UG Startup Factory-ის აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ

UG Startup Factory-ის აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UG Startup Factory საქართველოს მასშტაბით მეექვსე აქსელერაციის პროგრამას იწყებს. აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და ის 30 ოქტომბრამდე გასტანს.

პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან,საიდანაც მოხდება საინტერესო სტარტაპების დაფინანსება აქსელერაციის შემდგომ. პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში.

სააქსელერაციო პროგრამა 2 ნაწილად არის გაყოფილი და ითვალისწინებს GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას. მისი პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპ იდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.

მეორე სტადიაზე, სტარტაპერები შეძლებენ საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას. ასევე დასკვით ეტაპზე წარადგენენ პროექტებს ინვესტორების წინაშე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში.

აქსელერაციის პროგრამაში ჩართულია ეროვნული ბანკი, რომელიც თავის მხრივ ფინტეკ სტარტაპებს გაუწევს მენტორინგსა და რეკომენდაციებს. სებ-ი რეგულირების სენდბოქსის დახმარებით UG Startup Factory-ის სტარტაპებს საშუალება ექნება სატესტო გარემოში შეაფასონ რისკი და ლაბორატორიიდან პროექტის წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, სებ-ი მზად არის თანხმობა მისცეს კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენებაზე სუბიექტებს ან არსებული საკითხისადმი მიდგომა ასახოს რეგულაციებში.

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory 3 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. ჩატარებული პროექტების ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის ფონდიდან დაფინანსდა 6 სტარტაპი, მათგან ორმა მოიპოვა საერთაშორისო დაფინანსება. სტარტაპ კომპანიების რიგებში მოხვდნენ ისეთებიც, რომელთაც შემდგომ GITA-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება. საერთო ჯამში საქართველოს უნივერსიტეტის აქსელერატორში მონაწილე სტარტაპებმა ჯამურად 500.000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს.

UG Startup Factory აქტიურადაა ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აქსელერატორში სტარტაპერებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა, გაუზიარონ გამოცდილება ერთამანეთს, ისარგებლონ საერთო სამუშაო სივრცით და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიბებში. უნდა აღინიშნოს რომ GoandGrow-ს დახმარებით სტარტაპერებში ხდება “სოფთ სქილების” შეფასება და განვითარება, როგორიც არის, კრიტიული და კრეატიული აზროვნება.

Latest on Entrepreneur