"აჭარაბეთის" ინოვაციური პროდუქტები, ქართული სპორტის მხარდაჭერა და CSR

უკვე 20 წელზე მეტია, adjarabet.com ონლაინგართობის ეპიცენტრია
"აჭარაბეთის" ინოვაციური პროდუქტები, ქართული სპორტის მხარდაჭერა და CSR
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონში ონლაინგართობის ყველაზე ინოვაციური პროდუქტები პირველად „აჭარაბეთმა“ შემოგვთავაზა და კომპანია დღემდე სიახლეებთან ასოცირდება. „აჭარაბეთი“ მუდმივად გამოირჩევა ინოვაციებით და მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. კომპანია ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და განახლებული სეზონიც შთამბეჭდავად დაიწყო.

პირველად საქართველოში, ბეთინგის ახლებური შესაძლებლობა − Betfair exchange გამოჩნდა, რომლით სარგებლობაც მხოლოდ „აჭარაბეთის“ მომხმარებელს შეუძლია. ბეთინგის ახლებური ვარიანტი თამაშს არა ტოტალიზატორთან, არამედ უშუალოდ მომხმარებელთან, სათამაშო პროცესზე მეტი თავისუფლებითა და თანაც სრული კონტროლით გვთავაზობს. მოთამაშეს საკუთარი კოეფიციენტის შექმნითა და პროფესიონალურ დონეზე თამაშით სრულიად ახალი გამოცდილების მიღება და გამარჯვების მოპოვება შეუძლია. 

Betfair Exchange-ის გამორჩეულ მახასიათებელს პრემატჩ და Live-პოზიციებზე მუდმივად არსებული მაღალი კოეფიციენტები წარმოადგენს. თამაშის მსურველს ფსონის დადება როგორც უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას, ასევე მის დასრულებამდე ნებისმიერ სასურველ დროს შეუძლია. 

„აჭარაბეთი“, როგორც ინოვატორი კომპანია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს გამორჩეულ სიახლეებს. პირველად საქართველოში, „აჭარაბეთი“ წარმოგიდგენთ Betfair Exchange-ს. ეს არის ბეთინგი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აქამდე იცოდი. აქ შენ არ ეთამაშები ტოტალიზატორს, აქ შენ ეთამაშები მხოლოდ სხვა მომხმარებელს. Betfair Exchange გაძლევთ მეტ თავისუფლებას და სრულ კონტროლს თამაშზე. Betfair Exchange-ზე ყოველთვის ყველაზე მაღალი კოეფიციენტებია როგორც პრემატჩ, ისე Live-პოზიციებზე. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ მატჩის მიმდინარეობისას, დადოთ ფსონი მატჩის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს. Betfair exchange გაძლევთ შანსს, გამოიყენოთ „ბეთინგის“ თქვენი გამოცდილება მოსაგებად. შექმენი შენი კოეფიციენტი და ითამაშე, როგორც პროფესიონალმა!“ − აცხადებს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი გუჯაბიძე.

კომპანია სპორტის დიდი ქომაგია და მის განვითარებაზე სხვადასხვა გზით ზრუნავს. „აჭარაბეთი“ წლებია სპორტის მხარდამჭერია და არაერთი აქტივობით ხელს უწყობს როგორც ცალკეულ სპორტსმენებს, ასევე ამ დარგის განვითარებას. ამჯერად კი სპორტის მოყვარულებს განახლებულ სპორტს − ახალ, კომფორტულ, მრავალფეროვან და მულტიფუნქციურ პროდუქტს სთავაზობს, რომლითაც გარდაუვალ მოგებას პირდება. 

განახლებულ სპორტში შემდეგი სიახლეებია: 2400+ საფეხბურთო და 1400+ საჩოგბურთო Live-პოზიცია გაცილებით მაღალი კოეფიციენტებით და ინდივიდუალური სტატისტიკით. ასევე, ახალი ბილეთის რედაქტირების ფუნქციით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიმდინარე ბილეთში წაშალოს, შეცვალოს ან დაამატოს პოზიცია, სასურველი ბილეთი კი დრაფტად შეინახოს. აგრეთვე, დაიმახსოვროს სასურველი სპორტული ღონისძიება, Click-ბეთის გამოყენებით კი სინგლის ტიპის ფსონი მომენტალურად დადოს. განახლებულ სპორტში მხოლოდ „აჭარაბეთის“ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განათავსოს ფსონი ნებისმიერ მომენტში − იქნება ეს მსაჯის მიერ დამატებული დრო, პენალტების დრო და ა.შ.

კომპანიას საქმიანობისადმი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მიდგომა აქვს და ამ მიმართულებით პასუხისმგებლიანი თამაშის ცნების დამკვიდრებას ცდილობს. სწორედ „აჭარაბეთის“ ინიციატივით შედგა პირველად ინტერაქტიულ კინოთამაშ „არენას“ გადაღება, რომელიც პასუხისმგებლიანი თამაშის ფარგლებში შეიქმნა. მართე შენი თამაში − „არენას“ მთავარი მესიჯია, რაც ნიშნავს იმას, რომ მართვის სადავეები შენ ხელშია. სწორედ ამის საჩვენებლად იყო გამოყენებული ფილმის ინტერაქტიული ფორმა, რომლის საშუალებითაც მაყურებელი თვითონ ქმნიდა საკუთარ გზას არენისკენ.

მნიშვნელოვანია, რომ adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინთამაშების კომპანია Flutter Group-ის ოჯახის წევრია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის. 

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია საერთაშორიო წარმატებების მოპოვებასაც აგრძელებს. აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორისაა. 

SBC Events ლონდონში დაარსებული ორგანიზაციის ღონისძიებათა ციკლია, რომელიც „სპორტბეთინგში“ მომუშავე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებსა და სხვადასხვა აქტივობას მართავს. მათ შორისაა SBC Awards-ი, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“-კომპანიებს აჯილდოებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე კი კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ 10 ფინალისტს შორის „აჭარაბეთი“ საკუთარ ადგილს უკვე იკავებს. 

Latest on Entrepreneur