You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება პროექტის ფარგლებში ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს. პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან