📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ვინ არ დაისვენა? - "მისმიე" გაიცანით დავით ხურცილავა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„მისმიე" არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ქართული სამაგიდო თამაშების კომპლექტს სთავაზობს. პირველ პროდუქტს ჰქვია „დამისხი დამალევინე" − ბანქოს დასტა, რომელიც 100 ბარათისგან შედგება. 97 ბარათზე ორიგინალური დავალებებია დატანილი. მოთამაშეები ან ასრულებენ მათ, ან სვამენ. ბუნებრივია, „მათრობელა" დასტის პირველი ვერსია მხოლოდ დასაწყისია და ჩვენი გუნდი სიახლეებს პერიოდულად შესთავაზებს მომხმარებლებს.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ დალევის პროცესი გაგვეხადა ბევრად საინტერესო, მხიარული და ადამიანებში გაგვეჩინა სტიმული, რომ მათთვის დალევა ყოფილიყო არა მხოლოდ თრობა, არამედ სასიამოვნო და არაშაბლონური პროცედურა. მისი უნიკალურობა შინაარსშია. ყველას გვქონია მომენტი, როცა ნაცნობ ან თუნდაც უცნობ ადამიანებთან ერთად გართობა და საინტერესო საუბარი მოგვდომებია დალევასთან ერთად. „მისმიე" ამისთვის იდეალური საშუალებაა. იგებთ თქვენს მეგობრებსა თუ სრულებით უცნობ ადამიანებზე უამრავ ახალ ფაქტს, ხალისობთ და ამაში ჩვენი ბანქო გეხმარებათ. პროდუქტი თავისთავად უნიკალურია ბარებისთვის, რადგან „მისმიეს" პროდუქტის დახმარებით, სასმელის გაყიდვის მაჩვენებლები საშუალოდ 30-40%-ით იზრდება.

„მისმიეს" დაარსების იდეა მეგობრებთან ერთად გართობის პროცესში გაჩნდა, ხოლო პირველი პროდუქტი − „დამისხი დამალევინე" დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამზადდა. ტესტირებამ რამდენიმე კვირა გასტანა და 20 აგვისტოს პირველი „მათრობელა" დასტაც გაიყიდა.

პროექტის იდეა და კონცეფცია მთლიანად მე მეკუთვნის − პირველ სტარტაპ Homosoviet Tours-ის წარმატების შემდეგ, ტურისტები ძველი „ჟიგულით" რომ დამყავდა, თავდაჯერება გამიორმაგდა. ნებისმიერი კრიზისი, პარალელურად, შესაძლებლობაა. ტურიზმის სექტორის კოლაფსის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენის მიზეზით, გულმა ახალი მიმართულებისკენ გამიწია და თავდაუზოგავმა შრომამ და კვლევა-ძიებამ შედეგიც გამოიღო.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, „მისმიეს" ჯემალ მაღლაფერიძე შემოუერთდა. ის კომპანიის განვითარებაში ამჟამად სრულად არის ჩართული. ჯემალს ასევე დიჯითალ- მარკეტინგსა და სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

ორივე ჩვენგანი განსხვავებულ და უნიკალურ ღირებულებებს ვძენთ „მისმიეს" და ალბათ, ამიტომაც მივაღწიეთ პირველსავე კვირას წარმატებას. 1 დღეში 1500 სრულიად უცნობი ადამიანი დაინტერესდა სათამაშო დასტით, დღეს კი შეკვეთებს ვერ ავუდივართ და საკურიერო კომპანიაც დავიქირავეთ. გვინდა მომხმარებელი წავახალისოთ და ამიტომაც ჯერჯერობით თბილისში მიტანის სერვისი უფასოა. ახალი პროდუქტებიც თითქმის მზად გვაქვს, რომელსაც სპეციალურ ივენთზე წარვუდგენთ მომხმარებლებს.

ამჟამად მხოლოდ ორნი ვართ და ყველაფრის კეთება საკუთარი რესურსებით გვიწევს. ასევე ვთანამშრომლობთ აუთსორსზე დიზაინერთან. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვაპირებთ მის განვითარებასაც და მომავალში ახალი თანამშრომლების დაქირავებას არ გამოვრიცხავთ.

ინვესტიციას ამ ეტაპზე მხოლოდ დამფუძნებლების კაპიტალი წარმოადგენს. უკვე აქტიურად ვეძებთ სპონსორებს და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც სულ მალე კარგი სიახლე გვექნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან