გამომგონებლებო, აი, როგორ უნდა მოახერხოთ თქვენი იდეით ფულის გამომუშავება!

ეს თქვენი სახელმძღვანელოა იმის დასადგენად, როგორ უნდა გახადოთ თქვენი გამოგონება მომგებიანი
გამომგონებლებო, აი, როგორ უნდა მოახერხოთ თქვენი იდეით ფულის გამომუშავება!
ფოტო: Goalcast

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროდუქტის იდეის ლიცენზირება რომ შეძლოთ, სხვა ყველაფერთან ერთად,  რაც შეიძლება დიდხანს და ჭკვიანურად უნდა შეგეძლოთ თამაში.

რაც უფრო დიდხანს  ხართ ამ სფეროში, თქვენი მიზნის მიღწევის მით მეტი შანსი გაქვთ.

დამიჯერეთ, მე არ ვარ მოთამაშე.  ფაქტობრივად, საკუთარ თავს ანტრეპრენერად მივიჩნევ, რომელსაც გარისკვა არ უყვარს. კარიერის დასაწყისშივე მივხვდი, რომ  რაიმე გზა უნდა მომეძებნა, ჩემი წარმატების შანსები გამეზარდა და ჩემი პროდუქტების ბაზარზე გატანა მომეხერხებინა.   

ვინმე სხვისთვის მუშაობა კატეგორიულად არ მსურდა. ახლად დაქორწინებული ვიყავი და ჩემი ცოლი აშკარად არ შეეგუებოდა იმას, რომ მხოლოდ თავის რჩენაზე მქონოდა მთელი ყურადღება გამახვილებული.  

სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში მხოლოდ ერთ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მაქვს. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან, ორი წლის განმავლობაში სათამაშოების სტარტაპში, Worlds of Wonder დიზაინის სფეროს მენეჯერი ვიყავი. მე იდეების შექმნაზე ვმუშაობდი და 20-იანი წლების დასაწყისიდან ამაში ვიღებდი ფულს.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთი სამსახური მქონდა და ჩემი აზრით, ყოველ ჯერზე, სულ სხვადასხვა საქმიანობისთვის მიხდიდნენ ფულს.

ზოგჯერ სწრაფად მოდიოდა ფული და ზოგჯერ ძალიან ნელა, მაგრამ მე საკუთარ თავს ვასწავლე, როგორ უნდა გამომუშავებინა ჩემი გამოგონებებით ფული.

მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ - ნუ მიიღებთ რჩევებს გამოგონებების შესახებ მათგან, ვინც ამ გზით არ ირჩენს თავს. მე ნამდვილად თავის რჩენას ვგულისხმობ.  ერთი საქმეა  პროდუქტის ბაზარზე გატანა და ორი პროდუქტის გატანა უკვე მიღწევაა! თუმცა, რაღაც სულ სხვაა, საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა იმ ჰონორარებით, რაც თქვენმა შემოქმედებითმა აზროვნებამ მოგიტანათ.

გამომგონებლებო, ქვემოთ რჩევებს გაეცნობით, რომლებიც გასწავლით თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი გამოგონება მომგებიანი.  

1. თქვენ ბევრი იდეა დაგჭირდებათ

ფაქტობრივად, თქვენ უნდა ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გახდეთ იდეების მწარმოებელი ქარხანა. ერთ იდეაზე მთელ იმედებს ვერ დაამყარებთ. უნდა ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გაამახვილოთ თქვენი შემოქმედებითი აზროვნება და როგორ უნდა გაააკონტროლოდ იგი. შემოქმედებითი აზროვნება კუნთს ჰგავს იმით, რომ ყოველდღე უნდა ავარჯიშოთ.

2. ნუ დახარჯავთ დიდ თანხას თქვენს რომელიმე იდეაზე

ვიდრე დიდ თანხას დახარჯავთ   პროტოტიპებსა და პატენტებზე, აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი იდეის გამოცდა იმის დასადგენად, თუ რამდენად მომგებიანია  იგი და საერთოდ ვინმეს აინტერესებს თუ არა. შემდეგი ნაბიჯები მაშინ უნდა გადადგათ, როდესაც დაადგენთ, რომ ინტერესი ნამდვილად არსებობს. მხოლოდ იმ კომპანიებისგან მიიღეთ  რჩევები, რომელთათვისაც თქვენი იდეის ლიცენზირებას ცდილობთ. არავინ იცის დანამდვილებით, როგორ განვითარდება მოვლენები.

თქვენი გამოგონების გამოცდა თავად  შეგიძლიათ ერთგვერდიანი რეკლამით, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული, თუ რა სარგებლობას მოუტანს მომხმარებელს თქვენი იდეა. ამისთვის სპეციალური ფორმაც არსებობს - მარტივი და ხელმისაწვდომი გაყიდვის ფურცლები, თუ შეავსებთ და ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სერიოზულად დაგეხმარებათ. ამგვარი კარგად შევსებული ფურცელი $100-ზე ნაკლები დაგიჯდებათ.

3. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყეთ ზრუნვა პროტოტოტიპის დამზადებაზე, როდესაც დარწმუნდებით, რომ ინტერესი არსებობს

კომპანიებს რა თქმა უნდა, დამტკიცებულ კონცეფციაზე სურთ მუშაობა. სურთ, ფული და დრო დახარჯოთ თქვენი პროტოტიპის დამზადებაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც  მათ სურთ.

ამ დროს, ნამდვილად გაკოტრდებით, პროტოტიპის შექმნა რომ სცადოთ ყველა თქვენი იდეისთვის, რომელიც თავში მოგივათ. ეს არ არის ჭკვიანური სვლა. ვინც გეტყვით, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ პროტოტიპი, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ მას თვითონ არასოდეს გამოუმუშავებია ფული თავისი გამოგონებით, რადგან გამომგონებლობა სხვა არაფერია თუ არა ციფრებით თამაში. თავდაპირველად, ზემოხსენებული გაყიდვის ფურცლები გამოიყენეთ.

მე მომწონს პროტოტიპები. ადრე მოქანდაკე ვიყავი! მე ნამდვილად მიყვარს ნივთების შექმნა. მაგრამ უკვე ვიცი, რომ პროტოტიპების დამზადებას დრო და ფული სჭირდება, რესურსები კი შეზღუდულია.

ასე რომ, ძალიან ფრთხილად იყავით. პროტოტიპების დამზადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკიდეთ ხელი, თუ მათ მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობს.  მე ყოველთვის მეკითხებიან: "როგორ უნდა მიხვდეთ, ეს პროტოტიპი გაამართლებს თუ არა?" ნამდვილად ვერ მივხვდები, მაგრამ  მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ დადგენას, თუ ინტერესი არსებობს. ასე რომ,  თქვენ ფული მხოლოდ იმ  გამოგონებაზე უნდა დახარჯოთ, რომლის ლიცენზირებაც შესაძლებელია.

4. თქვენ არ გჭირდებათ პატენტი

ეს ბევრს უკვირს. პატენტების სფეროს იურისტებსა და შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების სამსახურს კი, ამის მოსმენა სულაც არ მოსწონს.

ბუნებრივია, კომპანიებს იდეალურ შემთხვევაში იდეაზე მონოპოლიის სურვილი ნამდვილად ექნებოდათ. მაგრამ სინამდვილეში, პატენტები ასე უკვე აღარ მუშაობს. სამომხმარებლო პროდუქტების უმრავლესობას ხანმოკლე ცხოვრება აქვს და ამიტომ,  ზოგჯერ პატენტს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რადგან გაყიდვების ციკლი ძალიან ხანმოკლეა. თუ პატენტის გაცემას დაელოდებით, შესაძლოა ამ გამოგონების ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან. მიმბაძველების შეჩერება ინტერნეტში მეტისმეტად ძნელია, უმეტეს შემთხვევაში, მათი დევნა მხოლოდ დროისა და ფულის ფლანგვაა.

მეორე მხრივ, ზოგიერთ ვითარებაში შესაძლებელია ძალიან სასარგებლო იყოს პატენტის მიღება სასარგებლო მოდელზე. ეს პატენტი ფულის მოზიდვაში გამოგადგებათ  ან საკუთრების ფლობის უფლებას მოგცემთ, ეს კი თქვენი იდეის ლიცენზირებაში დაგეხმარებათ.

დღეს პროდუქტებთან დაკავშირებული იდების უმრავლესობა ლიცენზირებულია, და ამ დროს მათზე პატენტი არ არის გაცემული,   მხოლოდ საპატენტო განაცხადია შეტანილი სასარგებლო მოდელის თაობაზე (ლიცენზიის მფლობელს შეუძლია, თუ ამის საფუძველი არსებობს, სასარგებლო მოდელის მიღებაზე წარადგინოს საპატენტო განაცხადი).

როგორ უნდა მოიქცეთ? კარგად დაწერილი განაცხადი უნდა შეიტანეთ პატენტის მისაღებად სასარგებლო მოდელზე. ამ განაცხადს სხვა დოკუმენტებიც უნდა დაურთოთ თან, თქვენი გამოგონების სხვა ვარიანტები, მათი წარმოების გზები და სხვა,  რადგან ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობააქვს.  ეს საკუთრების უფლების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც თავის მხრივ თანხების გამომუშავების საშუალებას მოგცემთ.

5. იპოვეთ კომპანიები, რომლებსაც გამოგონებები მოსწონთ

წლების განმავლობაში ვიყავი მოწმე იმისა,  რომ ძალიან მსხვილი კომპანიები (ბაზრის ლიდერები) ბევრ იდეას არ  აძლევდნენ ლიცენზიას. ისიც შევამჩნიე, რომ გამოგონებებს სერიოზულად არ უყურებდნენ კომპანიები, რომლებიც გამოგონების განხილვამდე მის დაპატენტებას მოითხოვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით სერიოზულები არ არიან კომპანიები, რომლებიც პროდუქციაზე შემოტანილ განაცხადს კომპანიაში კი არ იხილავენ, მესამე მხარეზე ამყარებენ იმედებს.

იპოვეთ კომპანიები, რომლებიც წარსულში გამომგონებლებთან ერთად მუშაობდნენ, კარგი გამოცდილებაც აქვთ და ინოვაციებსაც აფასებენ. ეს რჩევა დროსაც დაგიზოგავთ, ენერგიასაც და ფულსაც.

6. იპოვეთ თქვენი საზოგადოება

ვინ გაითვალისწინებს თქვენს ინტერესებს? სხვა გამომგონებლები და ანტრეპრენერები გახადეთ თქვენი თანამოაზრეები და არა ისინი, ვინც უბრალოდ ცდილობს, თავისი მომსახურება მოგყიდოთ. ეძებეთ ადამიანები, რომლებსაც არ შეეშინდებათ თქვენი დახმარება, თავიანთი რესურსების გამოყენების საშუალებასაც მოგცემენ და წარმატებისკენ მიმავალ გზასაც გაგინათებენ. მოიძიეთ მენტორები, რომლებსაც წარმატებების გრძელი ჩამონათვალი აქვთ და თვითონ აქვთ მიღებული მონაწილეობა ამ წარმატებების მიღწევაში.

გამომგონებლის როლში თავის რჩენა, ადვილი ნამდვილად არ არის.

7. მთავარია, „რა იცი“ და „ვის იცნობ“

ეს სიტყვები რიჩარდ ლევისგან, სათამაშოების ძალიან წარმატებული გამომგონებლისგან გავიგე, რომელმაც ცნობილი ელექტრონული სათამაშო, ფერბი გამოიგონა. და ის მართალია, გამოგონების პროცესის შესახებ მეტი უნდა იცოდეთ.

თქვენ საკმაოდ დიდხანს უნდა იყოთ ამ ინდუსტრიაში, რომ იმ კომპანიებს გაეცნოთ, რომლებსაც თქვენს იდეებს წარუდგენთ. თქვენ უნდა იცოდეთ რით განსხვავდებიან ისინი, რა არის მათი ძლიერი მხარეები, რა პროდუქციის ხაზები აქვთ და მხოლოდ ამის  შემდეგ უნდა დაამყაროთ ურთიერთობები ამ კომპანიებთან.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის იცნობთ.

ერთ ინდუსტრიაში დარჩენა, შესაბამისი ადამიანების გაცნობა და  მათ ბიზნესში გარკვევა, მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად გაამახვილოთ ყურადღება და  თქვენს შემოქმედებით პოტენციალზე გააკეთოთ გათვლა.  აქეთ იქით ნუ ირბენთ! ინდუსტრიის დეტალების გაცნობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

ამჟამად ახალ კომპანიაში, Fishbone Packaging-ში  ვმუშაობ, რომლის მიზანიც შეფუთვის ინდუსტრიიდან პლასტმასის რგოლების ამოღებაა. შეფუთვის ინდუსტრიაში გატარებული 25 წლიანი გამოცდილება ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის და ყოველთვის წინ მიძღვოდა.

პრინციპში, გამომგონებლის როლში თავის რჩენა რომ შეძლოთ, უპირველესად თვითგანათლებაზე უნდა იზრუნოთ,  და დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ხარჯავთ ფულს. ბოლოს და ბოლოს, თქვენი პროდუქტის ლიცენზირებაში წარმატების მიღწევა სინამდვილეში კარზე დაკაკუნებაა და კარგი იდეების წარდგენა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც მათი ნახვა სურთ და თქვენს ინტერესებსაც ითვალისწინებენ.

Latest on Entrepreneur