You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ სურს ვენჩურულ ინვესტორს, რომ იდეის პრეზენტაცია ჩაუტაროთ Accel-ის პარტნიორი ენდრიუ ბრაჩჩა დაწვრილებით გიხსნით, თუ როგორ უნდა მიყიდოთ თქვენი იდეა ვენჩურულ ინვესტორებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

პროდუქტის ან ბიზნეს იდეის პრეზენტაცია ვენჩურული ინვესტორისთვის დიდ გამბედაობასა და თავდაჯერებას მოითხოვს. ამასთან ერთად, მათთან შეხვედრის მისაღწევად, დიდი შრომა, დრო და კონტაქტები დაგჭირდებათ. თუ მოხდა და ეს შესაძლებლობა შეგექმნათ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, უღიმღამო პრეზენტაცია არ ჩაატაროთ, რომელშიც თქვენი იდეის ისტორია საინტერესოდ და დამაჯერებელად არ იქნება წარმოდგენილი. ამ ისტორიის გარეშე, დიდ რისკზე მოგიწევთ წასვლა, რადგან თქვენი ინვესტორების აუდიტორიას ვერ დაარწმუნებთ, რომ თქვენს იდეასა და თქვენ უნდა დაგიჯეროთ.

ენდრიუ ბრაჩჩასთან (Accel-ის პარტნიორი და ინვესტორი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Slack, PagerDuty, Lynda.com, Squarespace და Prezi) ერთად შევეცადე გამერკვია, ანტრეპრენერებმა ვენჩურული ინვესტორების დასაინტერესებლად, როგორ უნდა გამოიყენონ ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ისტორიების მოყოლა და ვიზუალური მასალები. მან საკუთარი შეხედულებები გამიზიარა იმ ელემენტების თაობაზე, რომლებსაც ანტრეპრენერების შეფასებისას აქცევს ყურადღებას, და იმაზეც, თუ რა ხდის მისთვის პრეზენტაციას დამაჯერებელს. მან ასევე განმარტა, თუ რატომ სჯობს, ვენჩურულ ინვესტორთან პრეზენტაციისას, მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის ლაკონურად მიწოდება. ქვემოთ, თავად ბრაჩჩას მოსაზრებებთან ერთად, ჩვენი საუბრის ძირითად დასკვნებს გაეცნობით.

პრეზენტაცია გამოცდილებად აქციეთ

"მართალია, ეს გარკვეულწილად ანტრეპრენერსა და ვითარებაზეა დამოკიდებული, მაგრამ თქვენი პრეზენტაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერაქტიული უნდა გახადოთ და სრულიად ნათლად და მკაფიოდ გააცნოთ ინვესტორს, თუ რა შესაძლებლობაზეა საუბარი, - გვირჩევს ბრაჩჩა, - თქვენი გამოსვლა მაქსიმალურად საინტერესო უნდა იყოს და ამიტომ ყველანაირად უნდა სცადოთ, რომ დიალოგიც გაიმართოს და შეკითხვებიც დაებადოთ მეორე მხარეს. ეს შესანიშნავი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ პოტენციური ინვესტორი ამ საკითხით დაინტერესდა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ არც ძალდატანება უნდა სცადოთ მათზე, არც უხერხული ვითარება შექმნათ, და არც თქვენი მოსაზრებების დადასტურებას უნდა ელოდეთ მათგან ".

ემოციური კავშირის შესაქმნელად ვიზუალური მასალები გამოიყენეთ

"თუ თქვენს გუნდზე საუბრობთ, პრეზენტაციაზე მათი სურათები უნდა უჩვენოთ, მაგალითად, უნივერსიტეტები, რომლებშიც სწავლობდნენ, სხვა კომპანიები, რომლებშიც მუშაობდნენ და მათ ინტერესებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, - ამბობს ბრაჩჩა, - ბაზრის ტენდენციების გასაცნობად - გრაფიკი, ცხრილი და დიაგრამა შეადგინეთ, ან რეალისტური სურათი შექმენით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, პიროვნებასთან ან ბაზართან დაამყარონ ემოციური კავშირი".

მზად იყავით შეკითხვებზე საპასუხოდ

როგორც ბრაჩჩა აცხადებს, "თუ თავდაჯერებული არ ხართ და გამუდმებით გჭირდებათ დახმარება, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემას შეეჯახოთ. ამიტომ, თავდაჯერებულიც უნდა იყოთ და სათანადოდ მომზადებულიც შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, სერიოზული განაცხადი უნდა გააკეთოთ".

ეცადეთ ლაკონური იყოთ

"ჩემი აზრით, პრეზენტაციის ხანგრძლივობა და დეტალები, მისი წარმატების სინონიმი არ არის, - ამბობს ბრაჩჩა, - მთავარი, რთული ინფორმაციის ნათლად და გასაგებად გადმოცემის უნარია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი პრეზენტაციისას იდეა ლაკონურად აუხსნათ აუდიტორიას, დისკუსია კი, მხოლოდ 45 წუთი გაგრძელდეს".

ყოველ შემთხვევაში, გამოცდილებას მაინც მიიღებთ

ბრაჩჩა გირჩევთ, არ დაივიწყოთ, რომ პრეზენტაცია სულ მცირე, - "ინვესტორებთან და ინფლუენსერებთან შეხვედრის შესაძლებლობაა, რომლებიც დღეს თუ არა, სავარაუდოდ, მომავალში მაინც დაგეხმარებიან. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თქვენს პრეზენტაციაში ისტორიების საინტერესოდ გადმოცემა ისაა, რომ მათ აუცილებლად დაამახსოვრდებით".

თქვენი წინა ისტორიაც მზად გქონდეთ

"ბევრ ანტრეპრენერს პირდაპირ თავგზა უბნევს ის, რომ ინვესტორები მათი წარსულითაც ინტერესდებიან, - გვაფრთხილებს ბრაჩჩა, - მათ წინასწარ არ აქვთ მოფიქრებული, თუ როგორ უნდა უამბონ ეს ისტორია, ან თავიანთი პრეზენტაციის შემდეგ, დიდი დრო რჩებათ ამ ინფორმაციის გასაზიარებლად. ეს კი ინვესტორებთან კონტაქტის დამყარების უზარმაზარი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა".

როგორც ბრაჩჩას დაკვირვებები უჩვენებს, შესაძლოა, თქვენი ბიზნესისთვის გარდამტეხი მომენტი, თქვენი პრეზენტაცია გახდეს ვენჩურული ინვესტორის წინაშე. ამ პროცესის თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე გავლა აუცილებელია, რადგან შესაძლოა დაგეხმაროთ და გაცილებით საინტერესო და ნათელი გახადოთ თქვენი ისტორია. ამასთან, არც ის დაივიწყოთ, რომ ამ ისტორიის განვითარება მეტისმეტად ნაადრევი არასოდეს იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?