You can be on Entrepreneur’s cover!

ქართული ბიზნესი ბრიტანულ ბაზარზე ექსპორტს მინიმალური რისკებით შეძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

22 ოქტომბერს „ტექნოპარკში" ბრიტანეთ–საქართველოს სავაჭრო პალატამ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პალატის დირექტორმა მაკო აბაშიძემ განაცხადა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, მინიმალური რისკებით დაიწყონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ბრიტანეთის ბაზარზე.

„თუ აქამდე კომპანიებს დიდი რესურსი სჭირდებოდათ ბრიტანეთის ბაზარზე ექსპორტის დასაწყებად, რასაც მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბის მეშვეობით ეს უკვე ყველა – დიდი, საშუალო თუ მცირე კომპანიისთვის ხდება შესაძლებელი" – უთხრა Entrepreneur-ს მაკო აბაშიძემ.

ბაჩი გაბუნიამ, რომელიც პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას ბრიტანეთიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ თუ აქამდე ბიზნესს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც ფინანსური რესურსის გარდა, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, ახლა ექსპორტის დაწყება გაცილებით მარტივად შეიძლება მოხერხდეს. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბი საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირებასთან და ლონდონის საწყობში განთავსებას, ადმინისტრირებასა და მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესი გათავისუფლდა დიდი ფინანსური რისკებისგან, რაც დაკავშირებული იყო მოცულობითი ტვირთის გაგზავნასთან. დღეს კონტეინერის ნაცვლად ბიზნესს უკვე შეუძლია მხოლოდ თუნდაც ერთი პალეტი გააგზავნოს ბრიტანეთში, რაც დაუზოგავს როგორც ტრანსპორტირების, ისე საწყობის ხარჯებს. პროდუქციის წარმატებით რეალიზაციის შემთხვევაში კი ნებისმიერ დროს შეეძლება საექსპორტო მოცულობის გაზრდა.

რატომ დიდი ბრიტანეთი? დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ყოველთვის იყო და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დღემდე სტატისტიკურად ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოქმედებს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რის გამოც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტები თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

ბრიტანეთში პროდუქციის ექსპორტით დაინტერესებულ ბიზნესს დეტალების დასაზუსტებლად შეუძლია დაუკავშირდეს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბის დამფუძნებელს ბაჩი გაბუნიას: b.gabunia@ugth.co.uk; +44 (0)3333449546

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"