📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ გახდა ოთხი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი ბილაინის ბიზნეს პარტნიორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრული მიმართულება დიდი ხანია ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და ეს კომპანიის ისეთ აქტივობებშიც გამოხატება, როგორიცაა: ჰაკათონების სპონსორობა, ტექნოლოგიური კონფერენციების მხარდაჭერა, სტარტაპებთან თანამშრომლობა და სხვ.

კომპანია პანდემიის პირობებშიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში. თუმცა ამჯერად ბილაინმა ჰაკათონი - Beeline Game Jam ჩაატარა და თავად მოგვევლინა ორგანიზატორის როლში. ღონისძიების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ბილაინის ციფრული პროდუქტების მენეჯერს - ჯაბა შავიშვილს და გამარჯვებული გუნდის - AbsoluteZero წევრებს ვესაუბრეთ:

როგორ გაჩნდა ჰაკათონის იდეა და რა იყო მისი ჩატარების მიზანი?

ჯაბა შავიშვილი: მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში კომპანიაში თამაშების მიმართულება გავააქტიურეთ და ჩვენი ტელეკომ სერვისების გემიფიკაცია მოვახდინეთ, აქტიურად გადავერთეთ ამ მიმართულებით ქართველი პარტნიორების ძიებაზე, ვიფიქრეთ რომ ჰაკათონი სწორედ ის გზა იყო, რომელიც შესაბამის ადამიანებს შეგვახვედრებდა და ასევე ლოკალურ სივრცეშიც პირველად დააფიქსირებდა ბილაინს, როგორც ინოვატორს გეიმინგის მიმართულებით. აღნიშნულ Game Jam-ს ორი მიზანი ჰქონდა: პირველი რა თქმა უნდა ჩვენთვის სასურველი პარტნიორი მოგვეძებნა, რომელთანაც გრძელვადიან თანამშრომლობას შევძლებდით და მეორე: ადგილობრივი დეველოპერების კომუნის მხარდაჭერა, ვინაიდან ვფიქრობთ სწორედ მსგავსი ღონისძიებები (განსაკუთრებით აღნიშნულ ვითარებაში) ხელს უწყობს ახალი იდეების გაჩენას, დამწყებების წახალისებას და რაც მთავარია - სფეროში მოღვაწე გუნდების ერთიან სივრცეში თავმოყრას.

რა შედეგები მიიღეთ და რამდენად გამართლდა მოლოდინი?

ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ მოგვიწია ღონისძიების ჩატარება, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. სპეციალურად არ შევზღუდეთ ჰაკათონში მონაწილე გუნდები გარკვეული კრიტერიუმებით - ამიტომ ახალბედებსაც მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს რომ 26-მდე გუნდი და 70-ზე მეტი ადამიანი იღებდა Beeline Game Jam-ის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობას - გვყავდა განსხვავებული კომპეტენციის მქონე 10 მენტორი, რომლებიც გუნდებს თამაშების პროტოტიპების შესაქმნელად სწორი მიმართლების მიცემაში ეხმარებოდნენ. ასევე ხუთ უნიკალურ და სპეციფიკურ თემაზე გვქონდა სპიკერებისგან წარდგენა, რომელთა რჩევებიც გუნდებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან საინტერესო თამაშების პროტოტიპები, რომელთა შემდგომი განვითარება და იდეური განვრცობა მხოლოდ დროის საკითხია. ბილაინმა ამ წლისთვის მხოლოდ 3 გუნდია აირჩია თანამშრომლობისთვის. ბიზნეს-პარტნიორობა შემოსავლის გაყოფის მოდელს მოიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულებმა არა მხოლოდ სამოტივაციო პრიზები მიიღეს, არამედ ჰაკათონზე შექმნილი პროდუქტი მათი გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გახდება.

რა სამომავლო გეგმები აქვს ბილაინს თამაშების მიმართულებით და დაიგეგმება თუ არა ჰაკათონი მომავალშიც?

Beeline Game Jam-ის შედეგებიდან გამომდინარე, გვინდა რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ და ადგილობრივი თამაშების დეველოპერების კომუნასთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ. იმედი გვაქვს რომ მომავალ წელს უკვე ფიზიკურ სივრცეში და ბევრად დიდი მასშტაბით შევძლებთ ამ პროცესის განხორცილებას. რაც შეეხება ბილაინის თამაშებს - ძალიან მალე დაგვემატება თამაშები, რომლებიც მომხმარებლებს არამხოლოდ ინტერნეტ პაკეტების, არამედ ხმოვანი პაკეტების მოგების შესაძლებლობასაც მისცემს, გარდა ამისა მალევე ველოდებით მომხმარებლებს ჩვენს განახლებულ პორტალზე, სადაც განთავსდება ლიდერთა სია, ბლოგი და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია. ამასთანავე ხშირად ვაპირებთ წამახალისებელი კონკურსების ჩატარებას, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩართულობას. მიზანი ერთია, როგორც მოხმხმარებლები, ასევე თამაშების შემქმნელები დავაინტერესოთ ჩვენი შეთავაზებებით და მათთან ერთად შევქმნათ საინტერესო პროდუქტები მომავლის ციფრული ეკოსისტემისთვის.

გუნდი AbsoluteZero:

რატომ გადაწყვიტეთ Beeline Game Jam-ში მონაწილეობის მიღება და რა იყო მთავარი მოტივაცია?

ბექა ცინცაძე: მოგვწონს ჰაკათონის ტიპის ღონისძიებები და როგოროც კი დავინახეთ რომ ბილაინი ატარებდა Beeline Gam Jam-ს, საინტერესო პრიზებითა და მენტორებით დაუყონებლივ გადავწყვიტეთ მონაწილეობა.

რა წინაღობებს წააწყდით იდეაზე მუშაობის დროს?

ბექა დარჯანია: HTML5 ფორმატის გამო, შეზღუდულები ვიყავით რესურსში და გვიწევდა უარის თქმა დახვეწილ ტექნოლოგიებზე, რამაც განაპირობა Arcade / Runner სტილის თამაშის შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ჩამთრევი აღმოჩნდა, ჩვენ თვითონვე დავინტრიგდით და უბრალოდ გავყევით ამ იდეას ბოლომდე.

რა დრო დაგჭირდათ თამაშის პროტოტიპის შესაქმნელად და როგორ გადაანაწილეთ როლები?

რატი ალანია: თამაშის პროტოტიპის შესაქმნელად დაგვჭირდა 8-10 საათი. როლები გადავანაწილეთ მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში და დავიწყეთ სინქრონში მუშაობა ყველაფერზე ერთად, რის გამოც მოვიგეთ დრო, რომელიც შემდგომ გამოვიყენეთ ხარვეზების გამოსასწორებლად.

რამდენად გაამართლა ჰაკათონმა მოლოდინი და რა გამოცდილება მოგიტანათ გამარჯვების გარდა?

საბა საყვარელიძე: მოლოდინს გადააჭარბა. კონკურენცია საკმაოდ ძლიერი იყო და შესაბამისად უფრო დავიხარჯეთ რომ საბოლოო პროდუქტი ყოფილიყო განსაკუთრებული. რაც შეეხება გამოცდილებას: პირველ რიგში განვავითარეთ გუნდური მუშაობის უნარი. ერთმანეთს ვუსმენდით, ყოველ დეტალზე გრაფიკიდან დაწყებული, აუდიო ეფექტებით დამთავრებული ერთად ვთანხმდებოდით. ყველას გქვონდა გაზიარებული ეკრანი ერთმანეთში, რამაც შეგვიქმნა გარემო თითქოს ერთმანეთის გვერდით ვისხედით და ვეხმარებოდით

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი გამარჯვება და რას ურჩევდით ჰაკათონების მონაწილეებს?

AbsoluteZero: ჰაკათონის მონაწილეებს ვურჩევთ რომ: სანამ დაიწყებენ მუშაობას დაგეგმონ და ჩამოყალიბდნენ იდეაზე, შეიქმნან ერთი ხედვა, გადაინაწილონ მოვალეობები და რაც შეიძლება მალე შექმნან პროტოტიპი, რომ გაიგონ ღირს თუ არა გაგრძელება თუ ჯობს დაუბრუნდნენ იდეის ფაზას. ჩვენ სწორედ ამ გზას გავყევით რამაც, ალბათ, განაპირობა ჩვენი გამარჯვება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე