You can be on Entrepreneur’s cover!

5 რჩევა ანტრეპრენერული სტრესის თავიდან ასაცილებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერობა - ყოველდღიური სტრესის ტესტია. გაყიდვები დაბლა მიდის, ზოგიერთ მარკეტინგულ კამპანიას საერთოდ არ მოაქვს შედეგი, თანამშრომლები სამსახურებიდან მიდიან, დროდადრო განრისხებულებიც კი. ასეთ მოვლენებთან შეჯახება ნებისმიერ ანტრეპრენერს უხდება. რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი სასოწარკვეთილებაში ვარდება და სხვები კი გამკლავებას ახერხებენ? საქმე ისაა, რომ ზოგიერთებს უკვე შესწავლილი აქვთ, როგორ უნდა აკონტროლონ სტრესი. შესაძლოა, მოცემულ მომენტში ეს ძნელი ჩანდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგადად, სიმშვიდის შენარჩუნება გაცილებით მარტივია, ვიდრე სტრესისა და დაძაბულობის დროს დამშვიდება. და აი, როგორ უნდა მოახერხოთ ეს.

1. გაღვიძებისთანავე მხოლოდ თქვენთვის გააკეთეთ რამე
ყოველდღიურად სულ მცირე, თქვენი სამუშაო დღის მესამედს თუ ნახევარს არა, თქვენს ბიზნესზე ზრუნვას ახმართ. თქვენი კომპანიისადმი ერთგულება ნამდვილად კარგი რამაა, მაგრამ ნუ მისცემთ საშუალებას, საკუთარ თავზე ზრუნვაში შეგიშალოთ ხელი. ყოველი დღე ისეთი საქმიანობით დაიწყეთ, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ და გარკვეულ ბუფერსაც შეგიქმნით სტრესის წინააღმდეგ, რომელთანაც აუცილებლად მოგიწევთ შეჯახება სამუშაო დღის განმავლობაში.
ყოველი ანტრეპრენერი ამას თავისებურად აკეთებს, ზოგიერთები - ვარჯიშობენ, სხვები - მედიატაციას მიმართავენ. კიდევ სხვები კი, დღიურებს აწარმოებენ და თან ცხელ ყავას მიირთმევენ. Gusto-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამაარსებელი ჯოშ რივზი ყოველდღიურად, გაღვიძებისთანავე ბაღში გადის და იქ 30 წუთს ატარებს, რაც გონების განახლებისა და ცხოვრებაში ყველაზე მარტივი მოვლენებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

ამიტომ, არაფერს მისცეთ თქვენი პირველივე საათის წართმევის საშუალება, დილას ადრე გაიღვიძეთ, ან თქვენს გრაფიკში დრო გამოყავით. თუ დღის განმავლობაში შემოგიტევთ სტრესი, მაშინვე გაიხსენეთ, რა სასიამოვნო საქმეებს აკეთებდით და დილიდანვე რა კარგად გრძნობდით თავს.

2. როგორც კი ნიშნებს შეამჩნევთ, იმოქმედეთ

თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს სხეულს, წინასწარ იგრძნობთ, რომ სულ ცოტა და სტრესი იფეთქებს: ოფლიანი ხელისგულები, მშრალი პირი და შფოთვა, ეს მხოლოდ ზოგიერთი ნიშანია. მართალია, საკვები დანამატები ნებისმიერი სტრესის დროს არ არის ხსნა, მაგრამ როდესაც სტრესი გარდაუვალია, შესაძლოა, მათი მიღება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. იქნებ, რაიმე მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება მოძებნოთ, რომელსაც სტრესის მოხსნაც შეუძლია და ამავე დროს, ენერგიის შენარჩუნებაც.

იმ ტიპის საკვები დანამატები მოიძიეთ, რომლებიც თქვენთვის იქნება შესაფერისი და საღეჭი რეზინებიც გამოიყენეთ. ამასთან ერთად, კრემებიც, მოსადუნებლად და თავის მოსავლელად.

3. ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო გეგმა

სტრესის მყისიერ მართვაზე გადასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ მომენტების მინიმუმამდე დაყვანაც მნიშვნელოვანია. რაღაც დესტრუქციული ყოველდღიურად ხდება, სიახლეების ციკლის წინასწარ განსაზღვრას კი ვერავინ შეძლებს. ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო გეგმა, რომ უეცრად რაღაც არ დაგატყდეთ თავს. ერთ გეგმაზე მეტი შეიმუშავეთ, ისეთი კრიტიკული სფეროებისთვის, როგორიც პროდუქტის სრულყოფა და მისი დაფინანსებაა. ნილ ჰოფმანს, The Mensch on a Bench-ის დამფუძნებელს, ინვესტირების შოუში- Shark Tank-ზე გამოსვლისას, ორი გეგმა ჰქონდა, იმ შემთხვევისთვის თუ პირველი პრეზენტაცია მაყურებლის ინტერესს ვერ დაიმსახურებდა. ჰოფმანს თავისი სახლის გატანა სურდა ბაზარზე და გარანტიის მიღება, რომ მიღებული თანხით თავდაპირველ ხარჯებს მთლიანად დაფარავდა. თუ ეს არ გაამართლებდა, ის ერთ-ერთ ინვესტორთან, დეიმონდ ჯონთან დარეკვას და მის დარწმუნებას გეგმავდა, რომ ეს სახლი ეყიდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჰოფმანს ამ გეგმების გამოყენება არ დაჭირდა, მაგრამ მადლიერი იყო, რომ ორივე გეგმა უკანა ჯიბეში ედო.

4. სამსახურის შემდეგ შემოქმედებითი პერიოდი დაგეგმეთ

ყოველი დღე საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფით უნდა დაიწყოთ, და დაასრულოთ კიდეც. ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის 45 წუთის დათმობა, კორტიზოლის დონეს 75 პროცენტით ამცირებს. არ დაივიწყოთ, რომ ამ შემთხვევაში არც მედიუმს აქვს რაიმე მნიშვნელობა და არც თქვენს არტისტულ მონაცემებს. დახატეთ, გიტარაზე დაუკარით, ძველი ავეჯი განაახლეთ ან ნებისმიერი სხვა რამ გააკეთეთ, რაც მოგესურვებათ. როდესაც რაიმეს გააკეთებთ, მეტისმეტად მკაცრად ნუ შეაფასებთ საკუთარ თავს, მთავარი, საბოლოო პროდუქტი კი არა, თვით შემოქმედებითი პროცესია.

5. შეინარჩუნეთ ჯანსაღი აზროვნება

მართალია, თქვენი ბიზნესი მნიშვნელოვანია, მაგრამ არც სამუშაოს დაწყებამდე, არც მუშაობისას და არც მას მერე დაივიწყოთ, რომ ის მთელი თქვენი ცხოვრება არ არის. თუ გარიგება არ შედგა, ამის გამო არავინ გარდაიცვლება, თქვენს ოჯახსა და მეგობრებს მაინც ეყვარებით, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი შემოსავლები ამ კვარტალში. ბიზნესის სამყაროში ყოველი ანტრეპრენერის მოგზაურობას სირთულეები ახლავს თან და ამიტომ, თუნდაც ყველაზე დიდ პრობლემასაც კი ნუ მისცემთ თქვენი სტრესის რეჟიმში გადაყვანის საშუალებას. გახსოვდეთ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებით უკვე იღბლიანი ხართ, რადგან ამ მოგზაურობაში მოგიწიათ მონაწილეობის მიღებ
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი