You can be on Entrepreneur’s cover!

Bookshop.ge-ის წიგნის კლუბის შეხვედრაზე საიმონ სინეკის The Infinite Game განიხილეს შეხვედრის ფასილიტატორი მაკო ჯაოშვილი გახლდათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

English Book Education-ის ინიციატივით 23 ოქტომბერს განსხვავებული კონცეფციის ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზიის - bookshop.ge-ის ბაზაზე შექმნილი წიგნის კლუბის შეხვედრა გაიმართა. კლუბი ზრდასრულთათვის წიგნის კითხვის პოპულარიზაციას, მსოფლიო ლიტერატურის ორიგინალში კითხვასა და მიღებული ემოციების გაზიარებას ემსახურება.

წიგნის კლუბის წევრებმა სადისკუსიო ფორმატში განიხილეს ლიდერშიფის გურუს, საიმონ სინეკის წიგნი The Infinite Game. ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ყოველდღიურობა და ახალმა გამოწვევებმა ბიზნესში ახალი წესები დაამკვიდრა. რთულია გაურკვევლობასა და არაპროგნოზირებად სამყაროში შეინარჩუნო პოზიტიური აზროვნება და იყო ორიენტირებული არა გადარჩენაზე, არამედ უსასრულო ბიზნესის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ შეირჩა პირველი შეხვედრისთვის სინეკის აღნიშნული წიგნი.

ნიუ - იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი წიგნი მკითხველს დაეხმარება აღმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც უსასრულო აზროვნების ლიდერი. შეხვედრის ფასილიტატორი გახლდათ პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი მაკო ჯაოშვილი, ტრენერობის 10 წლიანი გამოცდილებით.

შეხვედრის დროს წიგნის კლუბის თითოეულმა წევრმა გამოხატა საკუთარი აზრი, დამოკიდებულება და გამოცდილება, როგორ ხედავენ ავტორისეულ ხედვას უსასრულო თამაშების მიმართ. მთავარი შეკითხვა რომლითაც დისკუსიის ფორმატი გაიხსნა იყო არსებობს თუ არა სასრული „ქმედებები"?! წიგნის კლუბის უნიკალურობა სწორედ დებატებში მდგომარეობს, სხვადასხვა სტატუსის, გამოცდილების, განათლების, პროფესიის, ინტერესების და ასაკი ადამიანები იკრიბებიან და მსჯელობენ ერთ საერთო თემაზე თავიანთი ჭრილიდან.

„კითხვამ მომცა ის შესაძლებლობები რაც აქამდე არ მქონია. მანახა ის მსოფლიო რომელიც აქამდე არ მინახავს. შეხედულებების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლიც კი ითამაშა. ზუსტად ეს არის რისი მიცემაც გვინდა საქართველოსთვის, ემოციები, ინსპირაცია, ამბები რომელიც უნდა იცოდე და განიხილო წიგნის კლუბის შეხვედრაზე... არ ვიცი, წიგნზე უკეთესად ამას რა გააკეთებს?,"- განაცხადა Entrepreneur-თან საუბრისას მიხეილ გურგენიძემ - English Book Education-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ოპერაციები და ბიზნეს განვითარება.

წიგნის კლუბის შეხვედრები იმართება ყოველი თვის ბოლო კვირის პარასკევს, საღამოს 19:00 საათზე, bookshop-ის ვაკის ფილიალში ჭავჭავაძის #14. კლუბის წევრები შემდეგი სესიისთვის წასაკითხ წიგნს ერთად შეარჩევენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ბიზნეს ლიტერატურა, ასევე მხატვრული ჟანრის წიგნი. სადისკუსიო ფორმატიდან გამომდინარე ჯგუფში მაქსიმუმ 8 ადამიანია. წიგნის კლუბში რეგისტრაცია გრძელდება. არსებული ჯგუფები რომელ წიგნს აირჩევენ შემდეგი თვიდან ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი ჯგუფის წევრები პირველი შეხვედრისთვის წაიკითხავენ და განიხილავენ დეივ კერპენის წიგნს The Art of People.

წიგნის კლუბი ეფუძნება სამ მნიშვნელოვან ღერებულებას: Read, Discuss და Inspire. Bookshop.ge-ის წიგნის კლუბი არის საერთო სივრცე, რომელიც აერთიანებს განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებს, რომლბსაც საშუალება ეძლევათ მოწვეულ მოდერატორებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა ჟანრის წიგნები, ისაუბრონ როგორც წიგნის, ასევე ავტორი შესახებ, გაცვალონ ღირებულებები და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. Bookshop.ge-ის წიგნი კლუბი თითოეულ მონაწილეს ეხმარება 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორიც არის ლოგიკური მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა და სხვისი აზრის პატივისცემა.

წიგნის კლუბის წევრები იხდიან ყოველთვიურ საწევროს, სიმბოლურ 10 ლარს. ისინი სარგებლობენ 10% ფასდაკლებით bookshop-ის პროდუქციაზე, როგორც მხატვრულ და არა მხატვრულ ლიტერატურაზე, ასევე ბრენდირებულ აქსესუარებზე. წევრები იკრიბებიან თვეში ერთხელ და განიხილავენ მათ მიერ შერჩეულ წიგნს. ასევე წიგნის კლუბის წევრებს აქვთ დამატებითი შეთავაზებები და ბენეფიტები, რომლითაც ისინი სარგებლობენ. წიგნის კლუბში გაწევრიანება შეუძლია 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე