You can be on Entrepreneur’s cover!

ანტრეპრენერობა - გლობალური თანამშრომლობის ახალი მამოძრავებელი ძალა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ქვეყნების უმრავლესობა როგორ წესი, მთლიანად შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების მხრებზე დგას, რომლებიც საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე. ანტრეპრენერები ახალ ბიზნესებს, პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას უწყობს ხელს და ამავე დროს, დასაქმების შესაძლებლობასაც იძლევა იქ, სადაც ამის ნაკლებობაა. სტარტაპები თავიანთ საზოგადოებებში ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ, როგორიცაა უმუშევრობა, მიგრაცია და პოლიტიკური არასტაბილობა.

ათობით წლების განმავლობაში შეერთებული შტატები იყო ანტრეპრენერთა ბუდე. ამერიკელი გამომგონებლები და ნოვატორები, თომას ედისონით დაწყებული და ოპრა უინფრით დამთავრებული, ანტრეპრენერულ აზროვნებას იყენებდნენ უსაფრთხოების, სტაბილობისა და აყვავების უკეთესი შესაძლებლობების შესაქმნელად. ქვეყანაში ინკუბატორებისა და აქსელერატორების მთელი ქსელია და ამის მიუხედავად, ანტრეპრენერული ეკოსისტემა მაინც ჩამორჩება; მდგომარეობის გამოსწორება კი ნამდვილად აუცილებელია. ამერიკელი ინოვატორები საკუთარ სახლში, შეერთებულ შტატებში უკეთესი ანტრეპრენერები რომ გახდნენ, გლობალური პერსპექტივები, კულტურათაშორისი აზროვნება და ქსელი აუცილებელია.

სამყარო რთული და ერთიანი ხდება, ხოლო გლობალური ბიზნეს ლანდშაფტი - გაცილებით კონკურენტუნარიანი. ამან მთელი რიგი პრობლემები და შესაძლებლობები შექმნა, რომლებიც როგორც ამერიკელ, ისე სხვა ქვეყნების ანტრეპრენერებს აიძულებს თავისი საზღვრებს მიღმაც გაიხედონ ახალი ბაზრების, ტალანტების, ფინანსების, ინვესტორებისა და მიწოდების ქსელების საძიებლად.

ანტრეპრენერობა უწინდებურად ზოგადი ეკონომიკური სიჯანსაღის ძლიერი ინდიკატორია. ერის ინტერესებში შედის ანტრეპრენერთა გლობალურ გამოცდილებაში ინვესტირება, მათთვის სექტორებს, საზღვრებსა და იდეოლოგიურ ბარიერებს მიღმა თანამშრომლობისთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდება; გლობალურ ბაზრებზე კონკურენციის გასაწევად და წარმატების მისაღწევად მომზადება.

ბოლო მონაცემების (Kauffman 2018 State of Entrepreneurship in the U. S) მიხედვით, ამერიკელ ანტრეპრენერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათ სახელმწიფო არ უჭერს მხარს. სტარტაპების და სხვა ბიზნესების (5 წელიწადზე მეტი ხნის) 80 პროცენტს ბიზნესის დასაფუძნებლად სამთავრობო სექტორისგან დახმარება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კომპანიების 98 პროცენტს 100-ზე მეტი თანამშრომელზე ჰყავს (ანტრეპრენერთა ყოველწლიური გამოკითხვა - 2016 წელი სტატისტიკის ბიურო). დაფინანსების დეფიციტი ადასტურებს, ანტრეპრენერთათვის აუცილებელია სამთავრობო არხებს გარეთაც გახედვა; და გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავება ინოვაციური და ეკონომიურად გამართული საზოგადოების შესაქმნელად.

Meridian International Center-ის ტიპის აპოლიტიკური ინსტიტუციები, ამ პრობლემის გადალახვას ლიდერობის გლობალური პროგრამებითა და სასწავლო ინიციატივებით ცდილობენ, რომლებიც ანტრეპრენერული, ლიდერული აზროვნების განვითარებას და კულტურათაშორისი ურთიერთობების თემებს აერთიანებს. ისტორიულად ლიდერობის პროგრამები მთლიანად პოლიტიკოსებზე იყო გამიზნული, მათ უნდა ეზრუნათ ეროვნული დღის წესრიგის წამოწევაზე, ქვეყნებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობაზე და გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანად დარჩენაზე. ანტრეპრენერობის წამოწევა, უცხოეთში ლიდერების მოსაზიდად სახალხო დიპლომატიაზე ყურადღების გამახვილება, დემონსტრირებას უკეთებს თუ როგორ ხდება სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა და იმ ადამიანების მოზიდვა, რომლებიც ინოვაციებს მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში კი არ დანერგავენ, არამედ ამერიკელებთანაც ითანამშრომლებენ.

ამერიკელი მენტორები და პარტნიორები ფასეულ ინფორმაციას იძენენ, სურთ საერთო ფასეულობების შექმნით გონივრულად მიუდგნენ საერთაშორისო გაცვლის პრაქტიკას. ეს იმ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთათვისაც ხდება მნიშვნელოვანი, რომელთა თანხებიც ჩვენი ქვეყნის სახალხო დიპლომატიას აფინანსებენ. ახალგაზრდა ანტრეპრენერები განსაკუთრებული უნარ-ჩვევეით გამოირჩევიან, გლობალურ დონეზე აზროვნების უნარი აქვთ და იმისაც, რომ ადგილობრივ დონეზე შეუწყონ ხელი ბიზნესის ზრდის სტიმულირებას. ამ ახალი გაცვლითი პარადიგმის პირობებში ამიტომ მიიჩნევენ ამ ინოვატორებს გრძელვადიან ინვესტიციად.

Meridian-მა ანტრეპრენერთა მოსამზადებლად მნიშვნელოვან დარგებში, დიპლომატიის შესაძლებლობები გამოიყენა გლობალურ ბიზნესის მრჩეველთა ქსელთან, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. ჩვენს სასწავლო გეგმაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება შერწყმულია, ანტრეპრენერებს სამყაროს გლობალური ხედვა უნდა ჰქონდეთ და სექტორებსა და საზღვრებს შორის თანამშრომლობისთვის ნეიტრალური სივრცეც; და ამასთან, შემოქმედებითი აზროვნების ხელშესაწყობად ერთმანეთის ქსელის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენს პროგრამებში სოციალური ანტრეპრენერობის კურსთან და ტექნოლოგიებთან ერთად, გავლენის გლობალური ქსელები და მულტიკულტურული მიდგომებიცაა შეტანილი, რომ სისტემების გამოყენებით მოხდეს სოციალური ცვლილებების დაჩქარება. ანტრეპრენერებს დღეს ერთმანეთთან ურთიერთობის ისეთი საშუალებები და შესაძლებლობები აქვთ, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო.

Meridian-ის ანტრეპრენერობის პროგრამებით მიღებული გაკვეთილების გამოყენება, განვითარებად ბაზრებზეც შეიძლება და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც. შესაძლოა, ამ ქვეყნებში ეკონომიკური შესაძლებლობების ლანდშაფტი განსხვავდებოდეს, მაგრამ პრაქტიკა და გლობალური გამოცდილება, რომელსაც ანტრეპრენერები საერთაშორისო გაცვლით იძენენ, ერთი და იგივეა. მათ შეერთებულ შტატებში შეუძლიათ ცოდნის შეძენა და შემდეგ სახლში გამოყენება, ყველაფერი ეს მასშტაბის ხარჯზე ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი ანტრეპრენერები ისეთ საზოგადოებებში უნდა მუშაობდნენ, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას აფასებენ.

Meridian დიპლომატიის საშუალებით ანტრეპრენერებთან ურთიერთობით, ახალ შესაძლებლობებს ქმნის იმ ფასეულობათა და მიზნების დასამკვიდრებლად, რომლებსაც ამერიკელები სხვა დემოკრატიებთან ერთად მთელ მსოფლიოში იზიარებენ. ანტრეპრენერებმა ახლა, ადრინდელზე გაცილებით მეტად უნდა იაზროვნონ დიპლომატებივით; და მოსმენის, ურთიერთობების დამყარების, მოლაპარაკებების, კოალიციების შექმნის და კომპრომისებზე მუშაობის აუცილებელი უნარ-ჩვევებიც ჰქონდეთ. ეს ტაქტიკა დაეხმარება ანტრეპრენერებს დიპლომატები იყვნენ, სხვადასხვა სექტორებს გაეცნონ და გამოუყენებელი არხებითა და ქსელებით გაავრცელონ შეტყობინებები, რომლებითაც ხშირად ეროვნული პრიორიტეტების პროპაგანდა ხდება.

საზოგადოებას სიკეთეს ის ანტრეპრენერები მოუტანენ, რომლებიც პერსპექტივებს, გამოცდილებასა და იდეებს მსოფლიოს სხვა ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღიად უზიარებენ; ისინი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებენ ერთად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღონ. როგორც კი ანტრეპრენერებსა და დიპლომატებს შორის თანამშრომლობის ეს არხები გაძლიერდება, საზოგადოებაზე გაცილებით მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ნიჭი, უნარები და შემოქმედებითი საზოგადოების სიმდიდრე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი