You can be on Entrepreneur’s cover!

ანტრეპრენერული აზროვნების გაძლიერების 10 გზა იფიქრე ანტრეპრენერულად!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

წარმატებული ანტრეპრენერი რომ გახდეთ, ციფრებისა და ფინანსების მართვაზე გაცილებით მეტი უნდა ისწავლოთ. ათ წელიწადზე მეტია ანტრეპრენერი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, ეს ელემენტები ნამდვილად ასრულებენ გარკვეულ როლს ბიზნესში, მაგრამ თქვენი ბიზნესის მაჩვენებლებით რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება, შემოქმედებით მიდგომას, ლიდერულ უნარებს და გონებამახვილობას მოითხოვს.

აშკარაა, რომ ეს უნარები ნაკლებ კონკრეტულია, ვიდრე მათემატიკისთვის გჭირდებათ და მათი შესწავლა სულ სხვაგვარად ხდება. ანტრეპრენერული აზროვნება გაკვეთილების სწავლას მოითხოვს, როგორც საკლასო ოთახში, ისე მის გარეთ. ქვემოთ ამ გაკვეთილების მოძებნის რამდენიმე გზაა განხილული:

უსმინეთ გამოცდილ მენტორებს

ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯი მენტორის მოძებნაა, ერთის ან რამდენიმესი, და მათი ყურადღებით მოსმენა. ფინანსურად ყველაზე წარმატებული ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, მარკ ზაკერბერგი, თავის წარმატებას იმ გამოცდილებას მიაწერს, რომლებსაც მენტორები უზიარებდნენ.

თქვენი იდეების გამოცდის საუკეთესო საშუალება მათი მენტორებთან განხილვისას გეძლევათ. ისინი გეტყვიან, რა მიაჩნიათ პერსპექტიულად და მათი პროგნოზით, რა იქნება საზიანო. არ არის აუცილებელი, მათ წინასწარ იცნობდეთ, იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ და მისი გაზიარებაც შეუძლიათ, ისეთი რესურსების გამოყენება შეგიძლიათ, როგორიცაა, LinkedIn და SCORE.

რაც შეიძლება ბევრი იკითხეთ

გარდა მენტორებისა, ცოდნის შეძენა წიგნებიდან და სტატიებიდანაც შეგიძლიათ. ადამიანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე წერენ და მას მთელ სამყაროს უზიარებენ, სურთ, მათ შეცდომებსა და წარმატებებზე ისწავლოთ. მათ რეალური ისტორიების შემოთავაზება შეუძლიათ, რომლებსაც თქვენს კომპანიაში გამოიყენებთ.

მაგალითად, ყველაზე წარმატებულმა აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ სულ მცირე ერთ წიგნს კითხულობენ კვირაში.

დაესწარით ანტრეპრენერულ ღონისძიიებებს

გსურთ უკეთესი გახდეთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ?

თუ ასეა, სხვა ანტრეპრენერულად მოაზროვნენი შემოიკრიბეთ ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა გამოფენები, კონფერენციები, ვებინარები და ბევრი სხვა. ასეთი ღონისძიებები შესანიშნავი საშუალებაა კონტაქტების დასამყარებლად, სხვადასხვა დარგებთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, წარმატების გზაზე დაგაყენებთ. კონტაქტების დასამყარებლად საუკეთესო ანტრეპრენერულ ღონისძიებებს შორის შემდეგია, TechCrunch Disrupt, Startup Weekend და140 Character Conference.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარ წარმატებას ვუმადლი იმ დროს, რომელიც სხვადასხვა ანტრეპრენერულ ღონისძიებებზე გავატარე. გაითვალისწინეთ, რომ მათზე დასწრებისას თქვენი მიზანი იმის პრეზენტაცია კი არ არის, რასაც ყიდით, თქვენ პროფესიული კავშირები უნდა დაამყაროთ, რომ ლიდების მიღება და გაგზავნა შეძლოთ მრავალი წლების განმავლობაში.

ახალი გამოწვევები ეძიეთ

პრობლემების გადაჭრაა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შეიძლება ანტრეპრენერს ჰქონდეს. სწრაფად აზროვნება უნდა ისწავლოთ, სხვადასხვა კუთხიდან უნდა შეისწავლოთ სიტუაციები და ისეთი შემოქმედებითი იდეები მოიძიოთ, რომლებიც აქამდე არავის უცდია. ასეთი უნარების გასავითარებლად, რთული სიტუაციები უნდა მოძებნოთ, რომლებიც თქვენს კრიტიკულ აზროვნებას განავითარებს. მაგალითად, უკუკავშირისა და კრიტიკის მიღებაც უნდა ისწავლოთ, სხვა ადამიანების აზრებისა და იდეების სერიოზულად მოსმენაც, და შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე ყურადღების გამახვილებაც.

ყოველდღიურად იფიქრეთ თქვენს იდეაზე

ანტრეპრენერობაზე იმიტომ ფიქრობთ, რომ იდეა - ხედვა გაქვთ. თქვენს იდეაზე ყოველდღიურად, დადებითად იფიქრეთ, რომ საკუთარ თავს შეახსენოთ, რატომ გსურთ ამ უნარების განვითარება და რატომ აყენებთ საკუთარ თავს სტრესულ ვითარებებში.

საკუთარ თავს უბიძგეთ, როდესაც დაგჭირდებათ, მოტივი ყოველთვის გქონდეთ. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ამბობს, რომ საკუთარ თავს მიზანსა და შთაგონების წყაროს მუდამ ახსენებს შემდეგი სიტყვებით: „საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს, რომ ეს საქმე გავაკეთო. საკმაოდ კარგად ვარ გათვითცნობიერებული, რომ ეს საქმე გავაკეთო. საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული, რომ ეს საქმე გავაკეთო. საკმაოდ მომწიფებული ვარ იმისთვის, რომ ეს საქმე გავაკეთო. საკმაოდ მამაცი ვარ იმისთვის, რომ ეს საქმე გავაკეთო".

რაც შემეხება მე, შთამაგონებელი ფრაზებისთვის ჩემს ოფისში ციფრული ხედვის დაფების შექმნა და წებოვანი ჩასანიშნი ქაღალდების გამოყენება მომწონს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემპით მიდიხართ წინ, დიდი თუ პატარა ნაბიჯებით, თქვენი იდეის ყოველდღიურად დასანახად. ამისთვის კი, შეგიძლიათ ის გააკეთოთ, რაც თქვენთვის გაამართლებს.

დანაპირებზე მეტი გააკეთეთ

კონკურენტებისგან მაშინ იქნებით გამორჩეული, როდესაც დანაპირებზე მეტს გააკეთებთ. თქვენ ხომ ის პროგრამისტი ხართ, რომელიც ვიღაცას უმაღლესი კლასის ვებგვერდს შექმნას დაპირდა? მას ფუნქციები დაუმატეთ, რომელსაც კლიენტი არც ელოდა. ეს ნაბიჯი თქვენს რეპუტაციასაც გააუმჯობესებს, და უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხმების გავრცელების მარკეტინგსაც შეუწყობს ხელს.

საკუთარი თავი ბიზნესის ყველა სფეროში გამოცადეთ

თქვენ ინდივიდუალური ანტრეპრენერი ხართ, და ბუნებრივია, საკმაოდ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. თუმცა, როდესაც თქვენი ბიზნესი იზრდება და თანამშრომლებიც გყავთ, სრულიად ადვილი შესაძლებელია, დაგავიწყდეთ, რამდენად რთულია ყველა ამ მოვალეობის შესრულება. იმისთვის, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მადლიერი იყოთ, მათ სამუშაოს ჯეროვნად აფასებდეთ და ეგოიზმმა არ შეგიპყროთ, შეეცადეთ თქვენი ძალები თქვენი ბიზნესის ყველა სფეროში გამოსცადოთ.

თქვენს თანამშრომლებთან ერთად იმუშავეთ, განსხვავებული როლები შეასრულეთ, რომ დაინახოთ, როგორია მათი სამუშაო, ეს დაგეხმარებათ მომავალზე იფიქროთ, და თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის შესაძლებლობასაც მოგცემთ.

თვითდისციპლინაზე იმუშავეთ

წარმატებული ანტრეპრენერობა დისციპლინაზე ზრუნვას მოითხოვს. ფრთხილად უნდა იყოთ, არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაში, დრო ტყუილ-უბრალოდ არ უნდა დაკარგოთ. უნდა შეამციროთ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელებში ატარებთ, საკმარისად უნდა გეძინოთ და დაბალანსებულად იკვებოთ, ვარჯიშისა და კითხვისთვისაც უნდა გამოყოთ დრო. და შეზღუდოთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ. ორგანიზებული და დისციპლინირებული რომ იყოთ, საუკეთესო ვარიანტი, სისტემის გამოყენებაა (the Bullet Journal ), თქვენი გასაკეთებელი საქმეების სია ყოველდღიურად ჩამოწერეთ, რაც წარსულის გადახედვაში, დღევანდელის ორიგანიზებაში და მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ანტრეპრენერთა უმრავლესობას დროის ასეთი ორგანიზება პროდუქტიულად და შემოქმედებითად მიაჩნია.

მეტი ისმინეთ, ნაკლები ილაპარაკეთ

ყოველთვის ეცადეთ, მეტი ისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ალბათ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს ორი ყური და მხოლოდ ერთი პირი. განსაკუთრებით, როდესაც პრობლემური ან უხერხული თემების განხილვას ეხება საქმე. უმჯობესია, მთელი თქვენი ყურადღება იმ საკითხზე გაამახვილოთ და ნამდვილად მოისმინოთ, რასაც მეორე ადამიანი ამბობს (მხოლოდ სიტყვიერად კი არა, არამედ სხეულის ენით და სხვა სოციალური სიგნალებით).

ძალიან ხშირად, ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვუსმენთ, რომ პასუხი გავცეთ, ნაცვლად იმისა, რომ გავიგოთ, რის თქმას ცდილობს ჩვენთვის მეორე ადამიანი. ვიდრე რეაგირებას გადაწყვეტთ, ნებისმიერ ვითარებაში მოსმენა და ნათქვამის გააზრება სჯობს.

დაეხმარეთ სხვა ადამიანებს

როდესაც სხვას ვასწავლით, ზუსტად იმდენს ვსწავლობთ, რამდენსაც სხვას გადავცემთ. და ამ თვალსაზრისით, სხვა ადამიანების დახმარება, ერთ-ერთი სასარგებლო რამაა, რის გაკეთებაც შეგვიძლია. თქვენს საკუთარ ბიზნესზე შესაძლოა, ბევრი გასწავლოთ სხვების დახმარებამ ანტრეპრენერულ საქმიანობაში, იმიტომ, რომ ეს აზროვნებას მოითხოვს.

მაგალითისთვის ასეთი ვითარება განვიხილოთ, ბიზნეს პარტნიორს, ვისთანაც თანამშრომლობთ, წარუმატებელი სოციალური მედია კამპანია აქვს და ეს უქმნის პრობლემებს. და თქვენ, საკუთარი სურვილით, უანგაროდ ეხმარებით იმის დადგენაში, თუ რა ხდება არასწორად. თუ თქვენს ჩანაწერებს განიხილავთ სტრატეგიებზე, სრულიად ახლებურად დაინახავთ საკუთარ მარკეტინგს სოციალურ ქსელებში და მომავალში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად იდეები მოგივათ თავში. ანტრეპრენერობა მხოლოდ ბიზნესის მართვას არ ნიშნავს, ის ახლებურად აზროვნებას მოითხოვს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"