You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი - ზვიად ციკოლია (Tsikolia) "კორონავირუსმა გვასწავლა, რომ შესაძლოა მეტად გარისკო"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მოულოდნელი გამოწვევა იყო − ყველასგან განსხვავებული! ამიტომაც ითხოვდა ძალიან სწორად გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა ნათქვამია: რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებსო!

ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ხარჯები მაქსიმალურად შევამცირეთ და პრიორიტეტები გადავახარისხეთ.

კორონავირუსმა გვასწავლა, რომ შესაძლოა მეტად გარისკო. სხვებისგან განსხვავებით, არ გავისუსეთ, მეტიც − ახალი მოდელები ჩავუშვით იმაზე ბევრი, ვიდრე ვგეგმავდით. ასევე მეტი ყურადღება დავუთმეთ ონლაინ სერვისებს.

კრიზისი თანამშრომლებზე არანაირად არ ასახულა. არცერთ მათგანს ხელფასი არ დაკლებია, მით უმეტეს − არ შეჩერებია. ბევრმა მდიდარმა კომპანიამ თანამშრომლები დაითხოვა და უხელფასოში გაუშვა. ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს თანამშრომლების მიმართ...

ასეთ რთულ ვითარებაში ბიზნესმა ძალიან დიდი როლი შეიძლება იკისროს. ქვეყნის ეკონომიკა წარმატებული კომპანიის პირდაპირპროპორციულია. კომპანიებს მეტი გონიერება და სხარტი გადაწყვეტილებები სჭირდებათ. საჭიროა ბევრად ეფექტიანი მოქნილობა და გარკვეულწილად, სტერეოტიპების დანგრევა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"