უგურ შაჰინი - კორონა-ვაქცინის მამა
ეს გერმანიის პატარა ქალაქ მაინცში მოხდა
ეს კაცი უგურ შაჰინია, შემქმნელი ვაქცინისა, რომელსაც COVID-19-ის წინააღმდეგ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა დაუმტკიცდა, მძიმე გვერდითი მოვლენები კი - ჯერ არცერთი.

ეს გერმანიის პატარა ქალაქ მაინცში მოხდა. კომპანია Biontech-ის დამფუძნებელი წარმოშობით თურქი ექიმი, გერმანიაში მშობლებმა 4 წლის ასაკში ჩაიყვანეს. კიოლნში გაიზარდა, იქვე დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი.
2008 წელს მეუღლე იოზლემთან ერთად დაარსა ფირმა, რომელსაც დღეს 1323 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც კიბოს და სხვა მძიმე დაავადებების მედიკამენტებზეც მუშაობს!