You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაში.

სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 0.8 პ.პ-ით ნაკლებია (გაუმჯობესებულია) ივნისის პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტი იქნება (0.2 პ.პ-ით შემცირდა ივნისის მაჩვენებელთან შედარებით).

საქართველოს ეკონომიკა სსფ-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს 5.0 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5.0 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, როგორც 2020-2025, ასევე, 2021-2025 წლებში, საქართველოს, საშუალოდ, ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში. სსფ-ის პროგნოზების მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2022 წლებში, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაჯანსაღება.

სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (ppp) ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

სსფ-ის პროგნოზით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ვალს შემცირების ტენდენცია ექნება. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის შემცირებას, მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ.

ვალის შემცირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში დაფინანსების საჭიროებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე