You can be on Entrepreneur’s cover!

10 Instagram გვერდი, რომლის მიმდევარიც ყველა ანტრეპრენერი უნდა გახდეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Instagram

Instagram სოციალური არხია, რომელსაც 700 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს თვეში და ის შთაგონებისა და მოტივაციის შესანიშნავი წყაროა. ოღონდ, იმ შემთხვევაში თუ სათანადო ადამიანების მიმდევარი ხართ.

თქვენს Instagram ფიდზე იმ ადამიანების რაც შეიძლება ბევრი სამოტივაციო ციტატები, შთამაგონებელი ისტორიები და აღმაფრთოვანებელი ვიდეო რგოლები ატვირთეთ, რომელთა მიმდევარიც ხართ და რომლებიც გარკვეული ინდუსტრიების უდიდესი და ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან. მათთან ერთად, არც ნაკლებად ცნობილი ადამიანების ინფორმაცია დაივიწყოთ. ამ 10 Instagram ანგარიშს ყურადღებით გადახედეთ, რადგან ნებისმიერი ანტრეპრენერი ნამდვილად უნდა გახდეს ყოველი მათგანის მიმდევარი.

Gary Vaynerchuk, @garyvee

სერიული ანტრეპრენერი, ბესტსელერების ავტორი, საერთაშორისო სპიკერი და ინტერნეტ პერსონა, გარი ვაინერჩუკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ბიზნეს ლიდერია. ეს გულღია და დაუნდობელი პიროვნება თავის მიმდევრებს უბიძგებს საუკეთესონი იყვნენ. მას 1.7 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მისი Instagram ანგარიში სავსეა სამოტივაციო ციტატებით, ვიდეო რგოლებითა და გაკვეთილებით, რომლებიც ბიზნესის დაწყებასა და თქვენი ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ.

„თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი ნაკლოვანებებით"

Tony Robbins, @tonyrobbins

ბიზნესმენი, ბესტსელერების ავტორი, ინსტრუქტორი ცხოვრების სტილის საკითხებზე და იდეური ლიდერი, ტონი რობინსი, ცდილობს, ადამიანებს თავიანთი ოცნებების ასრულებაში დაეხმაროს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ლიდერობის კურსის ინსტრუქტორთა შორის და ადამიანებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმის გამომჟღავნებაში მთელ მსოფლიოში ეხმარება. მისი Instagram თავისი 1.4 მილიონი მიმდევრით დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან იგი თავისი სამოტივაციო ციტატებითა და ვიდეო რგოლებით, შთაგონების წყაროცაა და რობინსის პირად ცხოვრებაზეც იძლევა წარმოდგენას.

„ნამდვილი ლიდერები მიმდევრებს კი არა, ბევრ ლიდერებს ქმნიან ".

Brene Brown, @brenebrown

ბრენ ბრაუნი მეცნიერი, ბესტსელერების ავტორი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეა, ადამიანის ემოციებს სწავლობს და მისი გამოსვლა თემაზე - „დაუცველობის ძალა", ყველაზე პოპულარული იყო Ted კონფერენციაზე. ადამიანებს ასწავლის გაბედული და ნამდვილად ეფექტური ლიდერები გახდნენ. მას 554.000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს Instagram-ზე, რომლებსაც თავისი საყვარელი თემებიდან (როგორიცაა საკვები, წიგნები და კერპები) სხვადასხვა რჩევებს, სამოტივაციო ციტატებს, ფოტოსურათებსა და თავშესაქცევ გამოსახულებებს უზიარებს, და რომლებიც მის დაბალანსებულსა და ჯანსაღ ცხოვრების წესს უკეთებენ დემონსტრირებას.

გამბედაობა - ეს სიტყვა გულიდან მოდის

„ამ სიტყვის ლათინური ვარიანტის ფუძე, cor - გულს ნიშნავს და ყველაზე ადრეული მნიშვნელობით, საკუთარი აზრის გამოთქმას, საკუთარი გულისთქმის გამხელას გულისხმობდა".

ძლიერად შეიყვარეთ. გაბედული იყავით.

Peter Voogd, @peterjvoogd

თუ თქვენთვის აუცილებელია ყოველდღიური მოტივაცია, სხვაგან მოძებნა არ დაგჭირდებათ. ანტრეპრენერისა და ბესტსელერის ავტორის, პიტერ ვუგდის Instagram, მართლაც გასაოცარია თავისი შთამაგონებელი ციტატებით ანტრეპრენერობაზე, ოცნებების ახდენაზე, წარუმატებლობების თავიდან აცილებაზე და კიდევ ბევრ სხვაზე. მას 61.000 მიმდევარი ჰყავს და მისი Instagram ნამდვილი ოქროს საბადოა ყოველდღიური რჩევების მისაღებად.

„ოცნებების მისადევნელად საუკეთესო გზა, საკუთარ გონებაში ჩაძირვაა".

Gabby Bernstein, @gabbybernstein

გაბი ბერნშტეინი წიგნების ავტორიცაა, ინსტრუქტორიც ცხოვრების სტილის საკითხებში, და სპიკერიც - მოტივაციის საკითხებში. ოპრა უინფრიმ მას „ახალი იდეური ლიდერი" უწოდა. ის ადამიანებს დაბალანსებული ტიპის ცხოვრებას ასწავლის, და იმასაც თუ როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული. ის ნათელი და დადებითი პიროვნებაა და ეს ნამდვილად გამოსჭვივის მისი ციტატებიდან, ფოტოსურათებიდან, დამამშვიდებელი და თვალწარმტაცი გამოსახულებებიდან და ზოგიერთი საყვარელი წიგნიდან, რომელიც Instagram-ზე აქვს ატვირთული.

„თუ არ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რაც თქვენი აზრით, გჭირდებათ და ის გამოჩნდება, რაც ნამდვილად გჭირდებათ"

Lewis Howes, @lewishowes

ლუის ჰოუზს პოპულარული პოდკასტი აქვს, რომელიც მთელ სამყაროს მოტივაციის უფასო წყაროს სთავაზობს და ამ მხრივ, არც მისი Instagram-ია განსხვავებული. ის ანტრეპრენერია, ავტორი და ყოფილი პროფესიონალი ათლეტი და თავის 321.000 მიმდევარს ოცნებების ახდენაში რომ დაეხმაროს, შთამაგონებელ ისტორიებს, ციტატებსა და ვიდეო რგოლებს უზიარებს.

„არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში, ზუსტად დღესა არის თქვენი ოცნებების ახდენის დრო"

Arvin Lal, @arvinsworld

არვინ ლალი ანტრეპრენერია, საკვები დანამატების კომპანია Shredz Supplements-ის დამფუძნებელი. თავის საქმეზე შეყვარებულია, დისციპლინირებული და მოტივირებული ადამიანია, თავის Instagram-ანგარიშს რეპუტაციის შესაქმნელად და სხვებისთვის იმის სასწავლებლად იყენებს, თუ როგორ უნდა გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები. ლალის 887.000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მათ სამოტივაციო ფრაზებს უზიარებს, თავისი საქმიანობის შესაბამისად აახლებს ინფორმაციას და ისეთი თვალწარმტაცი სურათები აქვს ატვირთული, რომ გულს ნამდვილად აგიჩქროლებთ.

„წარმატება მხოლოდ მაშინ მოვა, როდესაც პროგრესის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებთ"

Caleb Maddix, @calebmaddix

ქელებ მადიქსი მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ექვსი წიგნის ავტორი, ანტრეპრენერი და სოციალური მედია ინფლუენსერია. ჟურნალმა Forbes-მა თავის 2019 წლის გამოცემაში, „Top 30 Under 30" ანტრეპრენერთა სიაშიც კი შეიყვანა. ამ მოზარდისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება და ამისთვის მისი Instagram შესანიშნავი ადგილია. მას დაახლოებით 50.000 მიმდევარი ჰყავს, მისი Instagram სავსეა შთამაგონებელი ციტატებით, სასარგებლო ვიდეო რგოლებითა და გულშიჩამწვდომი ისტორიებით.

„თუ ბიზნესს დაიწყებთ, შესაძლოა, ხელი მოგეცაროთ, მაგრამ თუ არ დაიწყებთ, სრული გარანტია გაქვთ, რომ ხელი მოგეცარებათ" @calebmaddix

Gerard Adams, @gerardadams

ჯერარდ ადამსი Elite Daily -ის თანადამფუძნებელი და მილენიელი მენტორია, მისი მისიაა, სხვებსაც მისცეს შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიონ. ცდილობს, ახალბედა ანტრეპრენერებს დაეხმაროს და საკუთარი ცოდნა ბიზნესში მთელ მსოფლიოს თავისი ვიდეო სერიებითა (სახელწოდებით, „ლიდერები ლიდერებს ქმნიან", რომელსაც Entrepreneur Network ავრცელებს) და სოციალური ქსელით გაუზიაროს. მას Instagram-ზე 301.000 მიმდევარი ჰყავს და რასაც კი აკეთებს, მათ ყველაფერს უზიარებს შთამაგონებელი ვიდეო რგოლებით.

ნურასოდეს დანებდებით

„ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი, მცირე ასაკიდან გვაქვს ნასწავლი. თუ რაიმე გინდათ, მიდიხართ და იღებთ მას, არ აქვს მნიშვნელობა რა სირთულეები და დაბრკოლებები გეღობებათ გზაზე. არავის უთქვამს, რომ ეს მარტივია, მაგრამ ბევრმა დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღირდა".

Sara Blakely, @sarablakely

სარა ბლეიკლი ოთხი შვილის დედა და Spanx-ის შემქმნელია. მას დაძაბული ცხოვრება აქვს, რომელსაც 47.000 მიმდევარს უზიარებს Instagram-ზე. ბლეიკლი ხალისიანი, გულწრფელი, საინტერესო და აქტიური პიროვნებაა და თავის გასაოცარ პიროვნულ თვისებებს თავშესაქცევი სურათებითა და ისტორიებით უკეთებს დემონსტრირებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"