You can be on Entrepreneur’s cover!

ფინანსურ ტექნოლოგიური შესაძლებლობები ანტრეპრენერთათვის 2020 წლის შემდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fintech

2020 წელს ბიზნესის და ზოგადად, ყველა სექტორში მოხდა უპრეცედენტო ძვრები. არც ფინანსური მომსახურების სექტორი ყოფილა გამონაკლისი. ბანკები დაიხურა, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც, და ბევრ სხვა სერვისს, რომელზეც მომხმარებლები წლების განმავლობაში ამყარებდნენ იმედებს, სხვადასხვა სირთულის პრობლემები ან შეფერხებები შეექმნათ. მაგალითად, ბევრი ბანკი იძულებული გახდა რამდენიმე ფილიალი დაეხურა, რომელთა მომსახურებითაც მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი რეგულარულად სარგებლობდა.

ამდენი პრობლემის მიუხედავად, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისა და საზოგადოების სხვა სექტორებისთვის მთავარი დამცავი საშუალება მაინც ტექნოლოგიები აღმოჩნდა. ფინანსურ ტექნოლოგიურმა სტარტაპერებმა ტრადიციული საბანკო ინსტიტუტების მიერ დარჩენილი სიცარიელის შევსება თავიანთი მომსახურებით შეძლეს, რაც მინიმალურ ადამიანურ კონტაქტს მოითხოვდა, და შესაბამისად, სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს იცავდა. ამავე დროს, მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა და კიდევ უფრო მოსახერხებელ მომსახურებასაც კი სთავაზობდა. როდესაც ყველაფერი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება, ბევრ მომხმარებელს, ვინც ფინანსურ ტექნოლოგიური სერვისების გამოყენება მხოლოდ აუცილობლობის გამო გადაწყვიტა, სავარაუდოდ, უკვე არჩევანი ექნება და შესაძლებლობაც მათი გამოყენება გააგრძელონ. ამის გამო, ინვესტორებსა და ანტრეპრენერებს უზარმაზარი შესაძლებლობები ექმნებათ. ქვემოთ რამდენიმე ყველაზე პერსპექტიული სფეროებია განხილული.

ციფრული გადახდები

იმ პერიოდში, როდესაც ელექტრონული შეხვედრები, ელექტრონული სწავლებები, ელექტრონულ წვეულებები და სხვა მრავალი ტრადიციული აქტივობები ინტერნეტში ხდება, გასაოცარი არ არის, რომ ელექტრონულმა კომერციამ ძლიერი იმპულსი მიიღო, განსაკუთრებით თუ მის ბოლოდროინდელ სტაბილურ ზრდას გავითვალისწინებთ. ელექტრონული კომერციის ტრანსაქციების მკვეთრი ზრდა ბევრ ადგილას დაფიქსირდა. Mckinsey & Company- ს თანახმად, იტალიაში 81 პროცენტით გაიზარდა, ხოლო Digital Commerce 360- ის ახალი ანგარიშის თანახმად, აშშ - ის საცალო ქსელებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა მიმდინარე წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტით ($60.42 მილიარდი) გაიზარდა.

გადახდების დასამუშავებელი კომპანიები ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი ზრდის შესაძლებლობაც არსებობს, რადგან ნორმალური რეჟიმი აღდგება და მომხმარებლები ციფრული გადახდების სერვისების გამოყენებას დაიწყებენ ყველაფერში, რაშიც ჩვეულებრივ ნაღდ ფულს ან საბანკო გადარიცხვებს იყენებდნენ.

ციფრული ინვესტირება

საცალო ინვესტორები ასეთი აქტიურები საფონდო ბირჟაზე აქამდე მთელს მსოფლიოში არასდროს ყოფილან, ისინი დიდი მოცულობებით ვაჭრობდნენ და დიდ გავლენას ახდენდნენ აქციების ფასებზე. საცალო ინვესტიციების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც უმეტესად სახლებში იყვნენ, ასევე ინფორმაციის მოპოვების გამარტივებამ, რაც ადრე მხოლოდ ერთეული ინვესტორებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

Waykichain- ის აღმასრულებელი დირექტორის, გორდონ გაოს თქმით, პოტენციალი მართლაც უზარმაზარია, "ამის შედეგი ინვესტიციების დემოკრატიზაცია იყო - გლობალურ ბაზრებზე ძალაუფლება ჩვეულებრივი ადამიანების ხელში გადავიდა. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დიდ სარგებელს მიიღებენ კომპანიები, რომლებსაც ამ ტენდენციის განვითარება შეუძლიათ, რომ ადამიანებს პირადი ფინანსების სწორად მართვაში დაეხმარონ. ვიდრე კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს ხარჯების შემცირებაში ან მოგებაში დაეხმარებიან, ისინი ამ მომსახურებებში თანხების გადახდის წინააღმდეგები არ იქნებიან".

ციფრული სესხები

მთელ მსოფლიოში კომპანიების დახურვებისა და გათავისუფლებების ტალღამ ფულადი სახსრების დიდი კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მთავრობამ პირდაპირი ან არაპირდაპირი მასტიმულირებელი ფონდები გამოყო, მაინც ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად ფინანსურ ინსტიტუტებზე იყო დამოკიდებული სესხების გაცემა ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის. ფინანსურ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ტრადიციულ კოლეგებს გაუსწრეს, კანდიდატების შესარჩევად და მათი კრედიტუნარიანობის შესაფასებლად ხელოვნური ინტელექტის პროგრესული საშუალებები გამოიყენეს. სესხების გაცემის პროცესი გაცილებით სწრაფი და მოსახერხებელი იყო მომხმარებლებისთვის, ამიტომ მცირე ბიზნესის მფლობელთა მხრიდან, რომლებსაც განაცხადები შეჰქონდათ Paycheck Protection Program-ზე, ციფრულმა გამსესხებლმა კომპანიებმა ( როგორიცაა, Funding Circle და Kabbage) ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვიეს. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ციფრულ გამსესხებლებზე გადასვლა გრძელდება და ისეთი კომპანიების ბაზაში, როგორიცაა Korea's PeopleFund, მილენიალების ნაცვლად, რომლებიც ადრე დომინირებდნენ, ხანდაზმული მომხმარებლების ზრდა ( 40-50 წელი) აღინიშნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"