You can be on Entrepreneur’s cover!

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მობილური აპლიკაციების საიდუმლოებები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

აპლიკაციის შექმნა დიდ შრომას მოითხოვს, შემდეგ ეტაპზე, წარმატების მისაღწევად კი, იღბალიც აუცილებელია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს - წარმატებულ აპლიკაციას ისეთი უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რომელიც მას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ საკითხის იგნორირება შეუძლებელია, ისეთი პროდუქტი უნდა შექმნათ, როგორიც მომხმარებლებს სურთ. დავუშვათ, შექმენით პროდუქტი და დარწმუნებული ხართ, რომ ის ფანტასტიკურია. მთავარია, თქვენი აზრი თავიანთი გამოხმაურებებით მომხმარებლებმაც დაადასტურონ. ქვემოთ, ყველაზე წარმატებული აპლიკაციების ჩამონათვალია და იმაზეცაა გამახვილებული ყურადღება, თუ რამ გახადა ეს აპლიკაციები ასეთი წარმატებული.

Instagram: თქვენი პროდუქტის საცდელი ვერსიის პრეზენტაციაზე გავლენიანი ადამიანები მიიწვიეთ

კევინ სისტრომმა, Instagram-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აპლიკაციის ოფიციალურ გაშვებამდე, ტექნოლოგიის სფეროს გავლენიან ბლოგერებსა და საკონტაქტო პირებს მისცა მისი საცდელი ვერსიის გამოცდის საშუალება. მათ შორის, Twitter- ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსიც იყო. დიდი დრო არ იყო გასული, რომ დორსი უკვე მას იყენებდა Twitter- ის მიმდევრებისთვის ფოტოსურათების გასაგზავნად. ამ აპლიკაციის შესახებ ფართოდ გავრცელდა ხმა. მის წარმატებაში ხმების გავრცელებასთან ერთად, სერიოზული წვლილი TechCrunch-საც მიუძღვის თავისი ორი სტატიით, რომელთაგან ერთი აპლიკაციის გაშვებამდე გამოაქვეყნა, მეორე კი - გაშვების დღეს.

Instagram-ზე პირველივე 24 საათში 25,000 მომხმარებელი დაფიქსირდა, მესამე კვირას მათი რაოდენობა 300,000 – მდე გაიზარდა, შემდეგ კი, - ათეულობით მილიონი გახდა.

პირველად, ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ Instagram, iPhone 4 - ის გამოსვლისთანავე გაუშვეს, რომელსაც ბევრად გაუმჯობესებული ეკრანი და კამერა ჰქონდა. კომპანია იმაზეც თანახმა იყო, რომ აპლიკაციიდან სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Twitter-ში, ფოტოების გადატანაც გაემარტივებინა და ამასთან, არც ფოტოების ბლოკირება მოეხდინა ერთ აპლიკაციაში. Instagram-ის კიდევ ერთი უპირატესობა, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლებისთვის, რომელსაც როგორც წესი, მყისიერად სურდა ფოტოების ატვირთვა. აპლიკაციამ მოახერხა და ფოტოების ატვირთვის პროცესი თავიდანვე, გადაღებისთანავე სწრაფი გახადა, შედარებით მცირე ზომის ზომის ფოტოების გამოყენებით.

Snapchat: გაააქტიურეთ თქვენი სამიზნე მომხმარებლები
დამფუძნებლებმა Snapchat-ის შესახებ ხმები პირველად კოლეჯის მეგობრებში, სტენფორდის უნივერსიტეტში გაავრცელეს, მაგრამ აპლიკაცია პოპულარული მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც სკოლის მოსწავლეებს შორის გაიკვლია გზა და მოზარდების კომუნიკაციის შეუცვლელ საშუალებად იქცა.

მისი ვირუსული ზრდის საიდუმლოს ყველაზე კარგად ერთ-ერთი მომხმარებელი აღწერს: მისი მთავარი ფუნქცია მთელი ჯგუფებისთვის შეტყობინებების გაგზავნაა. როდესაც მომხმარებელი ფოტოს ან ვიდეო რგოლს რამდენიმე მეგობარს უგზავნის, მიმღებები იღებენ გზავნილს, რომელიც ინდივიდუალური გზავნილისგან არ განსხვავდება. ფაქტობრივად, მასობრივი გზავნილები პირადს ჰგავს. ეს ამ პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ანუ მინიმალური ძალისხმევით ძლიერი ემოციის გამოწვევა.

მომხმარებლებისთვის უზომოდ მოსახერხებელია ის, რომ გზავნილები გახსნიდან რამდენიმე წამში ქრება, და მათ იმ სპონტანური და პირადი შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ, რომელთა დატოვებაც არ სურთ ციფრულ ისტორიაში.

Evernote: მიიქციეთ პრესის ყურადღება
ფილ ლიბინმა, Evernote-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, doeswhat.com-ზე ერთ-ერთ ინტერვიუში, ყურადღება გაამახვილა, თუ რა დაეხმარა Evernote Corporation - ს უსწრაფესი ტემპებით გაზრდილიყო, Day One-ით დაეწყო და მილიონზე მეტი მომხმარებელი შეეძინა. მისი თქმით, აქ მთავარი, პრესაში თავიდანვე გაშუქება და საცდელი ვერსიის ტესტირება იყო მცირე ჯგუფში.

TechCrunch-მა სტატია გამოაქვეყნა, Evernote- ის დახურულ ტესტირებაზე, რომელმაც პირდაპირ გააღვივა ინტერესი მის მიმართ და შესაბამისად, მისი ზრდის პოტენციალიც გაზარდა. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, Evernote -ის საცდელ ვერსიაზე რამდენიმე ათასი მომხმარებელი დარეგისტრდა. ხმების გავრცელებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით იმ პირველ მომხმარებლებს, რომლებსაც პროდუქტი მოეწონათ.

Evernote-მა გაშვების წუთიდან დაწყებული, პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ სტრატეგიად აქცია, აპლიკაციების მაღაზიის ნებისმიერი გაშვებისას Day One-ზე ყოფილიყო. კომპანიას ყოველი ახალი მოწყობილობის ან პლატფორმის გაშვებისას, მზად ჰქონდა წარსადგენი პროგრამა. ამან შეუწყო ხელი Evernote- ს, ნებისმიერი მოწყობილობის გაშვებისას ერთ-ერთი სადემონსტაციო აპლიკაცია გამხდარიყო.

Clear: იყავით უნიკალური! იყავით მარტივი!

ეს ყველაფერი აპლიკაციის შექმნით დაიწყო, რაც თვით აპლიკაციის დიზაინისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი აღმოჩნდა. ამ აპლიკაციის უნიკალობა ის იყო, რომ ღილაკები არ ჰქონდა და მარტივი გამოსაყენებელი იყო, რითიც აპლიკაციების უზომოდ გადატვირთულსა და რთული ნაკრებში აშკარად გამოირჩეოდა. მისი დიზაინი ყველაზე საინტერესო იყო აპლიკაციაში, ანუ მისი გამოყენების შესაძლებლობა მარტივი ინტერფეისით, ყოველგვარი რთული ფუნქციების გარეშე, რომელშიც ურთიერთობის ბუნებრივი ინსტინქტები დომინირებდა (ხშირად ტეგებით - აპლიკაციები). მათგან, მხოლოდ ერთი ფუნქცია დატოვეს - სიის სწრაფად და სახალისო გზით წარმოება.

Clear app-ის დამფუძნებლებს სრულიად ნათელი და მკაფიო მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდათ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ტექნოლოგიურ ბლოგებში ბაზარზე გასვლამდე გაშუქებულიყო სადემონსტრაციო, მიმოხილვითი და სარეკლამო ვიდეო რგოლები. როგორც აღმოჩნდა, მისი გაშვებიდან ცხრა დღის განმავლობაში 350,000 ეგზემპლარი გაიყიდა. აპლიკაციის ტესტირებაზე მედიის რჩეული წარმომადგენლები მიიწვიეს, რომ ენახათ, მიიპყრობდა თუ არა აპლიკაცია მათ ყურადღებას.

სადემონსტრაციო ვიდეო რგოლი Vimeo-ზე, 2012 წლის იანვარში, MacWorld- ის კონფერენციაზე ატვირთეს, აქ პირველად მოხდა Clear-ის დემონსტრირება. მას 814,000 – ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ამასთან ერთად, კომპანიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პროგრამის გაშვების დროისთვის, 2012 წლის თებერვალში.

Camera+: იყავით აგრესიული სოციალურ ქსელებში
Camera+-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი აპლიკაციის გაშვებისას რაღაც გრანდიოზული მოეწყოთ, და პოპულარულ სოციალურ სერვისებს მიმართეს, რომლებიც ყველაზე შესაფერისი იყო მათი აპლიკაციების შესახებ ხმების გასავრცელებლად. Camera+ -ისთვის, Flickr, Facebook, Twitter და ელექტრონული ფოსტა შეარჩიეს, ამასთან, გაზიარების ფუნქციაც ბევრად უკეთესი გახადეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქცია აპლიკაციების მაღაზიაში.

აპლიკაციის გაშვების სარეკლამო ღონისძიებებში შედიოდა კონკურსი, $10,000+ ღირებულების აღჭურვილობა კამერისთვის, და გარდა ამისა, დაახლოებით 70,000-მა ხელმომწერმა, რომელიც მათი ელექტრონული მისამართების სიაში იყო, ამ მოვლენის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

კიდევ ერთი იდეა იყო, რომ მხოლოდ შიდა გაყიდვებზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებული. დამფუძნებლებმა გააცნობიერეს, რომ შეერთებული შტატების გარდა, კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა თამაშები, რომლებიც რეიტინგებში დომინირებდნენ. ამიტომ, კომპანიამ დიდი ყურადღება მიიპყრო საერთაშორისო ბაზრებზე და აპლიკაციამ ბევრგან მოიპოვა Apple-ის კვირის აპლიკაციის ტიტული.

დამფუძნებელმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, და დემონსტრირება გაუკეთა მის მთავარ ფუნქციას, რომელიც 1.2 ვერსიაში იქნებოდა. ეს ფუნქცია არავის ჰქონდა, და ამიტომ ამ პოსტმა დიდი ხმაური გამოიწვია, და შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში ენთუზიაზმის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"