📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ACER - ტექნოლოგიები ახალი გამოცდილებებისთვის კომპანიამ ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობები წარადგინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ACER
Jason Chen - Acer CEO

ტექნოლოგიურმა კომპანია ACER-მა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს, ამჯერად ონლაინ პრესკონფერენციის მეშვეობით საზოგადოებას მორიგი სიახლეები გააცნო. კრეატიულობის, ინსპირაციის, პროდუქტიულობისა და საინტერესო კოლაბორაციების მხარდაჭერის მოტივაციით, კომპანიამ ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობები წარადგინა. როგორც მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, Jason Chen-მა განაცხადა, თითოეული მათგანის მიზანი თანამედროვე ადამიანების საჭიროებებთან მორგება და მათთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტაივანური წარმოშობის კომპანია საერთაშორისო ინდუსტრიაში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელია. 1976 წელს შექმნილი ACER-ი ციფრულ ბაზარზე დღემდე მოწინავე პოზიცებს ინარჩუნებს და ლოიალურ მომხმარებელთა დიდი არმია ჰყავს.

კომპანიამ დისტანციური და კომფორტული მოხმარებისთვის, Spin, Swift და Aspire ნოუთბუქების სერია შემოგვთავაზა.

ACER SPIN

ACER SWIFT

ACER ASPIRE

ახალი მოწყობილობა გამოირჩევიანი სიმსუბუქით, ელემენტის ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმით, ეკრანის გამოსახულებით და ძლიერი წარმადობის ტექნიკური მახასიათებლებით.

აღსანიშნავია, რომ უახლესი მოდელები ანტიმიკრობული მასალებითაა შექმნილი, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ამავე მიზნით, კომპანიამ დახურულ სივრცეში ჰაერის ბაქტერიებისგან გამწმენდი ACERPURE COOL წარმოადგინა, რომელიც სამმაგი ფილტრაციის სისტემითაა აღჭურვილი.

ანიმაციური და გრაფიკული ნამუშევრების ეფექტურად შესაქმნელად, ACER სპეციალიზებულ ACER CONCEPT D-ს გვთავაზობს, რომლის მეშვეობით ერთი გამოსახულების 12 განსხვავებულ სტილში დამუშავებაა შესაძლებელი. კონსტრუქტორებსა და ინჟინრებს კი საგანგებოდ მათ საჭიროებებზე მორგებული CONCEPT D7-ით შეუძლიათ ისარგებლონ, რომელიც გამორჩეულად რთული კონსტრუქციების ციფრულ მოდელირებას ხდის შესაძლებელს.

კომპანიას არც გეიმინგის მოყვარულები დარჩენია უყურადღებოდ და მათ თამაშის სრულიად ახალ, მძაფრ გამოცდილებად გარდაქმნას PREDATOR XB3 VISIONCARE-ით ჰპირდება. ის მხედველობაზე განსაკუთრებული ზრუნვის კომპონენტითაა შექმნილი.

პრესკონფერენციის გამორჩეულ სიახლეს კი კომპანია PORSCHE-სა და ACER-ის კოლაბორაციული მოდელი − ACER PORSCHE DESIGN ACER BOOK RS წარმოადგენდა, რომელიც დახვეწილი დეტალებისა და მრავალმხრივი ფუნქციური მახასიათებლების სინთეზით შეიქმნა. ის უახლესი დიზაინისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების ოსტატური ნაზავია, რომელიც PORSCHE-ს ქარიზმატულ ხასიათსა და ACER-ის მძლავრ ტექნოლოგიებს აერთიანებს. როგორც Jason Chen-მა აღნიშნა, ახალი ნოუთბუქი ტექნოლოგიური ესთეტიკის ნიმუშია, რომელიც მსოფლიოს ორი წამყვანი კომპანიის პროფესიონალებმა საერთო ღირებულებებისა და ხედვების კომბინაციით შექმნეს. უწყვეტი განვითარება, სწრაფვა ინოვაციებისკენ და მომხმარებელთა საჭიროებების პრიორიტეტულობა კი ის საერთო ფასეულობებია, რომელიც ACER-სა და PORSCHE-ს, საკუთარი ინდუსტრიების ლიდერ კომპანიებს აერთიანებს.

მომავალსა და გამორჩეულ სიახლეებზე ორიენტირებით კი კომპანია აქტიურ მუშაობას კვლავაც აგრძელებს, რათა ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ადამიანების სულ უფრო და უფრო განუყრელი ატრიბუტი ხდება, გაცილებით კომფორტულ და პროდუქტიულ გამოცდილებად აქციოს.

იხილეთ კონფერენცია სრულად:

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან