📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU Cyber Lab ახალ პროექტებს აანონსებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინიცირებული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ინიციატივა 5.0-ს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტების განხორციელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აგრძელებს. საერთაშორისო პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით, BTU Cyber Lab მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს პროექტებს, კონკურსებს, ჰაკათონებს, ფორუმებს კიბერჰიგიენის და კიბერეთიკის გარშემო ცნობიერების ასამაღლებად, საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელად, კვლევებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების დიგიტალიზაციის პროცესში და სხვა.

ინიციატივის ფარგლებში გაიმართება ჰაკათონი, ჩატარდება #SaferInternet Day კამპანია თბილისსა და რეგიონებში, შეიქმნება MOOCs რესურსი, მათ შორის დაიგეგმება ვებინარი რეგიონებში სამიზნე ჯგუფებისთვის; EU-ის დღის წესრიგის გათვალისწინებით შეიქმნება და განვითარდება ბროშურები და სახელმძღვანელოები ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და მოზარდების კიბერჰიგიენის შესახებ;

მსმენელების საჭიროებებზე მორგებული ვორკშოფები და კონკურსები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩატარდება.

2021 წლის გაზაფზულზე გაიმართება ფორუმი EU-ის პოლიტიკის თემატიკაზე.

სხვადასხვა აქტივობების პარალელურად, თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი, რომლის ფარგლებშიც BTU-ს სტუდენტები თეორიული მასალის ათვისების შემდეგ იმუშავებენ პრაქტიკულ ნაწილზე: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი და ღია წყაროების ანალიზი.

"EU-ის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა (EU-Cyber_Edu)" არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტი, რომლის მიზანია ევროპის გამოცდილების გაზიარება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, პროფესორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები საგანმანათლებლო სივრცეში.

ჟან მონეს პროგრამები მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი