You can be on Entrepreneur’s cover!

მოტივაცია შემოქმედებით მეწარმეობაში მოტივაციის ეფექტი და წარმატების ფორმულა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„თუ ფრენა არ შეგიძლია, ირბინე... თუ სირბილი არ შეგიძლია, იარე... თუ სიარული არ შეგიძლია, იხოხე... რასაც უნდა აკეთებდე, წინ უნდა იარო", − მარტინ ლუთერ კინგი

ადამიანის ნებისმიერი სახის ქმედება დაკავშირებულია სასურველი მიზნის მიღწევასთან. ჩვენ ვსწავლობთ, იმიტომ, რომ... ჩვენ ვმუშაობთ, იმიტომ, რომ... და სხვა მრავალი. სასურველის მიღების მოტივაცია არის ჩვენი ქმედებების მამოძრავებელი. მოტივაცია და სურვილი, გვინდოდეს დასახული მიზნის მიღწევა ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, მაგრამ მიზნის მიღწევამდე რთული გზის გავლისას მიღებული წარუმატებელი გამოცდილებები, ხშირ შემთხვევაში მოტივაციაზე ახდენს გავლენას.

ფსიქოლოგიაში, მოტივაცია არის ადამიანის შინაგანი პროცესი, რაც ეხმარება მას მიზნისკენ სვლაში. აბრაამ მასლოუმ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღნიშნავდა, რომ ადამიანის ქცევას წარმართავს ძირეული მოთხოვნილებები. მან შეიმუშავა მოთხოვნილებათა პირამიდა, რომელიც ადამიანის მოტივაციის წინაპირობაა.

ინფორმაციისთვის:

1. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები − ჰაერი, წყალი, საკვები, თავშესაფარი, ძილი და სექსი.

2. უსაფრთხოების საჭიროება − დაცულობა სტიქიისაგან, უსაფრთხოების გარანტია, წესრიგი, კანონი, სტაბილურობა და თავისუფლება შიშისგან.

3. სიყვარული და კუთვნილება − მეგობრობა, ინტიმურობა, სინაზე და სიყვარული − სამუშაო ჯგუფისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან და რომატიკული ურთიერთობებიდან.

4. პატივისცემის (აღიარების) მოთხოვნილება − მიზნის მიღწევა, დაუფლება, დამოუკიდებლობა, სტატუსი, დომინანტობა, პრესტიჟი.

5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება − პერსონალური შესაძლებლობების გააზრება, შინაგანი ზრდა, გამოცდილების უმაღლესი მწვერვალი.

ჩვენს სტატიაში, ყურადღებას მეოთხე და მეხუთე მოთხოვნილებაზე გავამახვილებთ, ვინაიდან შემოქმედებითი მეწარმეობა და მოტივაცია/თვითმოტივაცია პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ პუნქტებთან.

ჩვენს ქვეყანაში, ტერმინები „შემოქმედებითი მეწარმეობა" და „შემოქმედებითი ინდუსტრიები" ბოლო დროს ტრენდულად იქცა. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კულტურის სტრატეგია 2025 წლის დოკუმენტში, რომელიც 2016 წელს, საქართველოს მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული, ვკითხულობთ: „შემოქმედებითი ინდუსტრიები − სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში". საქართველოს ხელისუფლება ამუშავებს ყველა შესაძლო მექანიზმს, რათა ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით ინდუსტრიებში და გახდნენ შემოქმედებითი მეწარმეები. თუმცა, აბრაამ მასლოუს პირამიდით თუ ვიმსჯელებთ და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის სიძნელეებს გავიხსენებთ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პირველი სამი მოთხოვნილების პუნქტებს ეკუთვნის. შესაბამისად, მათთვის პირველადი მოთხოვნები და უსაფრთხოება უპირველესია და ინდივიდუალური ინიციატივების სიმცირითაც აიხსნება.

აღნიშნულის მიუხედავად, გვყავს შემოქმედებითი მეწარმეები, რომლებიც საკუთარ ყოველდღიურობას ქედს არ უხრიან და ცდილობენ შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდნენ, ასევე ეკონომიკური სარგებელიც ნახონ. იმისათვის, რომ გავაანალიზოთ რა არის ჩვენი მოთხოვნილება, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას და რატომ ვაკეთებთ. დასახული მიზნის სისრულე და ცოდნა იმისა, თუ საით მივდივართ, გაკეთებული საქმის ნახევარია. ყოველივე ამისთვის კი მოტივაცია უმნიშვნელოვანესია. მიზნის სისრულისთვის, ჟურნალისტიკაში ადაპტირებული 5W შეკითხვა შემოქმედებით მეწარმეობაში ძალიან კარგი ინსტრუმენტია. 5W შეკითხვა: რა, სად, როდის, რატომ, ვინ და როგორ, არის ფუნდამენტური შეკითხვები, რომელიც შემოქმედებით მეწარმეს ეხმარება საკუთარი იდეის დახვეწასა და განხორციელებაში.

ერთი შეხედვით, წარმატება მარტივად მიღწევადი აქტია, რადგან ჩვენ ვხედავთ შედეგს და ვერ ვხედავთ პიროვნების მიერ განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას. შემოქმედებით მეწარმეობაშიც ასეა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დასახული აღიარებისა და წარმატების მოთხოვნილების მიღებამდე ბევრ წარუმატებლობას აწყდებიან და მოტივაცია უქვეითდებათ. თუკი გავაანალიზებთ იმას, თუ რას და რატომ ვაკეთებთ, შევიყვარებთ ჩვენს იდეას და არასოდეს დავნებდებით, წარუმატებლობებს კი გაკვეთილებად და გამოცდილებად აღვიქვამთ, მაშინ მოტივაცია ჩვენი შემოქმედებითი მეწარმეობითი საქმიანობის წარმატების წინაპირობა გახდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს წარუმატებლობის მიზეზი და ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი. გვჯეროდეს იმის, რომ წარუმატებელი მოვლენები არის გაკვეთილები იმისათვის, რომ მომავალში იგივე შეცდომა არ დავუშვათ. თვითმოტივაცია წარმატების გარანტია, რადგან საკუთარი თავის გარდა, სხვა ბოლომდე ვერ გაიგებს ჩვენს შინაგან ხმას, არ ეცოდინება ჩვენი ოცნებებისა და მისწრაფებების შესახებ.

როდესაც მიზნის მიღწევისას რთული დაბრკოლება შეგხვდებათ, ყოველთვის გახსოვდეთ ტომას ედისონი, რომელმაც გამოიგონა ნათურა, ე.წ. lightbulb. იგი ამბობდა: „მე არასოდეს ჩავჭრილვარ, მე ვიცი 10 000-მდე გზა, როგორ არ აინთება ნათურა".

თვითმოტივაციას მივყავართ საკუთარი თავის რწმენასთან და სიყვარულთან, რომელიც ჩვენს შემოქმედებით საქმიანობასთან გვაკავშირებს. იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებული შემოქმედებითი მეწარმეები, აუცილებელია შემდეგი უნარების ფლობა:

  • და ინოვაციური აქტი/ მიდგომა
  • და წარუმატებლობის გაკვეთილად აღქმა
  • ასპექტებზე ყურადღების გამახვილება
  • და საქმისადმი სიყვარული
  • თავის მიძღვნა საქმისადმი (dedication)
  • დროსა და სივრცეში
  • და სიყვარული საქმისადმი

თუკი ჩვენ გვიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, თუკი ჩვენი იდეა ან შემოქმედებითი საქმიანობა არ გვასვენებს და მუდმივად გვახსენებს თავს, შესაბამისად, თვითმოტივაცია თავისთავად არსებობს ჩვენში. ჩვენ მხოლოდ დაგვრჩენია ერთი რამ − წინსვლა არ შევწყვიტოთ და ვიმოქმედოთ.

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი