You can be on Entrepreneur’s cover!

დიახ, თქვენ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ დიდოსტატები მრავალი ამოცანის შესრულებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

გაი ფიერი

შეფმზარეული, ტელეწამყვანი, Donkey Sauce-ის („ვირის საწებელა") მწარმოებელი

„იქამდე დაამყარეთ თქვენს ადვოკატთან კარგი ურთიერთობა, ვიდრე ის დაგჭირდებათ", − ამბობს გაი ფიერი. „და თქვენს ბუღალტერთანაც. ნუ დაელოდებით, ვიდრე უთვალავი შეკითხვა დაგიგროვდებათ, იქამდე გაარკვიეთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი საბუღალტრო სისტემა". ფიერი არ საუბრობს თავის სხვადასხვა ტიპის სასაუზმოებზე ან კიდევ სხვა ნებისმიერ საკითხზე საკუთარ სატელევიზიო შოუში, რომელმაც პრემია „ემი" დაიმსახურა. თქვენ მას სულ სხვაგვარს იხილავთ, თუ გაგიმართლებთ და ერთ მშვენიერ საღამოს მის 60-ზე მეტ რესტორანთაგან ერთ-ერთში შეივლით (ის ნამდვილად შეირბენს ხოლმე იქ!), სადაც მომხმარებელს ყველაზე გემრიელ საფირმო საწებელას სთავაზობს, რომელიც ოდესღაც სენდვიჩს ამშვენებდა. ეს მისი საფირმო ვირის საწებელაა. მაგრამ ფიერი არ გამხდარა სახელგანთქმული შეფმზარეული, სუპერვარსკვლავი, ახლა ის ღვინოსაც აწარმოებს და საკმაოდ ბევრ წიგნსაც წერს ტატუირებასა და პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც ბესტსელერები ხდება. მან ეს ყველაფერი იმიტომ შეძლო, რომ ანტრეპრენერიცაა და იმიტომ, რომ შესანიშნავი ურთიერთობები აქვს თავის ადვოკატთან და ბუღალტერთან. „დღემდე ხელი არ მომცარვია იმის გამო, რომ საკმაოდ კარგად ვიყურები წინ", − ამბობს იგი.

წინ ყურება. იმის დასადგენად, თუ როგორ შეუძლია ადამიანს თითქმის ერთსა და იმავე დროს, ჩიზბურგერის მომზადება შაშხით ლას ვეგასში, ტელეშოუს წაყვანა სასაუზმოში აიოვას ცენტრში, თავისი ბოლო მოსავლის დაგემოვნება სონომაში. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რას ნიშნავს მისთვის წინ ყურება. ეს უბრალოდ, ზოგადი სურათის დანახვას კი არა, ხვალინდელი დღის დანახვას ნიშნავს.

„ჩვენს კომპანიაში სისტემა გვაქვს დანერგილი − Knuckle Sandwich, რომელიც საღამოს 5 საათზე უკვე შემდეგი დღის განრიგს ქმნის", − ამბობს იგი, − „ჩვენს მას საკეტს ვუწოდებთ, მასში შემდეგი დღის ყველა დეტალია შეტანილი. ეს ფიერის თანაშემწის ჰერკულესური შრომაა,

როგორც თვითონ აღწერს, ეს „ყველა პეპლის დაჭერაა" და დეტალური დღის განრიგის შექმნა. ის ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას, მაგალითად, იმ მძღოლის სახელი და ტელეფონის ნომერიც კი იცის, რომელსაც ფიერი ფოტოსესიაზე მიჰყავს ჟურნალისთვის ფოტოსურათების გადასაღებად. ამ ფაქტის გამო, კომპანიაში ყველა თანაბარ მდგომარეობაშია და ყველას აქვს საშუალება დაკავებული ადამიანის ყველაზე ფასეული საქონელი − დროის დაკარგვა აიცილონ თავიდან.

„ამგვარად, ჩემმა თანამშრომლებმა იციან, რომ 2:30-ზე არ უნდა დამირეკონ, ამ დროს დაძაბული ვარ, ინტერვიუზე ვარ ერთ ჭირვეულ ჟურნალისტთან ჟურნალ Entrepreneur- იდან!", − ამბობს იგი სიცილით.

„საკეტი" მხოლოდ დაგეგმარებასთან არ არის დაკავშირებული, ნდობასაც ქმნის. როდესაც ყველამ იცის, რა ხდება, ის კომფორტულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ისინი მის იდეებს ახორციელებენ.

ფიერის ფილოსოფია გიგანტური კომპანიის მართვისას ის არის, რაც მან რესტორნებში შეფმზარეულის როლის შესრულებისას ისწავლა. იქ ყველაფერი გუნდის სიძლიერეზეა დამყარებული. „ეს ყველა იმ ადამიანის კოლექტიური ენერგიაა, რომლებსაც კერძები გადააქვთ თეფშებზე, შემდეგ ეს თეფშები მაგიდებთან მიაქვთ და ფული შემოაქვთ სალაროში", − ამბობს იგი. „ამ ჯაჭვში ბევრი ადამიანია და საკმარისია ერთი უხეში ოფიციანტი, ერთი ჭუჭყიანი თეფში ან ერთი ზოზინა მზარეული, რომ ეს ჯაჭვი გაწყდეს და შედეგად, კატასტროფას მიიღებთ. მხოლოდ ერთ გაყიდვას კი არა, ყველა მომავალ გაყიდვასაც დაკარგავთ".

როგორ შეგიძლიათ გარანტიის შექმნა, რომ ამ ჯაჭვში სუსტი რგოლი არ იქნება? იმით, რომ თითოეული რგოლი ნათლად უნდა აცნობიერებდეს, ჯაჭვის რა ნაწილში იმყოფება. ამას ტონს „საკეტი" აძლევს. თითოეულმა იცის, სად იმყოფება და როდის, მაგრამ ფიერი ამაზე შორსაც კი მიდის. მას სურს, მისი თანამშრომლები ყველა დეტალის საქმის კურსში იყვნენ, ყველაფერი გაითვალისწინონ, მათ შორის, რესტორნის მენეჯერების ჩათვლით, რომლებსაც მოგება-ზარალის უწყისები აქვთ ნანახი. ასე რომ, ამბობს იგი, ამ გზით მათ ყველაფერი იციან.

„აი, სად ვიგებთ − ჩვენ ბევრ ფულს ვიღებთ. აი, სად ვაგებთ − ვიღაც მთელი ღამით ჩართულს ტოვებს კონდიციონერს. განათლებასა და ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენ მათ ასწავლით, აძლიერებთ, შემდეგ კი საშუალებას აძლევთ თავისუფლად აკეთონ თავიანთი სამუშაო. ეს დიდი ნდობაა, თქვენთვის პარაშუტს ვიღაც სხვა ფუთავს".

თავისი „ჯარების მოწესრიგებით", მას კიდევ ერთი ბრძოლის მოგება შეუძლია, რომელიც მის თავში მძვინვარებს. როდესაც ლიდერს ამდენი მოვალეობა აქვს, რამდენიც ფიერის, და ჟონგლირებას ცდილობს, ძალიან სახიფათოა წუთითაც კი დავიწყება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. „თქვენ დრო გჭირდებათ საკუთარი თავისთვის, თუ მუდამ მუშაობთ, მუშაობთ და მუშაობთ, ან კიდევ თუ ყოველთვის ოჯახში ხართ, ამ შემთხვევაში ორგანზომილებიანი ხდებით", − ამბობს იგი, − „თუ ერთ- ერთი მათგანი შეირყევა, თქვენც შეშფოთდებით. პირად დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად. და ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად კარგად უნდა გამოიძინოთ!"

მის გარშემო ყველამ ისწავლა, რომ ამ საკითხების მიმართ პატივისცემით უნდა განეწყოს. ის ამბობს, რომ დიდ იმედს ამყარებს თავის მშობლებზე, მეუღლესა და შვილებზე, რაც რთულ სიტუაციებშიც კი სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება. მათ მაგალითად, იციან, რომ ვიდრე რაიმეს გააკეთებს, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ის იმაზე მუშაობს, რომ სხვა აზრები მოიცილოს თავიდან. გადაღების წინ ელექტრონულ ფოსტას არ ამოწმებს, არც განახლებებს აქცევს ყურადღებას. ის მშვიდადაა, ყურადღება აქვს გამახვილებული. დაე, მისი გუნდი, რომელსაც ის ენდობა, გაუმკლავდეს იმას, რაც ხდება. „მე ჩემს მეუღლეს ვთხოვ, ცოტა მოიცადოს, არ მითხრას ის, რაზეც არ გამეღიმება, − ამბობს იგი, − „სარწყავი სისტემის მექანიზმი დაზიანდა და ბოლო 10 საათი წყალს ასხამდა? ჩვენ ამას მაშინ მოვაგვარებთ, როდესაც შინ დავბრუნდები. ჩემთვის არ არის აუცილებელი ამის ცოდნა, როდესაც შეფმზარეულების ტელესერიებში ვარ მთლიანად ჩართული". თუმცა ზოგჯერ ამ თავის პირად დროს სულაც არ ატარებს მარტო. გასულ ზაფხულს თავის ოჯახთან ერთად Disney World-ში ისვენებდა, Chicken Guy-ს გახსნის აღსანიშნავად. ეს მისი ახალი კონცეფციაა პარკში, ტყის ხანძრებმა მისი მშობლიური ჩრდილოეთ კალიფორნია გაანადგურა. ის თვითმფრინავში ჩაჯდა და შინ დაბრუნდა, შემდეგ თავის ვაჟთან ერთად რედინგში გაემგზავრა და 20 000-ზე მეტ ადამიანს მიაწოდა საკვები. „ადამიანები მოხალისეებად მოდიოდნენ ჩვენს დასახმარებლად, ისინი, რომლებმაც ახლახან დაკარგეს სახლები", − ამბობს იგი. ისინი ალბათ ფიქრობდნენ: „წასასვლელი არსად მაქვს, არ შემიძლია ჩემთვის თავშესაფარში ვიჯდე, მინდა, სხვებს დავეხმარო". ამაზე ხომ სხვა ვერაფერს იტყვით, თუ არა − „აბა, სასწრაფოდ წინსაფარს მოჰკიდეთ ხელი". ეს არც სამსახური იყო და არც ოჯახში გატარებული დრო. უბრალოდ, იმის გაკეთების დრო იყო, რაც სწორად მიიჩნეოდა. ეს სულიერი მდგომარეობაა, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველაფერი. „საბოლოოდ", – ამბობს ფიერი, − „ეს არის გასაღები იმ ტიპის ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც მას აქვს. აქ საუბარი წონასწორობის მოძებნაზეა. ის თავის გუნდზე ამყარებს იმედს, ხოლო მისი გუნდი მასზე, და ისინი გზადაგზა ყველაფერს არეგულირებენ. „თუ მე შვიდ მილიონ საქმეზე ერთად ვიფიქრებ, რომელიც ერთსა და იმავე დროს ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრონომიული სიჩქარით გავიქცევი წინ და ვერცერთ რბოლას ვერ მოვიგებ", − ამბობს იგი, − „თუ ამას საჭირო დროს გავაკეთებ, ამ ტკბილ ადგილას საშუალო სიჩქარით მივქრით, შემიძლია ამის გამო მთელი დღეც კი ვირბინო. სწორედ ამიტომ აქვს მას საკმარისი ენერგია, რომ თავის ადვოკატსა და ბუღალტერს დაელაპარაკოს", − დენ ბოვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე