციებს ვთავაზობთ შეფასებისა და გაუმჯობესების სრულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც HR-მენეჯმენტ სისტემის სიღრმისეულ ანალიზს და ოპტიმიზებას, ასევე თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალურ შეფასებას და ორგანიზაციაში მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას კარიერული განვითარების, მოტივაციის ამაღლებისა და ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების გზით", − ამბობს სალომე არღვლიანი, EVA-ს დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ EVA Towering Certification Intl-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომელიც ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური HR-პროფესიონალების შეფასებასა და სწავლებას, მათი შემდგომი ლიცენზირებისა თუ სერტიფიცირების მიზნით, ISO 10667-1 / 2: 2011 სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.

ISO 10667-1 / 2: 2011 არის HR-ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას გააუმჯობესოს საქმიანობის შეფასების სისტემა, ხელი შეუწყოს ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის შექმნას და უზრუნველყოს HR-სისტემის მდგრადი განვითარება.

აღნიშნული სერვისების პარალელურად, EVA-ს ფსიქოლოგიური პროექტი, სახელწოდებით AURA აქვს, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი კომპანიის ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გუნდთან ერთად სწავლობს და აანალიზებს ორგანიზაციაში სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა განწყობასა და დამოკიდებულებას, მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ნერგავს ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებისათვის საჭირო მექანიზმებს.

„ჩვენ ვთავაზობთ ორგანიზაციებს მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად. შედეგად, კომპანია ხდება ღია, მოქნილი და აქცეპტირებული. თანამშრომლები სრულად ითავისებენ ორგანიზაციის ხედვასა და მისიას, და ერთობლივად შექმნილი სტრატეგიით მიისწრაფვიან ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისაკენ", − სალომე არღვლიანი.

ახლო მომავალში კი EVA კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდება, რაც ორგანიზაციებსა და HR-პროფესიონალებს განვითარების ახალ შესაძლებლობებზე გაუხსნის წვდომას. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კარიერული განვითარების ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც გაცილებით გაამარტივებს და ეფექტიანს გახდის შერჩევის პროცესს ორგანიზაციაში და შემდგარ თუ დამწყებ პროფესიონალებს საშუალებას მისცემს უკეთ დაგეგმონ კარიერული განვითარება.

„რეალობამ დაგვანახა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან. შესაბამისად, კომპანიებს ფართო სპექტრით უწევთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ხარისხი, ინოვაციურობა, სისწრაფე, ინდივიდუალური მიდგომები − ეს მომხმარებლის მოთხოვნების მწირი ჩამონათვალია და სია მუდმივად იზრდება. მომხმარებლის კმაყოფილებას კი ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ერთი მხრივ სწორად დაგეგმილი, მოძიებული, აყვანილი საჭირო პროფესიონალი და მეორე მხრივ მისი შემდგომი განვითარება, მოტივაცია და შენარჩუნება. დღეს აუცილებელია, ორგანიზაციაში დანერგილი იყოს სტრატეგიულ მიზნებზე მიმართული მართვის თანამედროვე სისტემები. კორპორაციული კულტურა იყოს ჯანსაღი და ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ადამიანური მართვიდან ორგანიზაცია გადავიდეს ადამიანური კაპიტალის გაზრდასა და ეფექტიან გამოყენებაზე, იყოს მოქნილი და ღია სიახლეების მიმართ. ეს ყველაფერი მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ორგანიზაცია იწყებს არსებული ფასეულობების შეფასებას, გადაფასებას, და მზად არის გაუმჯობესებისთვის. EVA-ს მიზანიც ეს არის − ორგანიზაციების შეფასება მათი შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან