You can be on Entrepreneur’s cover!

"გალტ & თაგარტი" - საიმედო პარტნიორი ინვესტირებაში გაეცანით ლიდერი საინვესტიციო ბანკის საქმიანობას უკეთ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„გალტ & თაგარტი" საქართველოში ლიდერი საინვესტიციო ბანკია. მისი საქმიანობა სამ ძირითად − საბროკერო, კორპორატიულ და კვლევით მიმართულებებს მოიცავს. საბროკერო მომსახურება, იგივე „ბროქერიჯი", მსხვილ და საცალო კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტიციები გლობალურ საფონდო ბირჟებზე განახორციელონ. კორპორატიული მიმართულება კი კომპანიებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ობლიგაციებისა და აქციების ემისიები, კომპანიებში წილის ყიდვა/გაყიდვა, ინვესტორების მოზიდვა და მეზანინ-ინვესტიციები. კვლევებით კი კომპანია ინვესტორებს მიმდინარე ზოგად ეკონომიკურ და ვიწრო სექტორულ თემებს მუდმივად აცნობს.

„ბროქერიჯი" ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია, რომელსაც „გალტ & თაგარტი" წარმოგვიდგენს. ეს მიმართულება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ემსახურება იმ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, ვისაც საფონდო ბაზრებზე, აქციებსა თუ სხვა ინსტრუმენტებში სურთ ინვესტირება.

„საქართველოში გავრცელებულია შეხედულება, რომ აქციების შეძენით მხოლოდ გამოცდილი ინვესტორი ინტერესდება, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში აქციების ფლობის კულტურა და მისი თანმდევი სიკეთე ფართოდაა ცნობილი. იქ ადამიანები ამგვარი ინვესტიციების განხორციელებას კარიერის ადრეული ეტაპიდან იწყებენ. კაპიტალის დაგროვებისა და ზრდის მიზნებისთვის კომპანიების აქციებში ინვესტირება, განვითარებულ ბაზრებზე მიღებული პრაქტიკაა. ასეთ ქვეყნებში ინვესტორები მხოლოდ ბანკებში მიღებული საპროცენტო განაკვეთით ან უძრავი ქონების შეძენით არ შემოიფარგლებიან და მონაწილეობას კომპანიების ზრდაში აქციონერთა სახით იღებენ. იმ კომპანიების აქციონერთა სიას კი, რომელთა აქციებიც საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ თავსდება, ხშირ შემთხვევაში სწორედ ათასობით საცალო ინვესტორი წარმოადგენს. „გალტ & თაგარტის" სერვისებით ჩვენ ამის შესაძლებლობას ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ − იქნება ეს გამოცდილი თუ დამწყები ინვესტორი სოლიდური თუ მცირე სასტარტო კაპიტალით", − ამბობს გიორგი ფაილოძე, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე და „გალტ & თაგარტის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

საბროკერო სერვისებით დაინტერესების მზარდი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რაც „გალტ & თაგარტის" ხედვით ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე, როგორც ფულის შენახვის ძირითად ინსტრუმენტზე, ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ამ მიზეზით, ადამიანები უფრო მაღალი ამონაგების მისაღებად საფონდო ბაზრებს მიმართავენ. ეს ტენდენცია კორონავირუსმა უფრო დააჩქარა, განსაკუთრებით საცალო მიმართულებით. გამოკვეთილად დიდია დაინტერესება ისეთი კომპანიების აქციების შეძენის მიმართ, რომელიც კონტრაციკლურია, ანუ ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში მათ ბიზნესს საფრთხე ნაკლებად ემუქრება, ან მასშტაბი პირიქით − იზრდება (მაგ: Amazon, Microsoft). „გალტ & თაგარტის" საბროკერო გუნდი ამ მიმართულებით გაზრდილ მიმართვიანობას თავს წარმატებით ართმევს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზეც აქტიურად მუშაობს.

„გალტ & თაგარტი" ორი სახის საბროკერო მომსახურებას გვთავაზობს. თუ რას გულისხმობს ეს სერვისები, გიორგი ფაილოძე დეტალურად განმარტავს:

„პირველი სერვისი მოიცავს უშუალოდ ჩვენს ბროკერებთან კონსულტაციას და მათი დახმარებით სასურველი ოპერაციის განხორციელებას, ხოლო მეორე − G&T Trader-ი (www.Trader.ge), ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებობას აძლევს ბროკერის გარეშე, დისტანციურად საფონდო ბაზარზე ვაჭრობა შეძლოს. ის, როგორც ინტერნეტბანკი, შესაძლებლობას გაძლევთ თავად შეასრულოთ საბანკო ოპერაციები. ანალოგიურად, G&T Trader-ი წარმოადგენს ინტერნეტპლატფორმას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ კაპიტალის ბაზრებზე თავად განახორციელოთ ინვესტიციები. დღესდღეობით, ისევე, როგორც თავის დროზე ინტერნეტბანკი, G&T Trader-ი შედარებით ახალი პროდუქტია და მისი ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა ერთი მხრივ პლატფორმის გაცნობა, ხოლო მეორე მხრივ, საფონდო ბირჟების ანაბანაში გარკვევა. ამ მიმართულებით ჩვენი ბროკერებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებით, აქტიურად დავეხმარებით დაინტერესებულ პირებს. ჩვენი მიზანია, G&T Trader-ი მომხმარებლების უფრო ფართო ჯგუფს გავაცნოთ, ავამაღლოთ ცნობიერება საფონდო ბაზრების მიმართ და დაინტერესებულ პირებს კერძო აქტივების უფრო ეფექტიანად მართვაში დავეხმაროთ", − ამბობს გიორგი ფაილოძე.

„გალტ & თაგარტის" კორპორატიული მომსახურება კომპანიებს ობლიგაციების (იგივე „ბონდის") გამოშვებაშიც ეხმარება. ეს მიმართულება საქართველოში უკვე ხუთი წელია რაც საგრძნობლად გააქტიურდა. რიგი კომპანიები დაფინანსების მოსაპოვებლად უკვე კაპიტალის ბაზრებს მიმართავენ, რაც მათი მხრიდან ობლიგაციების გამოშვებით (იგივე ემისია) ხორციელდება. ობლიგაცია ფასიან ქაღალდს წარმოადგენს, რომელსაც კომპანია დაინტერესებულ მყიდველზე ყიდის. ამ ფორმით კი იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს მოზიდული თანხა, პლუს კუპონი (იგივე „პროცენტი") წინასწარ შეთანხმებული ვადის ბოლომდე (ხშირად ორი ან სამი წელი). ეს მექანიზმი კომპანიებს დაფინანსების წყაროს დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს, რომ მხოლოდ საბანკო დაფინანსებაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ბონდის წარმატებულად გამოსაშვებად კი მნიშვნელოვანია, რომ კომპანია კარგად იყოს მართული, ჰქონდეს ნდობა და სწორი განვითარების სტრატეგია.

„ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, რადგან ემისიის დროს, ასობით ფიზიკურმა პირმა კომპანიის „რისკი" უნდა აიღოს და ობლიგაციების შეძენის სახით კომპანიის დაფინანსებაზე ინტერესი გამოთქვას. ამ პროცესში ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული და კომპანიებს ემისიის თითოეულ ეტაპზე ეხმარება",– ამბობს გიორგი ფაილოძე.

„გალტ & თაგარტის" კვლევითი საქმიანობა საბროკერო და კორპორატიულ მიმართულებას სიღრმისეული, ეკონომიკური და სექტორული ანალიზით აძლიერებს. ამასთანავე, ეს მიმართულება ფართო საზოგადოებას რეგულარულად აწვდის ინფორმაციასა და ანალიზს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. „გალტ & თაგარტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ათიათასობით ქართველი და უცხოელი ინვესტორი თუ რიგითი დაინტერესებული პირი რეგულარულად ეცნობა.

„ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული პირები, საკუთარი ინიციატივით აქტიურად მიმართავენ ჩვენი კვლევების გუნდს. ჩვენ მათ ერთგვარ ფანჯარას ვთავაზობთ, რომელიც ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უკეთ გაცნობაში ეხმარება".

მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, კვლევებისა და რეკომენდაციების მნიშვნელობა ადგილობრივი თუ გლობალური ბაზრის თითოეული მოთამაშისათვის უფრო აქტუალური ხდება. „გალტ & თაგარტის" გუნდი ცდილობს დაგვანახოს, თუ რა დოზით და რომელი მიმართულებებით გაგრძელდება ეს პროცესები. ასევე, ის აქტიურად ადევნებს თვალს ეკონომიკის გამოცოცხლების ტემპს და მოლოდინს ამ მიმართულებითაც მუდმივად გვიზიარებს.

საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ანალიზის გარდა, დამატებითი მიმართულება, რომელზეც კომპანიამ რამდენიმე თვეა აქტიურად დაიწყო მუშაობა, გლობალურ საფონდო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შემაჯამებელი კვლევების გამოქვეყნებაა. „გალტ & თაგარტის" გუნდს მიაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებას საფონდო ბაზრებზე ახლა იწყებენ. მიზანს კი სწორედ ამ მიმართულების მეტად გაშლა და ცოდნის ზრდის ტემპის აჩქარება წარმოადგენს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი