⚡ Get All Content for 20% Off ⚡

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჩემი ონლაინ ბიზნესი პირველად სწორედ მას შემდეგ დავიწყე, რაც 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი დაეცა. მაშინ რთული დრო იყო და ახლაც ასეა. მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მის ამუშავებას შევძლებდი. მართალია ამ წლების განმავლობაში ჩემი ბიზნესი რამდენიმეჯერ მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ მას შემდეგ კაბინეტში დაბრუნება აღარ დამჭირვებია. საკუთარი ბიზნესის დაწყება ინტერნეტით საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიმიღია.

მან მე თავისუფლება მომცა და მოქნილი გამხად. ასე ვერასოდეს შევძლებდი მუშაობას კორპორაციულ სამყაროში.

მე აღმოვაჩინე, რომ რთულ პერიოდებში უამრავი ადამიანი ცდილობს მცირეოდენი ფულის გამომუშავების გზების გამონახვას, ოჯახის გამოსაკვებად ან დანაზოგის გასაკეთებლად, ისე, როგორც მე 11 სექტემბრის შემდეგ გავაკეთე.

საბედნიეროდ, დღეს დამატებითი თანხების გამოსამუშავებლად ადრინდელზე გაცილებით მეტი საშუალება არსებობს. Door Dash და Uber ძალიან პოპულარულები არიან. თუმცა, ჩემი აზრით, ონლაინბიზნესის დაწყება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

ქვემოთ ცხრა მიზეზია მოცემული, თუ რატომ შეიძლება ონლაინბიზნესის დაწყება შესანიშნავი გამოსავალი იყოს.

შესაძლოა დამატებითი ბიზნესი შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცეს

ყველაზე მეტად ონლაინბიზნესი იმიტომ მომწონს, რომ მას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლოა შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცეს.

თუ მომხმარებლებს მოძებნით ინტერნეტით ან მომსახურებას შესთავაზებთ ვებგვერდების შექმნაში და იმასაც დაადგენთ, თუ როგორ უნდა მოძებნოთ ეფექტურად ახალი მომხმარებელი, შესაძლოა სულ მალე მან თქვენი ძირითადი სამსახური შეცვალოს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ყოველდღიური სამუშაოც მოასწროთ და დამატებითიც.

დაბალი ზედნადები ხარჯები დასაწყებად

ტრადიციული ბიზნესის დასაწყებად შეიძლება ათიათასობით დოლარი (ან მეტი) დაგჭირდეთ და თუ დამატებითი სამუშაოც გაქვთ, მიწოდების სერვისი ან მგზავრები დაგყავთ, თქვენი ავტომობილი ძალიან მალე გაცვდება.

დამატებითი ონლაინბიზნესის დაწყება ძალიან ცოტა ჯდება და შესაძლოა სულაც რამდენიმე ასეული დოლარითაც კი დაიწყოთ, ზოგჯერ კი გაცილებით ნაკლებითაც, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი გაკეთება გსურთ.

ძალიან ცოტა ვარიანტი თუ იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთივე ეფექტური, როგორიც ონლაინბიზნესის დაწყებაა.

გაცილებით მეტი პლატფორმა, ვიდრე ოდესღაც იყო

როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდი, ინტერნეტში გამოჩენის ერთადერთი ვარიანტი ვებგვერდის ხელით კოდირება იყო. ამისთვის მრავალი, მრავალი საათის განმავლობაში სწავლა იყო აუცილებელი და HTML-კოდის დაწერა, ეს კი დიდი პრობლემა გახლდათ.

ახლა უკვე ძალიან ბევრი მარტივი და თანაც ეფექტური პლატფორმაა:

Etsy-ზე გასაყიდად თქვენი ხელნაკეთი ნივთების ატვირთვა შეგიძლიათ;

თქვენი, როგორც უშტატო თანამშრომლის, სერვისები შეგიძლიათ Upwork, Toptal, Fiverr, 99Designs-ზე და ა.შ. წარმოადგინოთ;

თქვენ შეგიძლიათ eBay-ზე გაყიდოთ, რასაც ადგილობრივ ბაზარზე მიაგნებთ;

თქვენ შეგიძლიათ საგამომცემლო ბიზნესი დაიწყოთ WordPress-ზე;

თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ვებგვერდი WIX-ზე;

თქვენ შეგიძლიათ ორიგინალი დიზაინები ჩამოთვალოთ პროდუქტებისა, რომლებიც Amazon-ის მიმწოდებლების მოთხოვნის შესაბამისადაა შესრულებული;

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თუ შემოქმედებითად აზროვნებთ და სწავლის სურვილიც გაქვთ, იმდენი შესაძლებლობა არსებობს, ბოლოს ვერ უპოვით და კიდევ ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება.

პოტენციური გლობალური მასშტაბები

როდესაც დამატებითი შემოსავლის მისაღებად ინტერნეტს იყენებთ, თქვენ მხოლოდ თქვენი რეგიონით არ ხართ შემოფარგლული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლითაც დამატებითი სამუშაო მარტივად გადაიქცევა სრულფასოვანი შემოსავლის წყაროდ.

თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც იმით არიან დაინტერესებული, რასაც თქვენ სთავაზობთ. თქვენ მართლაც გლობალური ბრენდის შექმნას შეძლებთ დროთა განმავლობაში.

მუდმივი შემოსავლის ბევრი წყარო

ეს ჩემთვის ინტერნეტში დამატებითი სამსახურის დაწყების ერთ-ერთი საყვარელი მიზეზია. უნდა ითქვას, რომ პასიური და მუდმივი შემოსავლის მიღების ბევრი შესაძლებლობა არსებობს, თუ სწორად შეძლებთ იმის მოწესრიგებას, რასაც აკეთებთ.

მაგალითად, თუ საგამომცემლო ბიზნესს წამოიწყებთ, შეგიძლიათ იმ პოსტების რეკლამიდან მიიღოთ შემოსავალი, რომლებიც 3 წლის წინ გამოაქვეყნეთ. ასევე ბიზნესის დაწყება შეგიძლიათ ხელმოწერების საფუძველზე. მაგალითად, თქვენს გვერდზე გაწევრიანება შესთავაზოთ მსურველებს, რომლებიც ყოველთვიურად გადაგიხდიან.

ჩემთვის მუდმივი შემოსავლის წყაროზე საინტერესო არაფერია. მე მომწონს, როდესაც იმ სამუშაოთი ვიღებ ფულს, რომელიც წლების წინ დავიწყე.

თქვენ ვერ შეძლებთ რეგულარული შემოსავლის მიღებას Uber-ის საშუალებით.

თქვენ მცირეოდენი თანხის ფასად შეგიძლიათ საკუთარი უნარების გაუმჯობესება პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, LinkedIn Learning-ით დაწყებული, Udemy-ით დამთავრებული.

რჩევა: ყოველთვის ადევნეთ თვალყური გაყიდვებს Udemy-ზე: ისინი ხშირად 90%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ მსურველებს სხვადასხვა კურსზე.

მაგალითად, დიდი მოთხოვნაა გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრატორებზე. თქვენ გაყიდვების მთელი სისტემის შესწავლა შეგიძლიათ Udemy-ის კურსებით, შემდეგ გაყიდვების სამსახურის სასერტიფიკატო კურსის გავლა, და ბოლოს სამსახურის დაწყება შინიდან ამ უნარების გამოყენებით.

უამრავი სფერო არსებობს, სადაც თქვენი უნარების დახვეწა შეგიძლიათ. ეს ხშირად ახალი უნარებია, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა და კოლეჯის დიპლომი სულაც არ არის საჭირო კარგი ანაზღაურების მისაღებად.

ადგილმდებარეობის თავისუფლება

მთელი რიგი ონლაინბიზნესები არჩევანის თავისუფლებას მოგცემთ − ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მუშაობა ლეპტოპითა და ინტერნეტით.

როგორც კი თქვენი დამატებითი შემოსავალი გაიზრდება და მუდმივი შემოსავლის წყაროდ იქცევა, ნამდვილი „ციფრული მომთაბარის" ცხოვრების სტილზე გადასვლის უზარმაზარი პოტენციალი ჩნდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იქ იმოგზაუროთ, სადაც გნებავთ, როცა გნებავთ და არცერთი სამუშაო დღე არ გააცდინოთ.

უშტატო სამსახურს დიდი პრივილეგიები აქვს.

უშტატოებისთვის მრავალი შესაძლებლობა არსებობს. შეგიძლიათ საათში $40-დან $150-მდე გამოიმუშავოთ. მართალია, შესაძლოა დრო დასჭირდეს იმის სწავლას, თუ როგორ უნდა მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ კლიენტები, მაგრამ როგორც კი ამას შეძლებთ, შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ.

მოქნილობა

ინტერნეტით მუშაობის თავისებურება ისაა, რომ თითქმის ყოველთვის გაქვთ მოქნილი მოქმედების შესაძლებლობა. თუ დისტანციურად მუშაობთ, შეგიძლიათ ვადებში გამოიჩინოთ მოქნილობა.

მუშაობის საშუალება გაქვთ, როდესაც ბავშვებს სძინავთ. დასვენების დღეებში ან პარალელურად, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა მოვალეობები შეასრულოთ. მათ შორის, დღე იმუშაოთ.

მსოფლიო სულ უფრო და უფრო ციფრული ხდება. თქვენი ონლაინბიზნესით ზრდის უზარმაზარ პოტენციალს მიიღებთ და უნარებს შეიძენთ, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა როგორც ტრადიციულ სამსახურებში, ისე უშტატო პოზიციებზე.

Bankruptcy Recovery Foundation-ის დამფუძნებელი
სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი